1998 წლის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაზე პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ – ზურაბ ჟვანიამ – პრეზიდენტს საჯაროდ მოსთხოვა პოლიტიკური გუნდის რეალური მონაწილეობა ქვეყნის მართვაში. იმის შემდეგ პარლამენტიც შეიცვალა და მისი თავმჯდომარეც, მთავრობაც არაერთხელ დამტკიცდა, მაგრამ დაპირისპირება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არ აღმოფხვრილა, პირიქით, სულ მეტად და მეტად მწვავდება.
პარლამენტი და მთავრობა, პირველ რიგში, თავისი არსით განსხვავდება ერთმანეთისგან. არა მხოლოდ განსხვავდება, უპირისპირდება კიდეც ერთმანეთს. პარლამენტი არჩევითი ორგანოა. მისი წევრები, რომელთაგან თითოეული საქართველოს მოსახლეობის მიერაა არჩეული, ერთმანეთის თანასწორნი არიან. პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნა და, ამასთან, დემოკრატიული სივრცე, სადაც გადაწყვეტილებები საჯარო განხილვის შემდეგ მიიღება.
როდესაც პარლამენტში არსებობს უმრავლესობა და უმცირესობა, ეს არ ნიშნავს, რომ უმრავლესობის წევრი უმცირესობის წევრს რაიმე ნიშნით აღემატება. უფრო მეტიც, ნებისმიერი ფრაქციის ლიდერი და ნებისმიერი კომიტეტის თავმჯდომარე, თვით პარლამენტის თავმჯდომარეც კი, არსებითად, ზუსტად ისეთივე დეპუტატია, როგორიც ყველა დანარჩენი. ამიტომ საკანონმდებლო ორგანოში ყოველგვარი იერარქია და თანამდებობრივი რანგირება სიმბოლურ ხასიათს ატარებს. იმის მიუხედავად, რომ არსებობს საპარლამენტო თანამდებობები და არსებობენ თანამდებობის პირები, პარლამენტის თითოეული წევრი ხალხის წარმომადგენელია, საკუთარი თავის უფროსია და სხვა უფროსი არ ჰყავს.
სულ სხვაგვარად ორგანიზებული სახელისუფლო სივრცეა მთავრობა. პარლამენტისგან განსხვავებით, იგი მკაცრად იერარქიულია. აღმასრულებელი ხელისუფლების პოსტებზე ადამიანები ინიშნებიან და იხსნებიან. მათ ჰყავთ უფროსები და ხელქვეითები. მათ აქვთ საქმის გაკეთების და გაფუჭების რეალური ბერკეტები. ისინი ფლობენ ძალაუფლებას და, როგორც წესი, ამ ძალაუფლების ტყვეობაში მოქცეულები, კარგავენ თავისუფლებას.
მთავრობის სხდომა და პარლამენტის სხდომა ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. პარლამენტის სხდომაზე “ჰორიზონტალური” წესრიგი სუფევს, მთავრობის სხდომა კი “ვერტიკალურ” წესრიგს ექვემდებარება. აღმასრულებელი, დანიშვნითი ხელისუფლება, თავისი არსით, უფრო ავტორიტარულია, ხოლო საკანონმდებლო, არჩევითი ხელისუფლება – უფრო გახსნილი და თავისუფალი.
კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, მთავრობა ამ პოლიტიკას აღასრულებს, ხოლო პარლამენტი, როგორც ხალხის ნდობით აღჭურვილი უმაღლესი ორგანო, კონტროლს აწესებს მთავრობის მიერ პოლიტიკის აღსრულებაზე.
დღევანდელი მთავრობა უპრეცედენტოდ ერთგვაროვანია იმ თვალსაზრისით, რომ მასში, წინა წლებისგან განსხვავებით, პოლიტიკური ფიგურები აღარ არიან. მაგრამ იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობა დაშალა და მთლიანად მთავრობას დაეყრდნო, აშკარაა მცდელობები, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ცენტრადაც მთავრობა იქცეს და არაოფიციალურად მთელმა ძალაუფლებამ თავი მთავრობაში მოიყაროს. ასეთი მცდელობა არღვევს კონსტიტუციურ წესრიგს, რადგან პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი ქვეყნის მოსახლეობისთვის. რაც მთავარია, თითოეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც აისახება კანონში, დადგენილებაში, მიმართვასა თუ განცხადებაში, უნდა მიიღებოდეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ საჯარო განხილვის შემდეგ. ხოლო აღმასრულებელ ვერტიკალში მიღებული და ამავე ვერტიკალის მიერ შესრულებელი გადაწყვეტილებები თავისი შინაარსით აპოლიტიკურია და ნაკლებად გამჭვირვალეც არის. აღმასრულებელი ხელისუფების მკაცრი იერარქია აუცილებელია მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობისთვის. პარლამენტში არსებული თანასწორობა კი პოლიტიკის გამჭვირვალებას უზრუნველყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარემ – ნინო ბურჯანაძემ – ბოლოხანს არაერთხელ აღიარა, რომ დღევანდელი პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს: იგი უარს ამბობს შეაფასოს მთავრობის საქმიანობა ბიუჯეტის შესრულების კუთხით; მას არ შეუძლია მიიღოს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და შემდეგ გააკონტროლოს ამ გადაწყვეტილებების შესრულება მთავრობის მიერ.
პარლამენტის თავმჯდომარის ამ აღიარების შემდეგ ცხადი ხდება, რომ პოლიტიკური პროცესი, რომელსაც საჯარო სახე უნდა ჰქონდეს, რომელიც ღია სივრცეში უნდა მიმდინარეობდეს, სინამდვილეში, კანცელარიის დახურულ კაბინეტებშია გადატანილი. სწორედ იქ წყდება, შეიქმნება თუ ვერა საპარლამენტო უმრავლესობა, შეფასდება თუ არა საბიუჯეტო პროცესი, ვინ სად დაინიშნება ან არ დაინიშნება... დღეს ეს საკითხები წყდება არა თანასწორთა კამათის გზით, არამედ, თანამდებობრივი იერარქიის საფუძველზე. ასე რომ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ძალაუფლების ბალანსი აშკარად დარღვეულია. ქვეყანაში არსებულ პრობლემებს შორის ეს ყველაზე მთავარი პოლიტიკური პრობლემაა.