28 ნოემბერს გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნდა ინტერვიუ ვახტანგ რჩეულიშვილთან, რომელსაც რეალურად მიაჩნია, თავად გახდეს ახალი უმრავლესობის ლიდერი.
თუმცა, უკვე ერთ წელიწადზე მეტია, ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბების ყოველი მცდელობა უშედეგოდ მთავრდება. შეიცვალა თუ არა ვითარება პრინციპულად ავთანდილ ჯორბენაძისა და ვახტანგ რჩეულიშვილის პოლიტიკური მეგობრობის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ?
სჯერა თუ არა თავად ვახტანგ რჩეულიშვილს, რომ პარლამენტში ახალი უმრავლესობა შეიქმნება? ერთი მხრივ, მას არაერთხელ განუცხადებია, რომ ახალი უმრავლესობა უკვე არსებობს. მეორე მხრივ, “ალიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში სოციალისტების ლიდერი უცნაურ განმარტებას იძლევა: “სპიკერობაზე ვერაფერს ვიტყვი, უმრავლესობის ლიდერობა კი, შესაძლოა, რეალური იყოს. მაგრამ ეს არ იქნება უმრავლესობა, რომელსაც შეეძლება ორგანული კანონების მიღება.”ამ განმარტების უცნაურობა ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ნიშნავს 118 პარლამენტარის გაერთიანებას ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური ძალის ირგვლივ. ორგანული კანონის მიღებას კი სწორედ იგივე 118 ხმა, ანუ უმრავლესობის პოლიტიკური ნება სჭირდება. კონსტიტუციური წესრიგის თანახმად, არ არსებობს უმრავლესობა, რომელსაც არ შეეძლოს ორგანული კანონის მიღება. მეორე მხრივ, თუ პოლიტიკურ ჯგუფს არ შესწევს ძალა, ორგანული კანონი მიიღოს, ესე იგი, იგი ვერ აკონტროლებს 118 პულტს, ანუ არ წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობას.
ის, რაც არა და არ მოხერხდა გასული ერთი წლის განმავლობაში, ალბათ, ვერც მომავალი ერთი წლის მანძილზე მოხერხდება. დღევანდელი პარლამენტი მეტისმეტად ფრაგმენტირებულია, 15 ფრაქციად არის დაყოფილი და ამ ფრაქციების ლიდერები კარგა ხანია ხედავენ, რომ ავთანდილ ჯორბენაძესა და ვახტანგ რჩეულიშვილს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა. ამიტომ მათი ურთიერთობის გასაჯაროება პარლამენტში ძალთა განლაგებას პრინციპულად ვერ შეცვლის. სინამდვილეში, უმრავლესობის ჩამოყალიბების პერსპექტივა სულ სხვა ფაქტორს უკავშირდება. ეს არის მაღალი საარჩევნო ბარიერი, რომელიც პარტიების უმრავლესობას პარლამენტისკენ მიმავალ გზას უღობავს. ჯერჯერობით უცნობია, საარჩევნო სუბიექტები გამსხვილების გზას დაადგებიან თუ ბარიერის დაწევისთვის იბრძოლებენ. უმრავლესობის ჩამოყალიბებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა, თუ სახელისუფლო პარტია დიდი საარჩევნო ბლოკის შექმნას გადაწყვეტს და შედარებით სუსტ პარტიებს “ორთქლმავლობას” დაჰპირდება. მაგრამ ჯერ თავად მოქალაქეთა კავშირის ლიდერებმა უნდა აწონ-დაწონონ, რა პოზიცია აძლევთ ხელს ბარიერთან დაკავშირებით. თუკი პარლამენტში ახალი უმრავლესობა მაინც ჩამოყალიბდა, ეს სწორედ იმის მაუწყებელი იქნება, რომ საარჩევნო ბარიერი მომავალ არჩევნებში ხელუხლებლად შენარჩუნდება.