და თავისსავე შეკითხვას, მრავალი არგუმენტის დართვით, ამგვარად უპასუხა: “ჩვენ მარტოსულები ვართ მთელი დედამიწის ზურგზე.”
თანამედროვე რუსი ფილოსოფოსები და პოლიტოლოგები ცდილობენ, ახალი რეალობების გათვალისწინებით, უპასუხონ შეკითხვას: სად არის რუსეთის ადგილი დღევანდელ მსოფლიოში?
ჟან ჟაკ რუსოს უთქვამს: კარგი იქნებოდა, პეტრე პირველს რუსეთი რუსებისთვის დაეტოვებინაო. ერთი მხრივ, რეფორმატორ-მეფეს ნამდვილად არ უჩნდებოდა შეკითხვა, სად იყო რუსეთის ადგილი: იგი ძალისხმევას არ იშურებდა და ბევრიც შეძლო იმისათვის, რომ რუსეთი ევროპულ ცივილიზაციას ზიარებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთში პეტრე პირველის დამსახურებად მიიჩნევა, რომ სწორედ იგი მიხვდა: თუ საკუთარ თვითმყოფადობაში ჩაიკეტება, ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერც იმ შემთხვევაში განვითარდება, თუკი სხვად გადაქცევას მოინდომებს.
თანამედროვე რუსი მოაზროვნეები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ვესტერნიზაციის - მით უმეტეს, ევროპაში გაერთიანების - მცდელობას ყოველთვის თან სდევდა ეროვნული იმუნიტეტის გააქტიურება. თავის მხრივ, ევროპასაც, რუსეთის სახით, დამოუკიდებელი და ძლიერი მეზობელი სჭირდება: საკუთარი კულტურული და პოლიტიკური საზღვრების იდენტიფიკაციისთვის და, რაც მთავარია, საერთო ბალანსის შესანარჩუნებლად.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ისტორიკოსი ნიკოლოზ დანილევსკი წერდა, რომ რუსეთი და ევროპა მეტოქეები არიან და ორივეს საკუთარი ინტერესი აქვს, მაგრამ ისინი თავისი არსებობით ერთმანეთს არა მხოლოდ განაპირობებენ, აძლიერებენ კიდეც. ამის შემდეგ, საუკუნის დასაწყისში, დანილევსკი ამბობს ფრაზას, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საუკუნის ბოლოს: რუსეთი და ევროპა ერთმანეთს ჩინური კედლით ვერ გაემიჯნებიან.
ჩინური კედლით არა, მაგრამ რუსეთი ათწლეულების მანძილზე მაინც აღმოჩნდა ევროპისგან გამიჯნული ყრუ კედლით, რომელიც ბოლოს საბჭოთა “პერესტროიკამ” დაანგრია. ევროპამ ძველი საზღვრები დაიბრუნა, რუსეთში კი თავიდან დაიწყო მსჯელობა სახელმწიფოს ადგილზე თანამედროვე მსოფლიოში.
პოლიტოლოგი ალექსანდრ დუგინი წერს, რომ სწორედ ახალი ისტორიული რეალობა უკარნახებს რუსეთს, თავისი ოდინდელი მისია შეასრულოს და ევრაზიის კონტინენტის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. დუგინს მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გაწონასწორება, ერთპოლუსიანი სამყაროს გარდაქმნა ორპოლუსიან სისტემად რუსეთის ამოცანაა, რადგან სწორედ იგი მდებარეობს ევრაზიის კონტინენტის გულისგულ მიწაზე. ამიტომ რუსეთმა უნდა შემოიკრიბოს მიმდებარე ტერიტორიები, მათ შორის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები; იმავდროულად, უნდა მოძებნოს სტრატეგიული პარტნიორები ევრაზიის კონტინენტზე - როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით - და წერტილი დაუსვას ამერიკის ბატონობას მთელ მსოფლიოში. დუგინი წერს, რომ, თუ რუსეთი დააყოვნებს ამ ისტორიული მისიის შესრულებას, სახელმწიფოს ევროპულ ნაწილს ევროპა შეიერთებს, ჩინეთი ჩრდილოეთით გაფართოვდება და რუსეთისგან, ფაქტობრივად, აღარაფერი დარჩება.
რუსეთის სამომავლო განვითარების შესახებ სრულიად საწინააღმდეგო თვალსაზრისს ვხვდებით ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის იგორ იაკოვენკოს ინტერვიუში, რომელიც ჟურნალ “ოგონიოკში” გამოქვეყნდა და რომლის სათაურია: “ასე ხომ წავაგებთ”: “რუსეთი იმპერია იყო ივანე მრისხანის მეფობის პერიოდიდან 1991 წლამდე. იმპერია კი ყოველთვის პოზიტიური პერსპექტივით საზრდოობს: იგი მხოლოდ გამარჯვებებს იმახსოვრებს. ასეთი მითოლოგიაც კი არსებობს, რომ რუსი ხალხი დაუმარცხებელია, რომ რუსეთს მუდამ თავს ესხმოდნენ და ჩვენ კი მხოლოდ თავს ვიცავდით. ოღონდ რატომღაც ისე გამოვიდა, რომ მოსკოვის პატარა მამულმა, თავდაცვითი ომების შედეგად, დროთა განმავლობაში ნახევარი კონტინენტი დაიპყრო...
თუ გვინდა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე ადამიანები რუსულად საუბრობდნენ, ახლა ღრმად უნდა ამოვისუნთქოთ, იმპერიის დამარცხება ვაღიაროთ, რევანშიზმი დავძლიოთ, “დიადი რუსეთის” იდეა დავივიწყოთ და, უბრალოდ, ვიმუშაკოთ”.
ზემოთ განხილული, ერთმანეთისგან განსხვავებული, მოსაზრებების შემდეგ შემოგთავაზებთ თანამედროვე ფილოსოფოსის ბორის მარკოვის პოზიციას. მას რუსეთის ევრაზიულ თავისებურებად მიაჩნია ორი ფაქტორის შეჯერების აუცილებლობა და უნარი: ერთი მხრივ, საერთო განვითარების სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება და, მეორე მხრივ, ნაციონალური ტრადიციების დაცვა და გამრავალფეროვნება, იმავდროულად, ეროვნული წონის მატებაზე განუხრელი ზრუნვა.
სხვათა შორის, ეს ბოლო “რეცეპტი” პოსტსაბჭოთა სივრცის ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც შეუცვლელი და უნიკალურია.