ძალაუფლების მატებას და ავტორიტეტის კლებას კი ბუნებრივად მივყავართ ხელისუფლების კრიმინალიზაციამდე.
ხელისუფლების განხორციელება ძალაუფლების გარეშე შეუძლებელია. ფაქტობრივად, ძალაუფლება არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფორმა, რომელიც ერთ სოციალურ სეგმენტს საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინოს მეორეზე. სადაც ხელისუფლება ძლიერია, იქ იგი თავად განსაზღვრავს საზოგადოების ცხოვრების წესს. სადაც ხელისუფლება სუსტია, იქ ძალაუფლებას ხელში სხვა სოციალური ჯგუფები იღებენ და ეს პროცესი საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა “მხედრიონის” ზეობის ჟამს.
სახელისუფლო ძალაუფლებას ლეგალურად აქვს მინიჭებული უფლება, დააწესოს საზოგადოების წევრების თანაცხოვრების წესი და, როცა საჭიროა, ამ წესის დაცვისთვის იძულებასაც მიმართოს. საზოგადოების მართვა, ზოგადად, ხორციელდება ორი გზით: ძალადობის გარეშე, ან ძალადობის გამოყენებით. ეს, ძირითადად, დამოკიდებულია იმ ფაქტორზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას ავტორიტეტი და ნდობა საზოგადოების მხრიდან. ხელისუფლების ავტორიტეტი თავისთავად გულისხმობს მის მიერ დამყარებული წესრიგის და მის მიერვე მიღებული კანონების ნებაყოფლობით დაცვას საზოგადოების მხრივ.
მაგრამ ავტორიტეტი ჩნება მაშინ, როდესაც ხელისუფლების საქმიანობა შეესაბამება საზოგადოების და მისი წევრების ინტერესებს. ამისათვის კი საჭიროა, სახელისუფლო ინსტიტუტები საქმიანობდნენ კანონების შესაბამისად, კანონმდებლობის სულისკვეთება კი სამართლიანობის დამყარებას ემსახურებოდეს.
რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, საკამათო არ არის. კანონმდებლობა ტენდენციურია, უმრავლეს შემთხვევაში კი კანონი საერთოდ არ სრულდება. ხელისუფლებას სამართლიანობა არ აინტერესებს და თავად არის ყოველგვარი უსამართლობის და კანონდარღვევის სათავე. ამიტომაც, ხელისუფლება ყოველ წელიწადს შემართებით იწყებს კორუფციასთან ბრძოლას, რომელსაც, ყოველ წელიწადს, სამარცხვინოდ აგებს.
ამ რეალობაში, როდესაც ხელისუფლებას არ შეიძლება გააჩნდეს და არც გააჩნია რაიმე ავტორიტეტი, ძალაუფლების განხორციელებისთვის რჩება ერთი გზა: ძალადობა. ამჯერად ჭიდილი მიდის სწორედ იმის გასარკვევად, ხელისუფლება შეინარჩუნებს ძალაუფლებას ძალის გამოყენებით თუ დაკარგავს მას ავტორიტეტის დაკარგვასთან ერთად. ამ პრობლემის გადაწვეტა არის დღევანდელი პოლიტიკური პროცესის არსი, ხელისუფლებისა და პოლიტიკური ოპოზიციის დავის საგანი. ამიტომაც არის, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიცია ერთიანდება სწორედ იმ ლოზუნგით, რომ არ დაუშვან ხელისუფლების კრიმინალიზაცია. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ცდილობს, თავიდან მოიპოვოს ავტორიტეტის თუნდაც ნაგლეჯი. ალბათ, ამ მცდელობით უნდა ავხსნათ სახელიმწიფო მინისტრის შემხვედრი ნაბიჯები თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივების მიმართ. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლებისა და ავტორიტეტის კონფლიქტი გაცილებით კომპლექსურია და, თითქმის, მოუგვარებლადაც გამოიყურება.