სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ედუარდ შევარდნაძეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი – კახა თარგამაძე სტუმრობდა. ამ დღის შემდეგ ყოფილი მინისტრის გვარი პრესაში არაერთხელ გამოჩნდა.
“წარმოუდგენლად ძნელი, უმძიმესი ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ, რომ კატასტროფის მდგომარეობიდან კრიზისის მდგომარეობაში გადავიდეს,” – ეს სიტყვები კახა თარგამაძემ წარმოთქვა პარლამენტში, 2000 წლის მაისში, მინისტრად დამტკიცების წინ.
დაახლოებით მსგავს თვალსაზრისს გამოთქვამდა1994 წელს გია ჭანტურია, ხოლო 1998 წლიდან - ზურაბ ჟვანია. ბოლოს, ბევრისთვის მოულოდნელად, კატასტროფის საფრთხეზე და წარმოუდგენლად მძიმე ნაბიჯების აუცილებლობაზე თავად კახა თარგამაძე ალაპარაკდა. პრეზიდენტი კი მშვიდად უსმენდა ერთსაც, მეორესაც და მესამესაც და საგანგებო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობდა.
როდესაც 2001 წლის ნოემბრის საპროტესტო გამოსვლებს კახა თარგამაძისა და ზურაბ ჟვანიას გადადგომა მოჰყვა, საზოგადოებამ ერთხმად აღიარა, რომ პრეზიდენტმა პოლიტიკური ჭადრაკის მორიგი პარტია მოიგო. მან ერთბაშად ჩამოიშორა ერთმანეთის სერიოზული კონკურენტები: ძლიერი პარტიული ლიდერი - ჟვანია და ძლიერი სახელისუფლო ლიდერი - თარგამაძე.
კულუარული ვერსიით, ბოლოხანს პრეზიდენტი ხშირად აქებს კახა თარგამაძეს საკუთარ გარემოცვაში და, თითქოს, სინანულსაც გამოთქვამს მისი გადადგომის გამო. პოლიციის ყოფილი მინისტრი ედუარდ შევარდნაძემ ჟურნალისტებსაც შეუქო ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე. გახსენებად ღირს, რომ ჯერ კიდევ 12 აგვისტოს “ახალ თაობაში” გამოქვეყნდა კრიტიკული სტატია კობა ნარჩემაშვილზე და ამ სტატიაში ძალუმად იგრძნობოდა “რკინის კაცის” მონატრება. ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, გაჩნდა ეჭვი, რომ შევარდნაძე კახა თარგამაძის დაბრუნებას აპირებს რომელიმე სერიოზულ თანამდებობაზე. მეორე მხრივ, ვინც შევარდნაძისეულ მართვის ტექნოლოგიას იცნობს, იგი პრეზიდენტის ამგვარ განზრახვას ადვილად არ დაიჯერებს. მეტისმეტად გაძლიერებული და შემდეგ ძლივს გადაყენებული პოლიციის მინისტრის ამა თუ იმ თანამდებობაზე დაბრუნება თარგამაძის წინაშე შევარდნაძის კაპიტულაციას ნიშნავს, რასაც პრეზიდენტი საკუთარი ნებით არ დაუშვებს. თუ კახა თარგამაძე მართლაც მიიღებს რომელიმე სერიოზულ თანამდებობას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რუსეთის მორიგი მოთხოვნაა - “იტარასა” და პანკისის ოპერაციასთან ერთად. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ნიშნავდა შევარდნაძე ძალოვან მინისტრებს რუსეთის შეკვეთით 1992-95 წლებში. არ არის გამორიცხული, თარგამაძის დანიშვნა რუსეთის ულტიმატუმის ნაწილი იყოს. რისთვის სჭირდება რუსეთს თარგამაძე? ამ კითხვაზე ბევრი პასუხი არსებობს, მათ შორის, საკმაოდ ორიგინალურიც: ყოფილი მინისტრის ხელისუფლებაში დაბრუნებას პოლიტიკური სპექტრი არ შეეგუება. შესაძლოა, სხვა ფაქტორებთან ერთად, თარგამაძის დანიშვნამაც შეუწყოს ხელი საპროტესტო ტალღის აგორებას და დესტაბილიზაციას, რასაც რუსეთის ხელისუფლება მოუთმენლად ელის.