ინვესტიციების სტაბილურობისადმი რწმენა. ერაყში ომზე რუსეთის ნავთობკომპანიების რეაქცია ერთობ პესიმისტურია. ბევრი შიშობს, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ კოალიციის წევრები საკუთარი კომპანიების სასარგებლოდ გააუქმებენ ძველ კონტრაქტებს.
რუსეთის ნავთობკომპანიების საერთო განწყობილებას კარგად გამოხატავს სახელმწიფო კომპანია "ზარუბნეფტის" ხელმძღვანელის, ნიკოლაი ტოკარევის მიერ გასულ თვეში გაკეთებული პესიმისტური განცხადება: "ცხადია, დავკარგავთ იმას, რაც ერაყში გვაქვს და რაც შეიძლება გვქონოდა. ამერიკელებს ომი იმისთვის არ წამოუწყიათ, რომ ვინმეს გაუყონ რამეო".
გასულ კვირაში რუსეთის უდიდესი ნავთობკომპანიის, "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტი ლეონიდ ფედუნი გაზეთ "კომერსანტ დეილის" ფურცლებზე დაიმუქრა, რომ მისი კომპანია ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც მას კონკურენციას გაუწევს ერაყში დასავლეთი ყურნის ნავთობსაბადოს ექსპლოატაციაში. 1997 წელს ამ საბადოს 23 წლით ათვისების უფლება მოიპოვა კონსორციუმმა, რომელსაც "ლუკოილი" უდგას სათავეში. ამ კონტრაქტის გაუქმების შემთხვევაში "ლუკოილს" მრავალი მილიარდი დოლარის ზარალი შეიძლება მიადგეს.
რუსების შიში პირობითად სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. საქმე ეხება ერაყის აღმშენებლობის პროცესში პოზიციების მოპოვებას; ერაყის ძველი ვალების საკითხს და ძველ კონტრაქტებს ნავთობის სფეროში.
რეიტერის თანახმად, რუსეთს ყველაზე დიდი მოცულობის კონტრაქტები აქვს დადებული ერაყთან. მათგან ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაქტის მოცულობა 7 მილიარდ 800 მილიონ დოლარს უდრის და დღეში მილიონ ორასი ათასი ბარელი ნავთობის წარმოებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, რუსეთი იმედოვნებდა, რომ დამატებით 40 მილიარდამდე დოლარის მოცულობის კონტრაქტების გაფორმებას მოახერხებდა ერაყთან.
მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის წუხილი სცილდება მხოლოდ ამ ქვეყნის ფინანსურ ინტერესებს.
"ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ მიმოხილვაში" გამოქვეყნებულ სტატიაში ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტი ფლორენს ფი წერს: "თუკი შეერთებული შტატები არ აღიარებს ერაყსა და რუსეთს შორის დადებულ შეთანხმებებს, როგორ შეუძლია ვაშინგტონს რუსეთს მოსთხოვოს უცხოური, მათ შორის ამერიკის კომპანიების, კონტრაქტების ხელშეუხებლობის დაცვა? "
ამავე აზრისაა, მაგალითად, ვაშინგტონელი ექსპერტი რობერტ ებელი, რომელმაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან, მაიკლ ლელიველდთან საუბარში კონტრაქტების იურიდიულ მხარეზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, მთავრობები ნავთობით მდიდარ მრავალ სხვა ქვეყანაშიც იცვლება, მაგრამ ეს არაფერს ცვლის გაფორმებული კონტრაქტებისთვის, რომლებიც ხელშეუხებლად ითვლება. ამ წესის დარღვევა საინვესტიციო ატმოსფეროს შეცვლიდა მთელს მსოფლიოში.
მაგრამ საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ ერაყის ოპოზიციის თვალში რუსეთი სახელგატეხილია, ვინაიდან მოსკოვი სადამის რეჟიმთან თანამშრომლობდა და წლების მანძილზე უწევდა მას დახმარებას. მოახდენს თუ არა რუსეთის მიმართ ერაყის ზოგიერთი პოლიტიკური წრის ამგვარი დამოკიდებულება გავლენას საინვესტიციო გარემოზე, ამის თქმა ჯერჯერობით ნაადრევია.