Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეი თუ არა გეი: რუსეთის მედიისთვის საკითხავი ეს არის მხოლოდ


რუსლან ბოშიროვი (მარცხნივ) და ალექსანდრ პეტროვი RT-ის გადაცემაში.
რუსლან ბოშიროვი (მარცხნივ) და ალექსანდრ პეტროვი RT-ის გადაცემაში.

რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინასებულ ტელეკომპანია RT-ში გასულ გახმაურებული ინტერვიუს შემდეგ სკრიპალის მოწამლაში ეჭვმიტანილი ორი პირი რუსეთის სახელმწიფო მედიამ ჰომოსექსუალებად შერაცხა.

„აი ასე ერთობოდნენ ისინი სოლსბერიში“, - ქილიკობს სოციალური ქსელი ფეისბუკი.

„ისინი მოხდენილად გამოიყურებიან, როგორც შემიძლია ვიმსჯელო, მოკლე წვერით და ლამაზი ვარცხნილობით“, - ეს უკვე ტვიტერიდანაა.

ლონდონი აცხადებს, რომ ბოშიროვი და პეტროვი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები არიან.

"ერთად ცხოვრება სახალისო და იოლია, ეს ნორმალურია“, - განმარტავს რუსლან ბოშიროვი, თითქოს თავს იცავდეს გავრცელებული მოსაზრებისგან, რომ ის და „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში მეორე ეჭვმიტანილი ალექსანდრ პეტროვი ერთ საწოლში ცხოვრობდნენ მარტში, ინგლისში ყოფნის დროს.

ტელეკომპანია RT-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც 12 სექტემბერს ჩაიწერა ეს უცნაური ინტერვიუ, ირონიულ ღიმილს ვერ იკავებდა.

„აბა მაშინ, რა გაკავშირებთან ერთმანეთთან“? - შეეკითხა იგი ორ მამაკაცს, რომლებიც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ ლონდონის ბრალდებების შემდეგ. ამ ბრალდებიბის მიხედვით, ისინი არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, რომლებმაც განახორციელეს ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

მაგრამ მას შემდეგ, რაც მამაკაცებმა უარი თქვეს პასუხზე და ითხოვეს, რომ მათი პირადი ცხოვრების დეტალებზე ყურადრება არ მიექცია, მარგარიტა სიმონიანმა დასძინა: „ამაზე არ არის საჭირო თავის მართლება. ერთადგილიანი საწოლი გქონდათ თუ ორადგილიანი - ეს მსოფლიოს ახლა ყველაზე ნაკლებ აღელვებს“.

საშიში მკვლელების ნაცვლად - მორცხვი გეები.
"ზავტრა"

მაგრამ პატრუქი უკვე აალდა და მომდევნო საათებში რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი მედია დროს არ კარგავდა, რომ გაევრცელებინა ხმები მათ სექსუალურ ორიენტაციაზე და ამით დაპირისპირებოდა იდეას, რომ ისინი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები.

ზოგიერთები ცდილობდნენ მათ წარმოჩენას, როგორც უდანაშულო წყვილისა, რომელიც ცდილობდა დაედგინა ევროპის მთავარი გეი თანამეგობრობის მისამართები.

„ლგბტ თემმა ხმა აიმაღლა პეტროვისა და ბაშიროვის დასაცავად“, - ასეთი სათაური ჰქონდა Life News-ს, რომლის პუბლიკაცია შემდეგ კრემლის მომხრე სხვა გამოცემებმაც აიტაცეს.

„საშიში მკვლელების ნაცვლად - მორცხვი გეები“, - წერს ნაციონალისტური ყაიდის გამოცემა „ზავტრა“. „მოსკოვკსკი კომსომოლეცმა“ კი ინტერვიუს უწოდა „გრუს (რუსეთის სამხედრო დაზვერვის) ქამინგ აუთი“.

საღამოს რუსეთის წამყვანმა ტელეკომანია „როსია 24“-მა სარკასტული რეპორტაჟი მიუძღვნა სოლსბერის „თანამედროვე ევროპულ ტოლერანტობას“, რომელშიც ქალაქი გამოყვანილი იყო, როგორც გეი კლუბებითა და პრაიდებით გადაჭედილი ადგილი.

„სწორედ ასე ერთობიან ისინი სოლსბერიში“ - საუბრობს წამყვანი ზუსტად იმ ფრაზით, რომლითაც პეტროვმა დაახასიათა მამაკაცების მოგზაურობის მიზანი. მიზანი აქ მგონი საკმაოდ ნათელია.

ინფორაციის კომენტირებისას, რომ ნიდერლანდში დააკავეს კიდევ ერთი წყვილი რუსი ჯაშუშებისა, ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი აშკარად ხუმრობით წერს: „გრუს კიდევ ერთი გეი წყვილი შესაბამისი კაფეს ძიებაში.“

რუსეთის სახელმწიფო მედიის ნამდვილი განზრახვის შესახებ მოსაზრება გამოთქვა ბლოგერმა რუსტემ ადაგამოვმა.

"იმისთვის, რომ ამოცანის შეუსრულებლობისათვის დაესაჯათ პეტროვი და ვასეჩკინი, მათ გადაწყვიტეს მათზე, როგორც გეი წყვილზე, ლეგენდების გავრცელება,“ - წერდა ბლოგერი, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა საბჭოთა დროის პოპულარული საბავშვო კომედია „პეტროვისა და ვასეჩკინის თავგადასავალი“.

თავად მარგარიტა სიმონიანმა ტვიტერის გვერდზე გაიტანა საკუთარი კომენტარი, რამაც მითქმა-მოთქმას ახალი ძალა შესძინა.

„ხალხო, მე არ ვიცი ისინი გეები არიან თუ არა. რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო, ძალიან მოხდენილები არიან - თხელი წვერით, ვარცხნილობით, ვიწრო შარვლებით და ღონიერ ბიცეფსებზე მოტკეცილი სვიტრებით. ჩემს მიმართ ინტერსი არ გამოუჩენიათ. თუმცა, მე უკვე გამოვედი ამ ასაკიდან“.

XS
SM
MD
LG