მეორე მხრივ, პრეზიდენტის ირგვლივ არსებულ სახელისუფლო სივრცეში პოლიტიკური ვაკუუმია, რაც საეჭვოს ხდის საკონსტიტუციო ვადის დაცვის შესაძლებლობას და ბადებს შეკითხვას: მიაღწევს კი ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის სტატუსით 2005 წლის გაზაფხულამდე?
14 ნოემბერს “ახალ თაობაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი ასეთ თვალსაზრისს გამოთქვამს: “ხელისუფლებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, იგი ვიღაცამ უნდა შეავსოს. შევარდნაძეს კიდევ დარჩა დასარიგებელი კანფეტები. ამიტომ, სრულიად გასაგებია, რომ ვიღაც იკავებს სივრცეს მის ირგვლივ. შევარდნაძემ ვერ შეირგო ჟვანია და ჰყავს მამალაძე.”
პრეზიდენტის ირგვლივ არსებული პოლიტიკური სივრცის საკითხი არსებითად მაშინ დაისვა, როდესაც ტრაგიკულად გარდაიცვალა ნუგზარ საჯაია. მანამდე, მრავალი წლის განმავლობაში, ედუარდ შევარდნაძის ირგვლივ პოლიტიკურ სივრცეს ავსებდა, ერთი მხრივ, საპარალამენტო უმრავლსობა, რომელსაც ზურაბ ჟვანია აკონტროლებდა და, მეორე მხრივ, სახელმწიფო კანცელარია, ნუგზარ საჯაიას ფაქტობრივი ხელმძღვანელობით.
ის ფაქტი, რომ ედუარდ შევარდნაძემ უარი თქვა საპარლამენტო უმრავლესობაზე, ჯერ კიდევ არ ნიშნავდა პრეზიდენტის ირგვლივ არსებული პოლიტიკური სივრცის დაცარიელებას. ვიდრე ნუგზარ საჯაიას კომპეტენცია და ერთგულება პრეზიდენტის მიმართ ეჭვს არ იწვევდა, ედუარდ შევარდნაძე, როგორც ქვეყნის პირველი პირი, პოლიტიკურად მეტ-ნაკლებად დაცული იყო.
მაგრამ როგორც კი პრეზიდენტს ბოლო საყრდენი გამოეცალა, მის მთავარ პრობლემად პოლიტიკურ სივრცეში მოულოდნელად წარმოქმნილი ვაკუუმის შევსება გადაიქცა. საკითხავი იყო, ვინ შეავსებდა ასე უცნაურად გამოთავისუფლებულ სივრცეს პრეზიდენტის ირგვლივ? ამ კითხვაზე პასუხის მოძებნას ორი ფაქტორი ართულებდა. ერთი მხრივ, ბუნდოვანი იყო მოტივი, რის გამოც შევარდნაძემ ნებაყოფლობით თქვა უარი საპარლამენტო უმრავლესობაზე. მეორე მხრივ, ბუნდოვანი იყო მოტივი, რის გამოც თავი მოიკლა უშიშროების საბჭოს მდივანმა. ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის პოლიტიკური დაცულობის ერთ-ერთ უმთავრეს გარანტად იყო მიჩნეული, თავად აღმოჩნდა დაუცველი.
ამის შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ ედუარდ შევარდნაძის ირგვლივ გამოთავისუფლებულ სივრცეს, ყველაზე მტკივნეულ და მგრძნობიარე სივრცეს ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტისთვის, უსათუოდ შეავსებდა ის, ვინც უზრუნველყო პოლიტიკური ვაკუუმის შექმნა.
როდესაც უშიშროების საბჭოს მდივნად თედო ჯაფარიძე დაინიშნა, ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს კვლავინდებურად გარანტირებული აქვს. მაგრამ შეძლებდა თუ ვერა თედო ჯაფარიძე, თავისი წინამორბედის მსგავსად, ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური დაცულობის გარანტად ჩამოყალიბებულიყო? ამ კითხვაზე სავარაუდო პასუხიც უარყოფითი იყო და დღეს უკვე ცხადია, რომ უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივანი ნუგზარ საჯაიას ფუნქციას ვერ ან არ ასრულებს.
ნუ ვიტყვით, რომ შევარდნაძე იმდენად გამოცდილი და შორსმჭვრეტელია, იმდენად უკეთ ფლობს პოლიტიკური ჭადრაკის ხელოვნებას თავის ოპონენტებთან შედარებით, რომ პოლიტიკურ საყრდენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს; რომ მისთვის სულერთია, ვინ შეავსებს პოლიტიკურ ვაკუუმს პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაში. პოლიტიკური სიბრძნე და გამჭრიახობა სწორედ იმისთვის არის საჭირო, რომ ეს სივრცე სწორად შეივსოს.
დღეს საზოგადოებისთვის და პოლიტიკური სპექტრისთვისაც ნათელია, ვინ არის ის ფიგურა, ვისაც ამჟამად ეყრდნობა საქართველოს პრეზიდენტი, ვინ არის სახელმწიფო კანცელარიის და სახელისუფლო პარტიის ლიდერი. ოღონდ, ძნელი სათქმელია, თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, რომ პრეზიდენტის ირგვლივ წარმოქმნილი პოლიტიკური ვაკუუმი მაინცდამაინც ავთანდილ ჯორბენაძეს უნდა შეევსო, თუ ეს პროცესი თანდათან განვითარდა ჯორბენაძის პირადი ინიციატივის საფუძველზე.
ახლა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, ეს საყრდენი გაუძლებს თუ ვერა მზარდ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წნეხს და უზრუნველყოფს თუ ვერა შევარდნაძის პრეზიდენტობას 2005 წლის გაზაფხულამდე. პოლიტიკური ლიდერები ავთანდილ ჯორბენაძის იმპიჩმენტს ითხოვენ, თუმცა, ცხადია, მათ ხელს აძლევს სწორედ ასეთი სუსტი პოლიტიკური ფიგურა პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაში. ვაკუუმი, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ირგვლივ ჯერ ჟვანიას და შემდეგ საჯაიას დაკარგვით წარმოიქმნა, ფაქტობრივად, დღემდე შეუვსებელ სივრცედ რჩება. ეს რეალობა უქმნის კარგ პერსპექტივას პოლიტიკურ ოპონენტებს და, იმავდროულად, ეს რეალობა უქმნის უკიდურეს საფრთხეს ედუარდ შევარდნაძეს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს.