Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არჩევნების შედეგების მოლოდინში - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 ნოემბერს


წითელი და ლურჯი შტატები: ხმების დათვლა გრძელდება

აშშ-ში ამ დრომდე ითვლიან საარჩევნო კოლეგიის ხმებს, რომლის შედეგადაც გაირკვევა ვინ გახდება პრეზიიდენტი, დონალდ ტრამპი თუ ჯო ბაიდენი.

ნევადის შტატმა მიზეზის დაუსახელებლად გამოაცხადა, რომ 5 ნოემბრამდე წყვეტს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების დათვლას.

შტატმა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეტოქის, დემოკრატ ჯო ბაიდენის შანსებს შორის სხვაობა ძალზე მცირეა, გამოაცხადა, რომ ხმების დათვლის დასამთავრებლად ჯერ აუცილებელია არჩევნების დღესა და მის შემდეგ ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ოპოზიციის აქციები თბილისსა და ბათუმში

საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციამ საოლქო კომისიებთან აქციების სერია მოაწყო, რასაც პოლიციასთან არაერთი დაპირისპირება და დაკავება მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები დააკავეს ისანში საოლქო კომისიასთანა, სადაც რამდენიმე დაპირისპირება მოხდა პოლიციასთან.

გუშინ საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან აქციაზე დააკავეს სამი აქტივისტი. როგორც „მოქალაქეების" მაჟორიტარი კანდიდატი საბურთალოს ოლქში ალექსანდრე ელისაშვილმა თქვა, ერთ-ერთი დაკავებული მისი მხარდამჭერი შალვა კარელიძეა. ელისაშვილი ცდილობდა მისი პარტიის წარმომადგენლის საჩივრის განხილვაზე დასწრებას, რისი უფლებაც, როგორც თავად ამბობს, მას პოლიციამ უკანონოდ არ მისცა.

ყველაზე დაძაბული კი ბათუმში გამართული აქცია აღმოჩნდა, სადაც სამართალდამცველებთან დაპირისპირების შედეგად ახლოს მდებარე კომერციული ფართის შუშები ჩაიმსხვრა. არიან დაშავებულები.

ოპოზიციის პროტესტის პარალელურად გუშინ განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვას საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი ყველა პირი ესწრება.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

გუშინ კორონავირუსის გამოვლენილმა შემთხვევებმა ერთ დღეში პირველად გადააჭარბა 2200-ს. აქედან 989 თბილისიდან იყო.

გუშინ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა:

  • დამცავი ნიღბის გამოყენება სავალდებულო გახდა ღია სივრცეშიც.
  • საქართველოს მასშტაბით, რესტორნები და კაფეები 22:00 საათამდე იმუშავებენ. დღემდე ეს შეზღუდვა ვრცელდებოდა თბილისზე, მცხეთაზე ბათუმსა და იმერეთის რეგიონზე.
  • 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ლარი დოლართან 4 თეთრით გაუფასურდა

ლარი დოლართან 4,21 თეთრით, ევროსთან კი 4,56 თეთრით გაუფასურდა. ლარის პოზიტიურ დინამიკაზე გავლენა ვერ იქონია ეროვნული ბანკის მიერ ორი დღის წინ გაყიდულმა 60-მა მილიონმა დოლარმა.

დღეიდან ლარის გაცვლის ოფიციალური კურსი ასეთია:

  • 1 დოლარი - 3,3409 ლარი;
  • 1 ევრო - 3,9042 ლარი.

ლარი დოლარისა და ევროს გარდა, სხვა 40-მდე ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის - ლირასთან. 1 თურქული ლირა ხვალიდან 39,27 თეთრი ეღირება.

"გარეჯი საქართველოა!" - კარტოგრაფების საქმე არჩევნების შემდეგ

“გარეჯი საქართველოა” ეწერა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი სატელევიზიო არხის პირდაპირ ეთერს 31 ოქტომბერს, მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში. ამ სლოგანს 2012 წელსაც, აქციებზე იყენებდნენ საინიციატივო ჯგუფი "დავიბრუნოთ დავით გარეჯი" და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები".

"ქართული ოცნების" წევრები გარეჯის თემაზე საუბრისთვის ძირითადად ტელეკომპანია იმედს სტუმრობდნენ და ამ თემაზე ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამის განმთავსებელიც ფეისბუქზე, ტელევიზიის სარეკლამო ანგარიშია.

არასამთავრობო ორგანიზაციები საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ ხაზგასმით ამბობდნენ, რომ საქმე პოლიტიკურია, დასავლურ პრესაში კი დაიწერა სტატიები, სადაც საუბრობდნენ გავლენაზე, რომელიც ამ საქმეს შეიძლება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

წაიკითხე მეტი ნასტასია არაბულის სტატიაში.

სასწრაფოსა და პაციენტების რიგები საავადმყოფოებთან, ექთანი პალატის მეზობლად და არჩევნები პანდემიის დროს - კორონავირუსით ინფიცირებული ეკა მიქელაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რა ბარიერებს შეეჩეხა ჰოსპიტალიზაციის დროს და რა გარემო დახვდა საავადმყოფოში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG