და ყველასთვის თანაბარ პირობებს უნდა ქმნიდეს საკუთარი შესაძლებლობების განხორციელებისთვის.
არის თუ არა საქართველოში თავისუფლება და თანასწორობა? შესაბამისად, არის თუ არა დემოკრატია?
როდესაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მწირ მიღწევებზე საუბრობენ, აუცილებლად ასახელებენ თავისუფლებას: კერძოდ, ქვეყნის დამოუკიდებლობას; პრესის გამოხსნას ცენზურის წნეხისგან; უფლებას, ილაპარაკო, რაც მოგესურვება, აკრიტიკო ნებისმიერი საჯარო პირი, გნებავთ, ქვეყნის პრეზიდენტი.
ნიშნავს კი პრეზიდენტის, მინისტრებისა და პარლამენტარების კრიტიკის უფლება თავისუფლებას? ერთი მხრივ, დათრგუნული საზოგადოება ვერ უზრუნველყოფს მისი წევრების მიერ საკუთარი აზრის გამოთქმას საჯაროდ. და თუკი ეს შესაძლებელია, ესე იგი, თავისუფლებაც არსებობს. მეორე მხრივ, საზოგადოება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მისი წევრების მიერ საკუთარი შესაძლებლობების თანაბარ განხორციელებას, თავისუფალი არ არის და პრეზიდენტის კრიტიკის უფლება ამ შეფასებას ვერ შეცვლის.
ცნობილია, რომ ტოტალიტარული წყობის ქვეყნებში, სისტემის შეცვლის შემდეგ, დემოკრატიის სწრაფი და უმტკივნეულო დამკვიდრება არ ხდება. დემოკრატია საზოგადოებრივი ცხოვრების კულტურას მოითხოვს, რის შეძენასაც საგანგებო ძალისხმევა სჭირდება. თავისუფლება, საზოგადოებრივი კულტურის გარეშე, ანარქიაა. თანასწორობისკენ სწრაფვა, საზოგადოებრივი კულტურის გარეშე, ცნობილი საბჭოთა "ურავნილოვკაა".
საბჭოთა საზოგადოება მრავალმხრივ ჩაკეტილ სისტემაში იყო მოქცეული ათწლეულების განმავლობაში და, ადრე თუ გვიან, ბუნებრივად დაუდგა უძრაობის ხანა. იმის მიუხედავად, რომ ახლა საზღვრები გაიხსნა და საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უცხოეთში ცხოვრობს, არაერთი ფაქტორი მაინც საზოგადოების ჩაკეტილობას ადასტურებს.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ არც ხელისუფლებაში, არც პოლიტიკურ სპექტრში, არც არასამთავრობო სექტორში და არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, კარგა ხანია, ახალი სახეები აღარ ჩნდება: თანამდებობიდან მოხსნილი პირი სხვა, არანაკლებ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ხვდება; დიდი პარტიები ჯუჯა პარტიებად იხლიჩება; ხელმოცარული ოპოზიციონერები სახელისუფლო ბლოკში წევრიანდებიან, ხელმოცარული ხელისუფლები კი ოპოზიციურ პარტიებს აყალიბებენ; არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთს ლიდერებს უცვლიან; ახალ გაზეთებსა და სატელევიზიო კომპანიებში ისევ ძველი და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ჟურნალისტები საქმიანობენ.
ასეთ ჩაკეტილ სისტემაში თავისუფლებასა და თანასწორობაზე საუბარი ფორმალობაა. თავისუფალი საზოგადოების მთავარი თვისება ისაა, რომ მასში პროცესები მუდმივად ვითარდება: ჩნდებიან ახალი ლიდერები, იცვლებიან პრეზიდენტები და მონდომებული ადამიანები, სოციალური კუთვნილების მიუხედავად, დიდ წარმატებებს აღწევენ, წარუმატებლები კი ასპარეზს ტოვებენ.
საქართველოში მსგავსი არაფერი ხდება და, ფაქტობრივად, უძრაობის ხანა დგას. ამ ხანაში საზოგადოებისთვის გაცილებით მწვავე და აქტუალურია თანასწორობის დეფიციტი, ვიდრე თავისუფლების შეზღუდვა. მმართველი ფენის მიმართ ხალხის მთავარი პრეტენზია სწორედ უსამართლობის დამკვიდრებაა. უსამართლობის არსი კი მუდმივია: ის, რაც დასაშვებია ერთისთვის, დაუშვებელია მეორისთვის. ამ პირობებში თავის დამშვიდება იმით, რომ ამ მეორეს შეუძლია საკუთარი პრეტენზია საჯაროდ გამოთქვას, საზოგადოებას ვერ აკეთილშობილებს და ქვეყანაში რეალურ თანასწორობას ვერ ამკვიდრებს.
ამიტომ სიტყვის და პრესის თავისუფლება მხოლოდ ფასადია, რომელიც კი არ აფხიზლებს, არამედ, პირიქით, ადუნებს საზოგადოებას და დემოკრატიის ილუზიას ქმნის. უთანასწორობისა და უსამართლობის განცდა კი ამ ფასადის მიღმა არსებობს და ფარული აგრესიით მუხტავს ქვეყანას. სწორედ ეს არის ქართული დემოკრატიის არსებითი შედეგი.