რადგან სპექტრი ერთიანად აჭრილი და არეული იყო. ახლა, როდესაც პროცესი ნელ-ნელა იწმინდება და თითოეული პოლიტიკური ძალა მკაფიოდ გამოკვეთს თავის ადგილს და პოლიტიკურ არჩევანს, “ახლების” პოზიცია მთელი სპექტრისთვის და საზოგადოებისთვისაც ერთგვარ გამოწვევად აღიქმება.
“ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური რებუსი პარტიის სამომავლო ამოცანებს უკავშირდება.
თავის დროზე, მოქალაქეთა კავშირის “ძველი” და “ახალი” სახეების გამიჯვნის მიზეზად ის უთანხმოება იქცა, რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, წარმოიქმნა დავით გამყრელიძესა და ზურაბ ჟვანიას შორის. პრესის ვერსიით, პრობლემის არსი გამომდინარეობდა სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან: “ახალმა სახეებმა” ბევრი იღვაწეს ვაჟა ლორთქიფანიძის წინააღმდეგ, ვიდრე იგი სახელმწიფო მინისტრი იყო, გათავისუფლებულ პოსტზე კი ზურაბ ჟვანიამ დავით გამყრელიძეს, თავისივე გუნდის წევრს, მხარი არ დაუჭირა. ძველი ამბების გახსენება კარგად განმარტავს იმ პროცესს, რომელიც დღეს ვითარდება “ახლების” ირგვლივ. რატომ არ დათანხმდა ზურაბ ჟვანია გამყრელიძის გაძლიერებას სახელმწიფო მინისტრის პოსტით, თუკი თავად გამყრელიძე ჟვანიას და მის გუნდს აძლიერებდა როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური რესურსით? კონფლიქტის უკიდურესად გამწვავების შემდეგ განსაკუთრებული გამჭრიახობა აღარ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს გაუჩნდა ეჭვი, რას აფინანსებდა დავით გამყრელიძე – ჟვანიას მომავალ პრეზიდენტობას თუ საკუთარს? შესაბამისად, გაჩნდა ვერსია, რომ მოქალაქეთა კავშირისგან გამიჯნული “ახალი მემარჯვენეები” სიამოვნებით ჩაანაცვლებდნენ რეფორმატორებს შევარდნაძის კარზე. პოლიტიკურმა პროცესმა ეს ვერსია დიდწილად დაადასტურა.
დღეს “ახალი მემარჯვენეები” პოლიტიკური კარიერის ძალიან სარისკო ეტაპზე იმყოფებიან, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამჟამად პარტიული სპექტრი მკაფიოდ იყოფა ორ ბანაკად, რომლებსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ “მამებისა” და “შვილების” ბანაკი, ან – “ძველებისა” და “ახლების” ბანაკი. ცხადია, ასაკი გადამწყვეტი არ არის, გადამწყვეტია ორიენტაცია – ერთი მხრივ, წარსულის უცვლელად შენარჩუნებაზე; მეორე მხრივ – სამომავლო ცვლილებებზე. არსებობს საფრთხე, რომ ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მისი დღევანდელი თანამებრძოლები შეეცდებიან არსებული სისტემა უცვლელ მდგომარეობაში შეინარჩუნონ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე. ამიტომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მკაფიოდ უჭერენ მხარს ცვლილებებს, ერთ ბანაკს ქმნიან, მათ პირისპირ კი ბუნებრივად ერთიანდებიან ის ძალები, რომლებსაც ხელს აძლევს არსებული სისტემის შენარჩუნება. ეს რეალობა, ერთი მხრივ, რთულია, მეორე მხრივ კი – უაღრესად მარტივი. აქ პოლიტიკური დემაგოგია აღარ გაჭრის, თითოეულმა პარტიამ მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს თავისი ადგილი და ამ ადგილიდან სცადოს სამომავლო მიზნების განხორციელება. ჯერჯერობით არ ჩანს, სად აღმოჩნდებიან “ახალი მემარჯვენეები” – “შვილების” თუ “მამების” ბანაკში. “მამების” ბანაკისკენ მათ იზიდავს სახელისუფლო ბერკეტები მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ და დიდია ალბათობა იმისა, რომ ავთანდილ ჯორბენაძის წასვლის შემდეგ პრეზიდენტის ირგვლივ სივრცე სწორედ “ახლებისთვის” გათავისუფლდება. “შვილების” ბანაკისკენ კი “ახლებს” იზიდავს რეალობის განცდა; ფიქრი იმაზე, რომ ედუარდ შევარდნაძე არ არის უკვდავი და 2005 წლის შემდეგ პოლიტიკის სადავეებს, შესაძლოა, სწორედ “შვილების” ბანაკი დაეუფლოს.
არის ერთი ფაქტორი, რომელიც “ახალი მემარჯვენეების” ლიდერს – დავით გამყრელიძეს განიზიდავს “შვილების” ბანაკიდან. მას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ ლიდერობის პოლიტიკური ამბიცია. ახალი თაობის პოლიტიკოსებს შორის, სულ მცირე, ორი გამოკვეთილი ლიდერია – ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი. შესაძლოა, დავით გამყრელიძე უფრო მკაფიოდ ხედავდეს საკუთარ ფუნქციას “მამების” ბანაკში, ვიდრე ჟვანიასა და სააკაშვილის გვერდით. მეორე მხრივ, გამყრელიძეს, თავისი მხარდაჭერით, შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ჟვანია-სააკაშვილის შიდა დაპირისპირებაში. ვისაც გამყრელიძე აღიარებს პირველ ლიდერად, მისი შანსები, ოპონენტთან შედარებით, საგრძნობლად გაიზრდება.
ასე რომ, “ახალი მემარჯვენეები” მრავალმხრივი არჩევანის წინაშე დგანან; თუმცა, ჯერჯერობით, მათი პოზიცია საკმაოდ ორჭოფულია, რაც პარტიის იმიჯს სერიოზულად ვნებს. დარჩება თუ არა “ახლების” ბანაკი “ახლების” გარეშე? ეს კითხვა ოდნავ ცინიკურად ჟღერს, მაგრამ მის პასუხზე დიდწილად იქნება დამოკიდებული პოლიტიკური პროცესის მომავალი.