Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლულია უკრაინელ სეპარატისტთა ლიდერი ზახარჩენკო


ალექსანდრ ზახარჩენკო ცენტრში
ალექსანდრ ზახარჩენკო ცენტრში

31 აგვისტოს, უკრაინის ქალაქ დონეცკის ერთ-ერთ კაფეში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა ალექსანდრ ზახარჩენკო, დონეცკის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ლიდერი.

ცნობა დაადასტურა სეპარატისტების ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კიევმა გადაწყვიტა „სისხლიან ბრძოლაში“ ჩაერთოს.

დონეცკის ახალი ამბების სააგენტო მის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, რომ ზახარჩენკო ქალაქის ცენტრში მდებარე კაფეში დაიღუპა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაფე „სეპარში“ დაიჭრა კიდევ ერთი სეპარატისტი, ალექსანდრ ტიმოფეევი.

მოსკოვმა აფეთქებაში მყისიერად კიევი დაადანაშაულა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კიევმა გადაწყვიტა „სისხლიან ბრძოლაში“ ჩაერთოს.

2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა კონფლიქტს კიევის ძალებს და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილებს აკონტროლებენ.

ზახარჩენკო გამოდიოდა ახალი სახელმწიფოს, „მალორასიას“ დაარსების იდეით, რომელსაც მთელი უკრაინა უნდა მოეცვა და რომლის დედაქალაქიც დონეცკი უნდა ყოფილიყო.

მოსკოვი უარყოფს ცნობებს, რომ ის სეპარასიტებს იარაღით ამარაგებს, მიუხედავად კიევის და ნატოს განცხადებებისა, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

2014 წლის სექტემბერში და 2015 წლის თებერვალში მიღებული მინსკის შეთანხმებების ფარგლებში რამდენჯერმე გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ამ ზომების შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

რუსეთმა 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა.

აშშ და ევროკავშირი აკრიტიკებენ რუსეთის ნაბიჯებს, მათ მოსკოვს საპასუხო ზომად სანქციები დააკისრეს.

ზახარჩენკო 1976 წელს დონეცკში დაიბადა. ის 2014 წლის 4 ნოემბერს დაამტკიცეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელად.

ერთ დროს ზახარჩენკო გამოდიოდა ახალი სახელმწიფოს, „მალოროსიას“ დაარსების იდეით, რომელსაც მთელი უკრაინა უნდა მოეცვა და რომლის დედაქალაქიც დონეცკი უნდა ყოფილიყო.

თუმცა 2017 წლის აგვისტოში ზახარჩენკომ ეს გეგმა უკუაგდო - თქვა, მას ბევრი ოპონენტი გამოუჩნდაო, მას შემდეგ, რაც გეგმა დაგმეს კიევმა და დასავლეთმა და მას არც კრემლმა დაუჭირა მხარი.

XS
SM
MD
LG