ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი. სწორედ რჩეულიშვილი იგულისხმებოდა იმ თემატური უმრავლესობის ლიდერადაც, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში დგებოდა და, კვირის ბოლოს - არშემდგარი - უბრალოდ და უმტკივნეულოდ დაიშალა. მაგრამ ქართული პოლიტიკის ეს ახალი ტერმინი საკუთარ თავში რამდენიმე შეკითხვას და ბუნდოვანებას მოიცავს. და, იმის მიუხედავად, რომ თემატური საპარლამენტო უმრავლესობა არ შედგა, ბუნდოვანება მაინც დარჩა.
რას ნიშნავს თემატური საპარლამენტო უმრავლესობა?
იმის შემდეგ, რაც პარლამენტში უმრავლესობა მცირერიცხოვან ფრაქციებად დანაწევრდა, სერიოზულ საკითხებზე ერთიანი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გართულდა. მიმდინარე კვირაში გაჩნდა პრეცედენტი, რომ პარლამენტში, სოციალისტების ინიციატივით, ფრაქციების ნაწილი დაჯგუფდა არა ამა თუ იმ კანონპროექტის ირგვლივ, არამედ – თემატური ნიშნით. თემა – საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები იყო, ხოლო ამ თემასთან დაკავშირებული კონკრეტული გადაწყვეტილება – რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში წარსაგზავნი დელეგაციის და მისი ხელმძღვანელის არჩევა.
ერთი შეხედვით, ახალი არაფერი მომხდარა: პარლამენტში გაგრძელდა ბრძოლა სხვადასხვა ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც ისედაც მიმდინარეობს ბოლო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით, 11 სექტემბრიდან. მაგრამ სიახლე მაინც იყო და თან - მნიშვნელოვანი: ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის თემასთან დაკავშირებით პარლამენტში გაჩნდა ახალი უმრავლესობა, რომელიც შემოიკრიბა სახელმწიფო მინისტრის - ავთანდილ ჯორბენაძის – ირგვლივ. ახალ, თემატურ, უმრავლესობაში დასახელდნენ სახელმწიფო კანცელარიის დასაყრდენი ფრაქციები, ასლან აბაშიძის მხარდამჭერი ძალები, მრეწველები, ფრაქციები - “აფხაზეთი” და “ახალი აფხაზეთი”. ცხადია, უმრავლესობის პოლიტიკური ცენტრი გადიოდა სოციალისტების ფრაქციაზე და მის ლიდერზე.
საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი რუსეთთან დათმობითი პოლიტიკის მომხრეა. იგი თვითონ უწოდებს საკუთარ თავს და პარტიას “პრორუსულ” ძალას და იმ პოლიტიკურ შეტყობინებებს ამკვიდრებს, რომლებიც ხშირად ჟღერს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით.
ამიტომ გამოდიოდა, რომ საქარველოს პარლამენტს თავის წარმომადგენლად და დელეგაციის ხელმძღვანელად რუსეთში უნდა გაეგზავნა ადამიანი, რომელიც დათმობითი პოლიტიკის მომხრეა. იმავდროულად, პარლამენტს ბოლოხანს მიღებული აქვს რამდენიმე დადგენილება და განცხადება, რომლებშიც მწვავედ აფასებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. პარლამენტი დადგებოდა იმ რეალობის წინაშე, რომ მისი უმრავლესობა ერთ პოზიციას გამოხატავს, მისივე დადგენილებები კი სულ სხვა სულისკვეთებას ასახავს.
მაგრამ მიმდინარე კვირის მთავარი პოლიტიკური გაუგებრობა ამით არ ამოიწურებოდა. თუკი შეიკვრებოდა თემატური უმრავლესობა, ცხადია, იგი მართლაც გააერთიანებდა სახელმწიფო კანცელარიის დასაყრდენ პარტიებს, ბათუმური ბლოკის დარჩენილ ნაწილს და სოციალისტებს. ყველაზე დიდ გაუგებრობას იწვევდა ამ უმრავლესობის ბურჯად სახელმწიფო მინისტრის – ავთანდილ ჯორბენაძის დასახელება. გამოდიოდა, რომ, რუსეთის მიმართ დასავლეთის მკაცრი პოზიციის მიუხდავად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლამის მთელი ევროპის ერთიანი ძალისხმევის იგნორირებით, ავთანდილ ჯორბენაძე პრორუსულ უმრავლესობას კრავდა პარლამენტში. ამ შემთხვევაში, ჩნდებოდა ერთადერთი შეკითხვა: კი მაგრამ, სად დგას საქართველოს პრეზიდენტი? თავისი სახელმწიფო მინისტრის გვერდით თუ მისი მხარდამჭერი დასავლეთის პოლიტიკური ლიდერების გვერდით? ეს შეკითხვა თითქმის მთელი კვირის განმავლობაში დამოკლეს მახვილივით ეკიდა ქართული პოლიტიკის თავზე. პარლამენტში ღია ბრძოლა მიმდინარეობდა, ახალი უმრავლესობა სახელმწიფო კანცელარიის თანხმობის გარეშე ვერ ჩამოყალიბდებოდა. კანცელარიის როლი და კვალი ამ ბრძოლაში აშკარად ჩანდა, თუნდაც ვახტანგ რჩეულიშვილის, ვიტალი ხაზარაძის, თამაზ ტყემალაძის და სხვების საჯარო გამოსვლებში; პრეზიდენტი კი არსად ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი ახალი, თემატური, უმრავლესობის ჩამოყალიბებას მხარს უჭერდა. და, აი, ბრძოლის სულ ბოლო ეტაპზე, პარასკევს, როგორც იქნა, პრეზიდენტი არა, მაგრამ მისი პოლიტიკური ნება გამოჩნდა: ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერმა ფრაქციებმა უკან დაიხიეს, ვახტანგ რჩეულიშვილის გეგმებს ერთბაშად დაუსვეს წერტილი და დელეგაციის ხელმძღვანელად პარლამენტის თავმჯდომარე – ნინო ბურჯანაძე აირჩიეს.
ახლა ცხადია, საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის მიერვე მიღებული დადგენილებების და განცხადებების სულისკვეთებას რუსეთის სათათბიროშიც დაიცავს. ოღონდ კითხვის ნიშანი ნამდვილად რჩება იმ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოოდ, ვის გვერდით აღმოჩნდა სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე – ედუარდ შევარდნაძის თუ ვახტანგ რჩეულიშვილის?