პარტნიორები არიან; საქართველოს პრობლემები გადაიჭრება მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ერთობლივი ზრუნვის შემთხვევაში.
ეს თვალსაზრისი ერთგვარი გაგრძელებაა “ჯვრის კონცეფციისა”, რომლის ავტორობას სოციალისტები გასულ წლებში იჩემებდნენ.
ია ანთაძე გესაუბრებათ ვახტანგ რჩეულიშვილის ახალი პოლიტიკური “მესიჯის” შესახებ.
ქართველი სოციალისტების ლიდერი პოლიტიკური ლოზუნგებისა და შეტყობინებების დიდოსტატია. ჯერ კიდევ 1998 წლის გაზაფხულზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, სწორედ ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა პარლამენტის სხდომაზე, რომ საქართველოში ორი პოლიტიკური ცენტრი არსებობს – თბილისის და ბათუმის. შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული, მაგრამ სარისკო “მესიჯი”, რომლის “გახმოვანება” ვაჟკაცურად ითავა სოციალისტების ლიდერმა.
შემდეგი პოლიტიკური შეტყობინება, რომლის დამკვიდრებას ვახტანგ რჩეულიშვილი შეეცადა, იყო ეგრეთ წოდებული “ჯვრის კონცეფცია”. ეს მცდელობა საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ახალი კონცეფცია მოსკოველი პოლიტოლოგის ალექსანდრე ჭაჭიას იდეოლოგიის პირმშოს ჰგავდა და სოციალისტების მხრიდან მისი ავტორობის დაჩემება არადამაჯერებლად ჟღერდა. “ჯვრის კონცეფციის” თანახმად, საქართველომ ერთდროულად უნდა შეასრულოს ორი საერთაშორისო ფუნქცია: იგი უნდა იყოს დერეფანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და, იმავდროულად, უნდა იქცეს ხიდად ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. რაკიღა ორივე შემთხვევაში საქართველოს ფუნქცია ენერგომატარებლების ტრანზიტს უკავშირდებოდა, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ “დერეფნისა” და “ხიდის” უკან სწორედ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები ეჯახებოდა ერთმანეთს, კონცეფცია კი უტოპიური იყო.
ამავე კონცეფციის გაგრძელებაა სოციალისტების ლიდერის ახალი პოლიტიკური “მესიჯი” იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან; და რომ ამ ორმა ქვეყანამ საქართველოზე ერთად უნდა იზრუნოს.
რუსეთის პოლიტიკურ წრეებში ეს თვალსაზრისი პოპულარულია. 29 აგვისტოს სააგენტო “პრაიმ-ნიუსმა” გაავრცელა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ვიცესპიკერის – ირინა ხაკამადას – ოფიციალური შეთავაზება რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიმართ. ციტატა: “პუტინი და შევარდნაძე პირისპირ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და ორმხრივი ურთიერთობები განიხილონ. ხოლო შემდგომი კონსულტაციები უკვე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის მონაწილეობით უნდა გაგრძელდეს”.
არის თუ არა შესაძლებელი საქართველოს ირგვლივ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების შეთავსება? საფიქრებელია, რომ არა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოს დაბომბვა არ დასჭირდებოდა. რუსეთის მხრიდან ძალადობა სწორედ მის სუსტ პოზიციაზე მეტყველებს. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის გამო, თეთრი სახლის პრესსამსახურის განცადებაში ერთმნიშვნელოვნად არის დაგმობილი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა. ამ განცხადებამ რუსეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია, რადგან მიიჩნიეს, რომ ამერიკა შევარდნაძეს უპირობოდ უჭერს მხარს, სანაცვლოდ კი სთხოვს, რუსეთი აგრესორის როლში ჩააყენოს.
ვახტანგ რჩეულიშვილის პოლიტიკური შეტყობინება, რომ რუსეთი და ამერიკა საქართველოზე ერთად იზრუნებენ, რუსეთის მხრიდან მხოლოდ ნაწილობრივ დასტურდება, ხოლო ამერიკის მხრიდან საერთოდ არ დასტურდება. დასავლეთის პოზიცია ასეთია: ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენ თავად მოაგვაროთ საკუთარი პრობლემები. რუსეთი კი დღემდე დარწმუნებულია და შევარდნაძესაც არწმუნებს, რომ საქართველო თავის პრობლემებს რუსეთის გარეშე ვერ მოაგვარებს.
ეს რეალობა არ ნიშნავს, რომ ვახტანგ რჩეულიშვილის ახალი პოლიტიკური “მესიჯი” გულუბრყვილო ადამიანების შექმნილია. ჩანს, რომ კვალს რუსეთში მივყავართ, ოღონდ, მიზანი ბუნდოვანია. არ არის გამორიცხული, რუსეთ-ამერიკის ერთობლივი ზრუნვის იდეაც “ჯვრის კონცეფციასავით” ჩაიკარგოს მძაფრი მოვლენების ნაკადში.