ამ გოგონამ წერილით მიმართა საზოგადოებას, მისგან დახმარება ითხოვა და, სანაცვლოდ, უანგარო სამსახური და ერთგულება შესთავაზა. გოგონას ბედს ათასობით ქართველი იზიარებს, ამიტომ ეს კონკრეტული შემთხვევა, შესაძლოა, ბევრისთვის იყოს საინტერესო.
გადაცემას საგულისხმო გაგრძელება მოჰყვა, რის შესახებაც მინდა გესაუბროთ.
ხშირად, როდესაც ადამიანები აუგად იხსენიებენ ხელისუფლებას, საუბრის ბოლოს დაამატებენ ხოლმე: “ჩვენც არ ვვარგივართ”. ამ თვითკრიტიკულ ფრაზაში იგულისხმება საზოგადოება, რომელიც ისეთივე გულგრილია ადამიანების მიმართ, როგორიც ხელისუფლება.
მაგრამ ზოგჯერ ხდება მოვლენები, რომლებიც შეგვახსენებს, უფრო კი – გვიდასტურებს, რომ სათნოება ჩვენი საზოგადოებისთვის, მისი სრულიად უპრეტენზიო წევრებისთვის უცხო არ არის.
31 დეკემბერს ტელეფონით დამიკავშირდა ჩემთვის უცნობი ქალბატონი, რომელმაც მიამბო, რომ ნინოწმინდაში ცხოვრობს და ადგილობრივ სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. მას აინტერესებდა, გამოეხმაურა თუ არა ვინმე გადაცემას სიგარეტის გამყიდველი გოგონას შესახებ. მე ვუპასუხე, რომ ჯერჯერობით ამ გოგონას ბედით არავინ დაინტერესებულა. მაშინ ქალბატონმა მითხრა: სამოცი წლის ვარ და მარტო ვცხოვრობ. დიდი ხანია, ვოცნებობ, რომ ჩემს გვერდით იყოს წესიერი და გულისხმიერი ადამიანი. ეს გოგონაც, ჩემსავით, მარტოობას უჩივის. მე მინდა, იგი შვილად ავიყვანო და ჩემს ჭერთან ერთად, სითბო შევთავაზო. დილით მაღალი წნევა მქონდა, მაგრამ აბები დავლიე და თბილისში გამოვეშურე: მეშინოდა, ვინმეს არ დაესწრო ჩემთვის და არ დამეკარგა საშუალება, რომ გოგონასთვის დახმარება შემეთავაზებინაო.
იმავე დღეს, მოგვიანებით, თავად გოგონა დამიკავშირდა. იგი გაოგნებული იყო ქალბატონის სათნოებით. აღმოჩნდა, რომ ქალბატონმა, რომლის არც სახელი ვიცი და არც გვარი, გოგონას შესთავაზა სახლი თბილისში, მთელი ცხოვრების დანაზოგი თანხა და უთხრა: თუ გსურს, სწავლის გაგრძელებას მოვახმაროთ ეს ფული, თუ არადა, შენთვის სამსახური შევარჩიოთ. ყოველმხრივ დაგეხმარები, შენს გვერდით ვიქნები, სითბოს და ყურადღებას არ მოგაკლებ, სანაცვლოდ კი, მხოლოდ იმას გთხოვ, ნუ მიღალატებო.
სიგარეტის გამყიდველი გოგონას წერილი სწორედ ასეთი ფრაზებით სრულდებოდა: “მინდა, ყველას შეგეხმიანოთ - გამომეხმაურეთ, თუ გაქვთ რაიმე სამუშაო და თუ გჭირდებათ ადამიანი, რომელმაც არ იცის, რა არის სიტყვა “ღალატი”. იქნებ სასიკვდილო მარწუხებიდან იხსნათ სიცოცხლე ადამიანისა, რომელსაც არანაირი სიყვარული არ განუცდია – არც დედის, არც მამის, არც დედმამიშვილის და არც მეგობრის. მასში კი დევს სურვილი, ცოტათი მაინც სჭირდებოდეს და უყვარდეს ვინმეს.”
აი, ამ სიტყვებს გამოეხმაურა ქალბატონი ნინოწმინდიდან. მისმა ყურადღებამ გაჭირვებული ადამიანის მიმართ, მისმა ნდობამ უცნობი გოგონასადმი, უანგარო დახმარების სურვილმა საახალწლოდ ჩვენი მსმენელისთვის მეც ეს საგულისხმო ამბავი შემარჩევინა - ამბავი, რომელსაც ბედნიერი დასასრული აქვს.