უნდა გამოარჩიოს ერთი ადამიანი, რომელსაც უალტერნატივო ლიდერად აღიარებს. არის თუ არა დადებითი მოვლენა ერთი ლიდერის არსებობა პოლიტიკური პროცესის დღევანდელ ეტაპზე და ვინ შეიძლება იყოს ლიდერი?
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე ნიშანდობლივი ასპექტი ისაა, რომ საქართველო ერთი ლიდერის სახელმწიფოა.
ზვიად გამსახურდია საყოველთაოდ აღიარებული და უალტერნატივო ლიდერი იყო, ვიდრე მისი ხელისუფლება შიდა ამბოხის და ძალადობის გზით არ დაემხო.
ათი წლის მანძილზე უალტერნატივო ლიდერია ედუარდ შევარდნაძეც. მისი მომხრეებიც და ოპონენტებიც აღიარებენ, რომ ქართველ პოლიტიკოსებს შორის მას ბადალი არ ჰყავს გამოცდილების და ძალაუფლების შენარჩუნების ტექნოლოგიათა თვალსაზრისით.
როგორც ჩანს, უალტერნატივო ლიდერის სტატუსზე პრეტენზიას ამჯერად მიხეილ სააკაშვილი გამოაცხადებს. იგი აპირებს, მოიაროს ქალაქები და სოფლები, ხალხის პირისპირ განიხილოს ქვეყნის პრობლემები და ამ გზით საქართველოს მოსახლეობის არსებითი ნაწილის ნდობა მოიპოვოს.
რას ნიშნავს გარდამავალ ეტაპზე ჩარჩენილი ქვეყნისთვის ერთი და იმავე უალტენატივო პოლიტიკური ლიდერის არსებობა?
ასეთი ლიდერი უსათუოდ ქარიზმატული პიროვნება უნდა იყოს, პირველდამწყები, ახალი სახელმწიფოს ან ახლებური საზოგადოებრივი ცხოვრების ფუძემდებელი. სწორედ ასეთ ლიდერებად აღიქვამდა ქვეყნის მოსახლეობა ჯერ ზვიად გამსახურდიას, შემდეგ კი - ედუარდ შევარდნაძეს. ამჟამინდელი პრეზიდენტი საპროგრამო გამოსვლებში ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, დავაფუძნეთ ახალი სახელმწიფო. ამ განცხადებით ედუარდ შევარდნაძე ერთხელ და სამუდამოდ იკავებს ქარიზმატული ლიდერის ადგილს.
სამაგიეროდ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი, რაც შევაკოწიწეთ, დასანგრევია და ხელახლაა ასაშენებელი, გარდაქმნასაც კი არ ექვემდებარება. მართლაც, კარგა ხნის წინ გასრულდა ის ეტაპი, როდესაც სააკაშვილი რეფორმატორად იწოდებოდა; დღეს იგი უფრო რევოლუციურ ცვლილებებზე ფიქრობს. ამგვარი ხედვა კი კიდევ ერთხელ, ბოლო წლებში უკვე მესამედ, ათავისუფლებს ქარიზმატული ლიდერის, ფუძემდებლის, ადგილს საქართველოს ხელისუფლებაში.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის პირველი ლიდერობა პოლიტიკური სპექტრის მიერ იყო აღიარებული; მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კი ასეთ აღიარებას არ უნდა ველოდეთ. მის პირველობას ახალგაზრდა თაობის სხვა ლიდერები ადვილად არ დასთანხმდებიან და სერიოზულად იბრძოლებენ მეტ-ნაკლებად თანასწორი ადგილის დასამკვიდრებლად მიხეილ სააკაშვილის თუ ნებისმიერი სხვა ფიგურის გვერდით. ეს პოლიტიკური ცხოვრების სიახლეა. თუ გამსახურდია და შევარდნაძე პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდნენ და, ამ მხრივ, კონკურენტებს აშკარად აღემატებოდნენ, სააკაშვილის შემთხვევაში ასეთი უპირატესობა არ არსებობს; სამაგიეროდ, არსებობს საგანგებო ამბიცია, ენერგია და მიზანსწრაფვა.
რა ჯობს ქვეყნისთვის: რამდენიმე დაახლოებით თანაბარი ძალის და გავლენის მქონე პოლიტიკოსის თანაარსებობა თუ ისევ ქარიზმატული, უალტერნატივო ლიდერი? ამ შეკითხვის პასუხი უშუალოდ უკავშირდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს.
თუ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერა რამდენიმე პარტიაზე გადანაწილდება, ეს ნიშნავს, რომ პარტიულ ლიდერებს შორის 2005 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი გაჩნდება. შესაბამისად, გაჩნდება კონკურენცია, ძლიერი გუნდები, მეტი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და პრეზიდენტობისთვის რეალურ ბრძოლაში შესაძლებელი იქნება რეალური არჩევანის გაკეთება.
უალტერნატივო ლიდერის შემთხვევაში კი, როგორც წესი, ყველაზე დიდი საფრთხე გარემოცვაა. ასეთი ლიდერები ძლიერ გუნდზე უარს ამბობენ და უაღრესად უუნარო გარემოცვის ფონზე საქმიანობენ. ასე მოიქცა ზვიად გამსახურდია და წლების შემდეგ იგივე გაიმეორა ედუარდ შევარდნაძემაც. სუსტი გარემოცვა ქარიზმატული ლიდერის თანამდევი მოვლენაა და უაღრესად საშიშია ქვეყნისთვის. სახელისუფლო ბერკეტების უკონტროლო თავმოყრა ერთი ადამიანის ხელში დიდწილად განაპირობებს საფრთხეს, რომ იგი ძალაუფლებას ნებაყოფლობით აღარ დათმობს, საკუთარ გავლენას არ შეიზღუდავს და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას მიზანმიმართულად შეაფერხებს.
ასე რომ, პოლტიკური პროცესის განვითარების თანამედროვე ეტაპზე საქართველოსთვის გაცილებით სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ახალგაზრდა თაობის რამდენიმე თანაბარი ძალის ლიდერის არსებობა, ვიდრე ერთი და უკონკურენტო ლიდერისა. შესაბამისად, საკითხის დასმა ამგვარად, რომ ხალხმა უნდა გაიგოს, ვინ არის ლიდერი - წარსულში დაბრუნების ტოლფასია.