ასეთი ბუნდოვანი ფუნქციური დატვირთვა თავისთავად გულისხმობს, რომ პრეზიდენტის და სახელმწიფო მინისტრის ურთიერთობაში გადამწყვეტია პიროვნული ფაქტორი და, მისგან გამომდინარე, ნდობის ხარისხი.
ია ანთაძე გესაუბრებათ იმ საფრთხესა და პერსპექტივაზე, რასაც სახელმწიფო მინისტრის პოსტი მოიცავს.
კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო მინისტრი მთავრობის რიგითი წევრია; თუმცა, არაოფიციალურად, ეს პოსტი სახელმწიფო იერარქიის მესამე საფეხურად არის მიჩნეული პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ. ამიტომ ამ თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევისა და დანიშვნისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულ პოლიტიკურ მომენტს.
პირველ სახელმწიფო მინისტრს ნიკო ლეკიშვილს მეტი სამეურნეო გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე პოლიტიკური კაპიტალი. ამიტომ, პირველივე პოლიტიკური წნეხის გავლენით, იგი ნებაყოფლობით გადადგა. ნიკო ლეკიშვილი პრეზიდენტის მემკვიდრედ არ მიიჩნეოდა და ზურაბ ჟვანიას გვერდით საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურებოდა.
სულ სხვა ვითარება შეიქმნა სახელმწიფო მინისტრად ვაჟა ლორთქიფანიძის დანიშვნის შემდეგ. პრეზიდენტის მარჯვნივ და მარცხნივ სასწორის პინა გათანაბრდა. დაპირისპირება წარმოიქმნა პარლამენტსა და კანცელარიას შორის. მართალია, კონსტიტუციური წესრიგით, პარლამენტის თავმჯდომარის ძალაუფლება გაცილებით მეტი იყო, მაგრამ, სამთავრობო ბერკეტების გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრი თავს ძალიან მყარად გრძნობდა.
იმ პერიოდში ჟვანია და ლორთქიფანიძე თანაბრად ინარჩუნებდნენ პრეზიდენტისგან მემკვიდრეობის მიღების პერსპექტივას. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოება მათ შანსს აღიქვამდა როგორც თანაბარს. ვაჟა ლორთქიფანიძის მყარი სახელისუფლო პოზიციის დასანგრევად სწორედ სახელმწიფო მინისტრის პოსტი გამოიყენეს. ვერც ერთი სხვა მინისტრი ვერ აიღებდა საკუთარ თავზე იმდენ ვალდებულებას, რამდენიც ვაჟა ლორთქიფანიძეს ააღებინეს, ბუნდოვან საკონსტიტუციო ჩანაწერზე დაყრდნობით. მას დაავალეს აფხაზეთის საკითხზე მუშაობა, ეკონომიკური ბლოკის კოორდინაცია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, საგადასახადო და საბაჟო სამსახურების უშუალო კონტროლი. 1999 წლის ბოლოს, პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრს უფლებამოსილებები გაუზარდა და შესთავაზა ყველა სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია, ძალოვანების გარდა.
მხოლოდ ახლა, წლების შემდეგ ირკვევა, რომ პარლამენტის მიერ კანონმდებლობის შეცვლა არაფერს ნიშნავდა. პრეზიდენტს ბრძანებულებით უნდა გაეზარდა უფლებამოსილებები სახელმწიფო მინისტრისთვის, რადგან, კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო მინისტრი მხოლოდ პრეზიდენტის დავალებებს ასრულებს.
ასე რომ, ვაჟა ლორთქიფანიძის ძალაუფლება, დიდწილად, ილუზორული აღმოჩნდა. მისი დახუნძვლა მოვალეობებით, ფაქტობრივად, ნიშნავდა ამავე პროპორციით მის გაწირვას. იმ დროისათვის, როდესაც ლორთქიფანიძემ პოსტი დატოვა, ბიუჯეტის გარღვევამ 300 მილიონ ლარს მიაღწია.
შემდეგი სახელმწიფო მინისტრი გიორგი არსენიშვილი გამარჯვებული ჟვანიას კანდიდატურა იყო - სუსტი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც პოსტი უნდა დაეკავებინა გარდამავალი პერიოდის შესავსებად. სამომავლოდ კი რეფორმატორები საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავდნენ და ჟვანია პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად ემზადებოდა. პირად საუბრებში არსენიშვილი არ მალავდა, რომ სახელმწიფო მინისტრის ძალაუფლება მთლიანად ბუტაფორული იყო. მისი მინისტრობის პერიოდში ისიც დადასტურდა, რომ ედუარდ შევარდნაძე არ აპირებდა საკუთარი ძალაუფლების გადანაწილებას არც ძლიერ და არც სუსტ სახელმწიფო მინისტრზე.
ჟვანიას გადადგომის შემდეგ სახელისუფლო იერარქიის მეორე პოსტის ფუნქცია დაქვეითდა და სიმძიმემ კანცელარიაში გადაინაცვლა. ამ ვითარებაში ახალ სახელმწიფო მინისტრს კარგი სასტარტო პირობები შეექმნა პრეზიდენტის მემკვიდრეობის მოსაპოვებლად. სწორედ ამიტომ, საპრეზიდენტო კანდიდატებით გაჯერებული პარლამენტი არასოდეს დაამტკიცებდა ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას ამ პოსტზე. ავთანდილ ჯორბენაძემ კი საჭირო ხმები ადვილად მოაგროვა, რადგან მასაც ისეთსავე დროებით ფიგურად აღიქვამდნენ, როგორც არსენიშვილს. ჯორბენაძე ან უნდა შეგუებოდა მასზე არსებულ წარმოდგენებს, ან რეალურ ძალაუფლებაზე უნდა ეზრუნა. პირველ შემთხვევაში იგი კონფლიქტში მოვიდოდა საკუთარ ინტერესებთან, მეორე შემთხვევაში დაუპირისპირდებოდა პრეზიდენტის ინტერესებს.
ვიდრე პოლიტიკური ლიდერები კონსულტაციებს ატარებენ და საქმიან პარტნიორებს ეძებენ, ავთანდილ ჯორბენაძეს აქვს დრო, საკუთარ კარიერაზე იზრუნოს. მას პარლამენტში უკვე ჰყავს უმრავლესობა და ამ უმრავლესობის ლიდერი, ვახტანგ რჩეულიშვილი, პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტზე იწყებს საუბარს. საპასუხოდ, პრესა იხსენებს, რომ შევარდნაძე ძალიან გააბრაზა კანცელარიის რეორგანიზაციის გეგმამ, რომლის მიხედვითაც უშიშროების საბჭო სახელმწიფო მინისტრს უნდა დაქვემდებარებოდა და არა პრეზიდენტს. მიმდინარე პროცესის გაგრძელება, შესაძლოა, შევარდნაძესა და ჯორბენაძეს შორის დაპირისპირება აღმოჩნდეს. სახელმწიფო მინისტრის პოსტი, თავისი მაცდუნებელი ძალაუფლებით, ქართულ სახელისუფლო ინტერიერში მთავარ პოლიტიკურ ხაფანგად შეიძლება შეფასდეს.