შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა ცნობილია
შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და იგი იდენტიფიცირებულია. მიუხედავად ამისა, უწყება მედიასა და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.
გუშინ ზუგდიდში იმყოფებოდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. მან შეხვედრა გამართა სამხედრო პოლიციის შენობაში.
პარალელურად განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტროც. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასხმისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანის მიმართ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მხრიდან ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება, რის გამოც, სამხედრო პირი გეგმავს მიმართოს სასამართლოს.
ამ თემაზე ყველა სიახლე წაიკითხე აქ.
კორონავირუსის გავრცელება საქართველოში
დღეს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომის შემდეგ გაკეთდება განცხადებები ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
ამ დრომდე კი საქართველოში კორონავირუსის 17 463 მოქმედი შემთხვევაა. აქედან 1928 ინფიცირებული კვირას გამოვლინდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 201-ია.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- თენგიზ ცერცვაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველომ COVID-თან ბრძოლაში კრახი განიცადა, ეს ტყუილია
- NCDC: ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს
ლუკაშენკას მიმართ ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ულტმატუმის ვადა ამოიწურა
25 ოქტომბერს ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს საპროტესტო აქციების დარბევა ლიდაში, ბრესტსა და გროდნოში. დარბევის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მინსკში კი საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყეს ხალხის დაკავება.
ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გამოაქვეყნა გაფრთხილება არასანქცირებულ დემონსტრაციებში მოქალაქეთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ.
25 ოქტომბერს შუაღამით ამოიწურა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის თაობაზე ოპოზიციის მიერ დათქმული ვადა. ოპოზიციის თქმით, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა ემუქრება.
ინფიცირებულების დიდ ნაწილს არ სჭირდება ჰოსპიტალიზება - ინტერვიუ ექიმ ნანა გეგეჭკორთან
ნანა გეგეჭკორს, ქართველ ექიმს ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლიდან, რადიო თავისუფლება პირველად 2020 წლის გაზაფხულზე, აპრილის თვეში ესაუბრა. მაშინ კოვიდ-19-ით ინფიცირებულების მკურნალობის გამოცდილება შეუდარებლად მწირი იყო.
კლინიკა, სადაც ნანა მუშაობს, ყველაზე მძიმე პაციენტებს იღებდა ვირუსის გამოჩენის დღიდან, ნანა კი ექიმების იმ პირველ ნაკადში იყო, ვინც ამ ახალ დაავადებასთან ბრძოლაში თავიდანვე ჩაება. ნანა ამბობს, რომ დღეს საქართველო მარტის ნიუ-იორკს ჰგავს და მხოლოდ ახლა იწყებს კორონავირუსის ახლოდან გაცნობას.
„ვირუსის ბუნება ასეთია - თუკი პრევენცია სათანადო არ არის, ის ამ სისწრაფით ვრცელდება. სისტემამ უნდა დაასწროს მას და არა უკან მისდიოს“, - ამბობს ნანა გეგეჭკორი რადიო თავისუფლებს ჟურნალისტ ნასტასია არაბულთან ინტერვიუში. ის საუბრობს იმაზე, თუ რა აქვს გასათვალისწინებელი საქართველოს ვირუსის პიკში. წაიკითხე მეტი აქ.
ბათუმელი, კოვიდინფიცირებული ეთერ ბახტაძე ასაკის, თანდაყოლილი ჰიპერტონიისა და არითმიის გამო, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რისკის ჯგუფს მიაკუთვნეს. მაგრამ, 81 წლის ქალი რვა დღეში განიკურნა და შინ დაბრუნდა.