2018 წლის თებერვალში თბილისის მერიამ დაამტკიცა თბილისში დასარგავი ხე-მცენარეების სია. მცენარეები შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო თბილისის ლანდშაფტსა და კლიმატთან. სიაში გამოყოფილი იყო 38 პრიორიტეტული მცენარე. სია მოიცავდა ასევე 36 რეკომენდებულ სახეობას. 2018 წლის მაისში რუსთაველის გამზირზე მერიამ ფართომასშტაბიანი გამწვანების ღონისძიებები წამოიწყო. დაირგო 800-მდე ხე და ბუჩქი, რომელთა უმეტესობა 2 თვის წინ დამტკიცებულ სიაში არ გვხვდება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1