Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი არ ენდობა "პეტროვისა" და "ბოშიროვის" ვერსიებს სოლსბერიში მომხდარის თაობაზე


რუსლან ბოშიროვი (მარცხნივ) და ალექსანდრ პეტროვი RT-ის გადაცემაში.
რუსლან ბოშიროვი (მარცხნივ) და ალექსანდრ პეტროვი RT-ის გადაცემაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს ბრალი დასდო „საკითხის გაბუნდოვანებისა და ტყუილის“ მორიგ მცდელობაში. საქმე ეხება რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვული ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ეჭვმიტანილ რუსეთის ორი მოქალაქეს, რომლებიც ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, ეჭვმიტანილი არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს (გრუ) თანამშრომლობაში. 13 სექტემბერს ორმა მამაკაცმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არიან რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრ პეტროვი, ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეარხ „რაშა ტუდეის“. ეჭვმიტანილებმა უარყვეს მათი მონაწილეობა მკვლელობის განზრახვაში. მცირე ფრაგმენტში, რომელიც რუსულმა ტელეარხმა 13 სექტემბერს უჩვენა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ ის და მისი მეგობარი სოლსბერის ესტუმრნენ ბრიტანეთში მყოფი საერთო მეგობრის თხოვნით, რა დროსაც, შესაძლოა, სრულიად შემთხვევით მიახლოვებოდნენ სერგეი სკრიპალის სახლს. დიდი ბრიტანეთის პარლმენტის დეპუტატმა სოლსბერიდან, ჯონ გლენმა, განაცხადა, რომ ეჭვმიტანილთა განცხადება ნდობას არ იმსახურებს. მისი სიტყვებით, „რაშა ტუდეისთან“ ინტერვიუში მოყოლილი ვერსია არ შეესაბამება დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ხელთ არსებულ ინფორმაციას.

XS
SM
MD
LG