რაგინდ კარგი და პოპულარული იყოს პრეზიდენტი, რაგინდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს მოსახლეობის მხრიდან, ორი და სამი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში ვერ იქნება. პოლიტიკური პარტიებიც ხელისუფლებაში არიან მხოლოდ მანამ, ვიდრე მათ ქვეყნის მოსახლეობა ენდობა. პარტიების შიგნითაც მუდმივი განახლების პროცესი მიმდინარეობს. არჩევნების შედეგებს პირდაპირ უკავშირდება მთავრობის ან კაბინეტის ფორმირება. ის ფაქტი, რომ ადამიანები მიჯაჭვულნი არ არიან ხელისუფლებაზე, თავად ხელისუფლებასაც ადამიანურ სახეს ანიჭებს.
დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფალმა - პრეზიდენტიდან დაწყებული, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და, ხშირად, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლით დასრულებული - ყოველთვის წინასწარ იცის, რომ იგი თავის თანამდებობას დროებით იკავებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ უსათუოდ მოუხდება მისი დატოვება. ეს ცოდნა ადამიანს, რაგინდ მაღალი თანამდებობის პირიც უნდა იყოს დღეს, შინაგანად აიძულებს, შეინარჩუნოს თავისი ადამიანური ფუნქცია. ყველაზე გამოკვეთილად ეს ტენდენცია ჩანს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მაგალითზე. ისინი ბევრი რამით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს თავიანთი ადამიანური სახით.
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს ქართველ ხელისუფალს - პრეზიდენტიდან დაწყებული, ნებისმიერი საშუალო თანამდებობის პირით დასრულებული – თანამდებობის დაკარგვაა. დღეს მთელი საქართველო შიშით ელოდება, დათმობს თუ ვერა ედუარდ შევარდნაძე ქვეყნის პირველი პირის სავარძელს ოცდაათწლიანი მმართველობის შემდეგ. მისი გარემოცვისთვისაც შევარდნაძის პრეზიდენტობა თანამდებობის და კეთილდღეობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტიაა. გადაყენებული ოდიოზური მინისტრები – ზუბიტაშვილი, კვირაია, გულუა, ინჯია, თარგამაძე და სხვებიც - დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვიდრე შევარდნაძე ქვეყნის პრეზიდენტია, მათი მინისტრობა ხელშეუვალია. ამას ხმამაღლაც აცხადებდნენ.
იმის გამო, რომ საქართველოში თანამდებობის პირები უსაშველოდ ეჭიდებიან თავიანთ სავარძლებს და კაბინეტებს, თავიანთ გავლენას და კეთილდღეობას, მათ მთლიანად დაკარგული აქვთ ჩვეულებრივი ადამიანური ფუნქცია. დასავლეთის ქვეყნების წაბაძვით, რამდენჯერმე სცადეს, ქართული საზოგადოებისთვის ედუარდ შევარდნაძე თავისი ადამიანური სახით წარედგინათ. ამისათვის ფილმებიც გადაიღეს, ინტერვიუებიც მოამზადეს, მათ შორის, პრეზიდენტის ოჯახის წევრმა, მისმა შვილიშვილმა. ყველა მცდელობა მარცხისთვის განწირული აღმოჩნდა და ამის განსაზღვრა წინასწარვე შეიძლებოდა. ედუარდ შევარდნაძეს საკუთარ თავში აქვს დაკარგული ადამიანური ფუნქცია, ამიტომ, შეკვეთით თუ დაკვეთით, ამის აღმოჩენა და წარმოჩენა შეუძლებელია.
საქართველოს ხელისუფლებაში ყოფილა შემთხვევა, რომ მინისტრად ან სახელმწიფო კანცელარიის მაღალი თანამდებობის პირად დაუნიშნავთ ადამიანი, რომელსაც არც ნომენკლატურული წარსული აქვს, არც კორუფციული იმიჯი და საზოგადოებრივი ავტორიტეტითაც სარგებლობს, ინტელექტიდან და ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე. შედეგად კი ყოველთვის ის მიგვიღია, რომ თანამდებობას კი არ შეუძენია ადამიანური სახე, არამედ ადამიანი გადაქცეულა თანამდებობის პირად და თავისი პირვანდელი სახე დაუკარგავს. ეს სამწუხარო მოვლენა იწვევს არა მხოლოდ ხელისუფლების გაუცხოებას საზოგადოებისგან, არამედ – ხელისუფლების წევრების გაუცხოებას თავიანთი ადამიანური არსისგან. როგორც კი საზოგადოებრივი ფუნქცია ტოტალურად ნთქავს პიროვნებას, თავის გადასარჩენად იგი იძულებული ხდება, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩაეჭიდოს ახალ როლს, ახალ დანიშნულებას, დავუშვათ, ამგვარს – მუდმივად იყოს პრეზიდენტის გუნდის წევრი.
საქართველოში მიღებულია, რომ პრეზიდენტი ან პარლამენტარი, ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირი, თავისი თანამდებობის შესატყვისად უნდა ცხოვრობდეს. არა მხოლოდ მინისტრის საკადრისი სახლი და აგარაკი ჰქონდეს, დასვენება და კეთილდღეობა, ჰალსტუხი და ფეხსაცმელი, არამედ – მეგობრებიც მინისტრობის შესაფერისი უნდა ჰყავდეს და ღონისძიებებსაც თანამდებობების შესაფერს ესწრებოდეს – თეატრალურ პრემიერებს და განსაკუთრებულ საგასტროლო წარმოდგენებს. დადიან თუ არა ჩვენი მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები კინოში? დადიან თუ არა სტუმრად ბავშვობის მეგობრებთან? აკითხავენ თუ არა შვილებს სკოლაში და ესაუბრებიან თუ არა მათ მასწავლებლებს? იზიარებენ თუ არა მეზობლების ლხინს და ჭირს? თუ მუდმივად შთანთქმულები არიან საკუთარი საზოგადოებრივი ფუნქციით – მინისტრობით, პარლამენტარობით, დეპარტამენტის თუ სამმართველოს უფროსობით, შევარდნაძის გუნდის წევრობით? საქართველოში ადამიანების - მათ შორის, თანამდებობის პირების - ცხოვრება ხელისგულზე დევს. ადამიანური სახის დათმობა და ფუნქციად გადაქცევა იწვევს სკამებზე ჩაბღაუჭებას და მისგან გამომდინარე მავნე შედეგებს როგორც საზოგადოებისთვის, ისე ხელისუფლებისთვის.