Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა ქუთაისში კომენდანტის საათის დროს?


პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან გუშინ მოხდა.
პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ​ქუთაისში კომენდანტის საათის დროს მომხდარი დაპირისპირების გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე მუხლით დაიწყო - პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლა.

პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან, ნიკეას ქუჩაზე, გუშინ, საღამოს 9 საათზე მოხდა.

ირაკლიმ პოლიციელებს უთხრა, რომ გამოეწერათ ჯარიმა, ამის გაგონებაზე, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღი მიადო, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ამიტომ მეზობლებიც ჩავერიეთ და მოხდა შეხლა-შემოხლა...


„პოლიცია ყოველ საღამოს დადის შემოვლაზე, მუდმივად გვაკონტროლებენ. ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ, აქ მცხოვრები რამდენიმე ადამიანი ადრე ნასამართლებია ან პირობითი მსჯავრი აქვს და, ალბათ, ჰგონიათ, რომ ჩვენ საფრთხის შემცველები ვართ. გუშინაც აგრესიით მოვიდა პოლიცია. ეს ძალიან მოქმედებს აქაურებზე“, - უყვება რადიო თავისუფლებას კორპუსის მცხოვრები კახა კაცაძე, რომელიც გუშინდელ ინციდენტს შეესწრო.

ქალაქის პოლიციის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს პოლიციელებმა სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ის კი არ დაემორჩილა სამართალდამცველებს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ და დაკავებისას მეზობლების დახმარებით წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას.

„ირაკლიმ პოლიციელებს უთხრა, რომ გამოეწერათ ჯარიმა, ამის გაგონებაზე, ერთ-ერთმა პოლიციელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და იარაღი მიადო, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ამიტომ მეზობლებიც ჩავერიეთ და მოხდა შეხლა-შემოხლა“, - უყვება რადიო თავისუფლებას ინციდენტში მონაწილე 17 წლის გოგონა, რომელსაც დაკაწრული აქვს სახე და ხელები. გოგონას დაზიანებული სხეულის ფოტოები რამდენიმე სატელევიზიო არხმაც გაავრცელა. დაზიანებული სხეულის ფოტოებს აქვეყნებს პოლიციაც.

გამოძიების დაწყების შესახებ ოფიციალურ განცხადებას უწყებამ თან დაურთო 2 ფოტო, სადაც დაშავებული მამაკაცის ხელებია აღბეჭდილი. პოლიცია ამ გამოსახულებას იმის მტკიცებულებად იყენებს, რომ მუნიციპალურ კორპუსთან პოლიციელები დაშავდნენ.

“ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა”, - წერია შსს-ის განცხადებაში.

ქუთაისის მუნიციპალურ საცხოვრებელ კორპუსში 85 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილი, ვინც გუშინდელ ინციდენტს შეესწრო ან მონაწილეობდა მასში, ადასტურებს, რომ მეზობელს, რომელიც პოლიციის მცდელობის მიუხედავად არ არის დაკავებული, გამოესარჩლნენ. თუმცა მოქალაქეები აცხადებენ იმასაც, რომ ჩხუბისას პოლიციელებმა უფლება-მოვალეობას გადააჭარბეს, იგინებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც მეზობლის გამოსარჩლება სცადა.

XS
SM
MD
LG