თუკი პარლამენტი და პრეზიდენტი, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება მეტი პატივისცემით არ მოეპყრობიან ერთმანეთის გადაწყვეტილებებს. ასეთ საფრთხეზე საუბარი შესაძლებელი გახდა იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაუფარავად გაემიჯნა პარლამენტის მწვავე დადგენილებას რუსეთის აგრესიის საპასუხო ღონისძიებების შესახებ.
გესაუბრებით საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის ურთიერთობის პრობლემებზე.
საქართველოს პარლამენტის მიერ რუსეთისთვის უსიამოვნო და მწვავე დადგენილების მიღების შემდეგ, საინტერესო თვალსაზრისი გამოაქვეყნა კარნეგის ფონდის ექსპერტმა, რუსმა პოლიტოლოგმა ალექსეი მალაშენკომ: “ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტი ნაწილობრივ გულწრფელია, ნაწილობრივ კი საკუთარ თამაშშია ჩართული. ყველას ესმის, რომ შევარდნაძე რუსეთთან ურთიერთობას უკიდურესად ვერ გაამწვავებს და ვერც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოიყვანს ქვეყანას. მაგრამ, სწორედ ამგვარი პოზიციის გამო, პარლამენტს შევარდნაძე კუთხეში ჰყავს მიმწყვდეული. პრეზიდენტი რაც მეტს დაუთმობს რუსეთს, მით მეტად დაკარგავს ავტორიტეტს ქართული საზოგადოების თვალში. ავტორიტეტი კი ახლა შევარდნაძისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ახლო მომავლის რუსულ-ქართული ურთიერთობები დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, როგორი ბალანსი ჩამოყალიბდება პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის.
ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს, თუმცა, რამდენიმე პირობით. ერთი პირობა – რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაა, ლამის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე. მაგრამ შევარდნაძე ამაზე ვერ წავა. მეორე მხრივ, პრეზიდენტს არ უნდა პარლამენტთან წააგოს ბრძოლა ქართული ნაციონალიზმის ფრონტზე. თორემ მარტო შევარდნაძეზე რომ იყოს დამოკიდებული, იგი გაცილებით ფრთხილ დიპლომატიურ თამაშს ამჯობინებდა” (“სტრანა.რუ”-სთვის მიცემული ინტერვიუდან).
რუსი პოლიტოლოგი პარლამენტის პოზიციას აფასებს, როგორც ერთიანს. ქართულმა საზოგადოებამ კი მშვენივრად იცის, რომ ამ დადგენილებას საპარლამენტო დეპუტაციის მხოლოდ ერთმა ნაწილმა დაუჭირა მხარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტი მართლაც ორმხრივ ცეცხლშია მოყოლილი, ცალკე რუსეთის და ცალკე – ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების პოზიცია და ადგილი გაცილებით ადვილი განსასაზღვრი აღმოჩნდება.
საამშემთხვევოდ, პოლიტიკური სპექტრი მკაფიოდ იყოფა სამ ნაწილად. პირველი – პროდასავლური ორიენტაციის პარტიები, რომლებმაც პარლამენტში ხმა მისცეს რუსეთისთვის უსიამოვნო და მწვავე დადგენილებას; მეორე – პრორუსული ორიენტაციის პარტიები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს; მესამე – ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერი პარტიები, რომლებიც, პრეზიდენტთან ერთად, ორმაგი დარტყმის ქვეშ არიან მოქცეული.
საქართველოსთვის უკიდურესად გამწვავებულ ვითარებაში ვერც პოლიტიკოსები და ვერც პოლიტიკის ექსპერტები ვერ ხვდებიან, რას აპირებს ედუარდ შევარდნაძე. მას, მართლაც, ერთდროულად სჭირდება შეუთავსებლის შეთავსება: ერთი მხრივ, პრეზიდენტმა მტკიცე პოზიცია უნდა გამოხატოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და თავისი ავტორიტეტის გასამყარებლად გამოიყენოს ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა; მეორე მხრივ, ედუარდ შევარდნაძისთვის უპირობოდ აუცილებელია პუტინის გულის მოლბობა საშემოდგომოდ დაგეგმილი დესტაბილიზაციის წინ, რაკიღა საფიქრებელია და ნაწილობრივ, ცნობილიცაა, რომ რუსეთი საქართველოში ვითარების არევით სერიოზულად არის დაინტერესებული.
ამ ორჭოფული მდგომარეობის გამო, დღემდე გაუგებარი და შეუფასებელია: რატომ არ მისცეს ხმა დადგენილებას პრეზიდენტის მომხრე პარტიებმა – იმის გამო, რომ არ უნდოდათ ანტირუსული ინიციატივის დათმობა ოპოზიციური პარტიებისთვის, თუ, პირიქით, იმის გამო, რომ არ უნდოდათ რუსეთის განაწყენება. ამგვარადვე ბურუსითაა მოცული პანკისის ანტიკრიმინალური ოპერაციის რეალური არსი. ედუარდ შევარდნაძემ შინაგანი ჯარი პანკისის ხეობაში იმის გამო შეიყვანა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაეშალა, თუ იმისათვის, რომ რეალურად მოეშალა შეიარაღებული ჩეჩნების ბაზა და ამით პუტინისთვის ერთგვარი საჩუქარი მოემზადებინა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტის ქმედებები შეიძლება შევაფასოთ როგორც პოტენციურად მისაღები პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალებისთვის და, იმავდროულად, პოტენციურად მისაღები პრორუსული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალებისთვისაც. ოღონდ პრეზიდენტის ნაბიჯები ორმხრივად მისაღები იმის გამო კი არ არის, რომ პროდასავლური და პრორუსული ძალების ინტერესები ემთხვევა; პირიქით – მათ შორის ამ ეტაპზე საერთო არაფერია. უბრალოდ, გაუგებარია თავად ედუარდ შევარდნაძის ქმედებების მოტივები და, შესაბამისად, სავარაუდო შედეგები. ვიდრე დღეს მიმდინარე პროცესი ერთიანი ტენდენციის სახეს არ მიიღებს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, საით მოძრაობს ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი – ჩრდილოურ თუ დასავლურ ვექტორზე.