იმ ვითარებაში, როდესაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ ჰყავს მყარი უმრავლესობა, ნინო ბურჯანაძის ფუნქცია განისაზღვრება სხვადასხვა ფრაქციის პოზიციათა შეჯერებით და პრეზიდენტთან შუამავლობით.
ასეთი ნეიტრალური და მშვიდი პოზიცია ტოვებს ფსიქოლოგიურ სივრცეს იმისათვის, რომ ფაქტობრივი საპარლამენტო ლიდერის ფუნქცია სხვამ იტვირთოს.
ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჟვანიასგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებად არის ორიენტირებული პრეზიდენტზე და გაცილებით მეტად ორიენტირებულია პარლამენტზე. იგი თავის სამომავლო პოლიტიკურ კარიერას სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მიღწეულ წარმატებებს უკავშირებს. ამ მიზნის შესაბამისად, ნინო ბურჯანაძე ცდილობს, გააძლიეროს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და ხელი შეუწყოს მისი როლის გაზრდას ხელისუფლებაში.
ბურჯანაძის სპიკერობით საერთო კმაყოფილების ფონზე, უკვე გასული წლის ბოლოს ერთი ტენდენცია გამოიკვეთა: მაშინ, როდესაც პარლამენტის ახალი თავმჯდომარე პოლიტიკური პროცესის წარმართვაში არ ჩარეულა; მაშინ, როდესაც მთავრობის სტურქტურისა და ძალოვანი მინისტრების დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია არც ჟვანიას და არც სააკაშვილს; მაშინ, როდესაც სხდომათა დარბაზში პირველი რიგი – მოქალაქეთა კავშირის ყოფილი ლიდერების სავარძლები - ცარიელი იყო, პარლამენტში ახალი ლიდერი გამოჩნდა. იგი ცდილობდა, გადამწყვეტი სიტყვა ეთქვა სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით, გავლენა მოეხდინა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. იგი პერმანენტულად შეახსენებდა კოლეგებს, რომ პრეზიდენტის მორჩილი უმრავლესობა აღარ არსებობს და არ არის საჭირო, პარლამენტმა ინერციით შეასრულოს შევარდნაძის დაუსაბუთებელი სურვილები.
ჩვენს მსმენელს შევახსენებ ორ წინადადებას, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ გაისმა რადიო “თავისუფლების” ეთერში: ”ვიდრე საპარლამენტო სივრცეს პატრონი გამოუჩნდება, ლიდერის მანტიის მორგებას ენერგიულად ცდილობს დავით სალარიძე. სწორედ ეს არის ნინო ბურჯანაძის სპიკერობის პირველი რეალური შედეგი” .
მიმდინარე კვირის სამშაბათს, როდესაც პარლამენტმა საკუთარი სახე დაკარგა და უმართავი გახდა, მიკროფონთან მივიდა დავით სალარიძე და კოლეგებს “სეფე სიტყვით” მიმართა: ვინც კაცები ხართ, ახლავე კინოდარბაზში გიწვევთ სასაუბროდო. ასეც მოხდა, სხდომათა დარბაზში ვითარება განიმუხტა და მსჯელობა კინოდარბაზში გაგრძელდა.
დღეს უკვე დარწმუნებით შეიძლება იმ ვარაუდის გამოთქმა, რომ რამდენჯერაც ნინო ბურჯანაძე სისუსტეს გამოიჩენს, რამდენჯერაც ვერ შეძლებს ვითარების მართვას, იმდენჯერ დავით სალარიძე შეეცდება ფაქტობრივი ლიდერის ფუნქციის შესრულებას. საზოგადოებას, შესაძლოა, დაავიწყდა, მაგრამ დავით სალარიძეს შესანიშნავად ახსოვს, რომ ბოლო არჩევნების წინ პარლამენტის თავმჯდომარეობას სწორედ მას უწინასწარმეტყველებდნენ.