აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსეთის ე.წ. ელჩის, ალექსეი დვინიანინის განცხადებაზე, რომელიც ტრანზიტის თემას ეხებოდა, კომენტარი გააკეთა დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, შინაგან საქმეთა ექს-მინისტრმა ასლან კობახიამ, რომელსაც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ანაიდ გოგორიანი ესაუბრა.
ანაიდ გოგორიანი: აფხაზეთში რუსეთის ელჩმა განაცხადა აფხაზეთის გავლით სატრანზიტო ტვირთების შესახებ, რომ „ეს ცუდი არ იქნება რესპუბლიკისთვის“. შეიძლება თუ არა ეს მივიჩნიოთ რუსეთის ერთმნიშვნელოვან პოზიციად ტრანზიტის გახსნასთან დაკავშირებით? არის თუ არა აფხაზეთი მზად ასეთი ცალსახა პოზიციისთვის?
ასლან კობახია: აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ელჩს არ შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, ესაა რუსეთის ფედერაციის პოზიცია, მოდით, ამით დავიწყოთ. ახლა იმის შესახებ, რა არის აფხაზეთისთვის ცუდი და რა - კარგი. აფხაზეთის გავლით დიდი ხანია მოძრაობს სატრანზიტო ტვირთები. ისინი შეიძლება არაა დიდი რაოდენობის, მაგრამ თანამედროვე აფხაზეთს დიდი ხანია აქვს სატრანზიტო ტვირთებთან მუშაობის გამოცდილება. არსებობს კანონმდებლობა, არსებობს საბაჟო კომიტეტი, არსებობს სასაზღვრო უწყება, რომელიც ყველაფერ ამას აკონტროლებს და ახორციელებს საზღვარზე მებაჟეებთან და ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ერთად. აფხაზეთის გავლით ნებისმიერი სატრანზიტო გადაადგილება - ეს მხოლოდ პლუსია აფხაზეთისთვის. აფხაზეთი ამისკენ ისწრაფოდა. აფხაზეთი ამისკენ მიდის და ნურავის შეეშლება, რომ აფხაზეთს შეიძლება რამე აიძულოს. 2011 წელს, როცა ხელს ვაწერდით შეთანხმებას, მე ამაზე კომენტარი გავაკეთე, ჩვენ გარკვეული შიშები გვქონდა. მაგრამ 2011-დან 2018 წლამდე ძალიან ბევრმა წყალმა ჩაიარა. ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის, მსოფლიო პოლიტიკაში ორი ძირითადი მოთამაშიდან ერთ-ერთის - რუსეთის ფედერაციის - პოზიციას. აფხაზეთისთვის არავითარი საფრთხე არ არსებობს. აფხაზეთი ტრანზიტული ქვეყანაა, რუსეთი - დიადი დამოუკიდებელი სახელმწიფო, საქართველო - დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსეთსა და საქართველოს შორის ნებისმიერი შეთანხმება
ქართველებმა უნდა გაიგონ ერთი - მარადიული ომები არ არსებობს. არსებობს აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენთვის ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავთ.
შეიძლება არსებობდეს. მაგრამ თუკი შეთანხმებები ეხება აფხაზეთის სახელმწიფოს, ჩვენს ტერიტორიას, მაშინ აქ მკაფიოდ იმოქმედებს აფხაზეთის კანონები. ამჟამად ჯერჯერობით მიმდინარეობს [პროცესი, რომელიც არის] პოლიტიკური შემადგენელი. რეალობაში კი, როცა ყველაფერს მიწაზე გადავიტანთ, იქ იქნება გარკვეული ადამიანი, რომელსაც უწოდებენ ტვირთების გადამზიდველს, ის გაივლის ყველა საბაჟო, სასაზღვრო პროცედურებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ერთობლივად მოხდება ეს თუ არა, ეს აფხაზეთის მხარეს არაფრით არ ეხება, ეს რუსეთის ტერიტორიაზე იქნება. ასევე არაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე გაივლის, არ იქნება აფხაზეთის მხარის საფიქრალი. აფხაზეთის მხარე ტვირთის გადამზიდველს ზუსტად მოსთხოვს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონების დაცვას. და თუ დაცული იქნება ეს კანონები, წესები, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფოს მიერაა მიღებული, მაშინ ეს ტვირთები გაივლის აფხაზეთის ტერიტორიაზე და არავის არავითარი პრობლემა არ ექნება.
ჩვენ აფხაზეთისგან არასოდეს ვქმნიდით და არ ვაპირებთ შევქმნათ ანკლავი, რომელშიც არავითარი ტვირთი არ შევა. ეს ქართული მხარეა, მთელი 25 წლის განმავლობაში რომ ცდილობდა აფხაზეთის ანკლავად ქცევას. მაგრამ ვითარება გვაჩვენებს, რომ ამის გაკეთება არ ხერხდება.
ა. გ.: აფხაზეთს რას უქადის რუსეთსა და საქართველოს შორის ტრანზიტული ვაჭრობა?
ა. კ.: რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობა არა. საქართველო ისეთივე სატრანზიტო ქვეყანაა, როგორც აფხაზეთი. ეს ტვირთები შეიძლება გადატანილ იქნეს რუსეთიდან აფხაზეთში, საქართველოში, სომხეთში, თურქეთში, ირანში. აფხაზეთის შესაძლებლობები ისეთივეა, როგორიც საქართველოსი. და ქართველებიც და ჩვენც დედამიწის ძალიან საინტერესო მონაკვეთზე ვიმყოფებით. ქართველებმა უნდა გაიგონ ერთი - მარადიული ომები არ არსებობს. არსებობს აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენთვის ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავთ. თუ სურთ საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით იმუშაონ აფხაზეთთან, არავის არ ექნება პრობლემები. მთავარია, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ემსახურებოდეს აფხაზეთის სახელმწიფოს, აფხაზეთის ხალხის ინტერესებს და მაშინ ყველაფერი გამოგვიგა.
ა.გ.: ტრანზიტის გახსნაში ნამდვილად არის ალბათ პლუსები აფხაზეთისთვის. მაგალითად, რესპუბლიკას შეეძლო მიეღო ტრანზიტის გადასახადი. კიდევ ხედავთ პლუსებს?
ა. კ.: არასდროს არავითარი ტვირთის გატარება რა ხდება გადასახადების გარეშე. ჩვენ, ცხადია, გაცნობიერებულად, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ვლადისლავ არძინბას დროს, შემოვიღეთ ძალიან დაბალი გადასახადები. ერთადერთი მიზეზით, რომ ტვირთის გადამზიდველისთვის მიმზიდველი ყოფილიყო აფხაზეთის ტერიტორიაზე გავლა. გადამზიდველების მიმართ ვიმოქმედებთ მკაფიოდ, ჩვენი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის მკაცრად დაცვით. მაშინ ვმუშაობდით ამაზე და ახლაც ვიმუშავებთ. ნებისმიერი ტვირთების
აფხაზეთის საკითხი დღემდე ხურდა ფულის როლს თამაშობს საქართველოში პოლიტიკურ კლანებს შორის, სააკაშვილსა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის ბრძოლაში. აქედან არაფერი კარგი არ გამოვა, ეს უნდა შეიგნონ.
მიმართ, რომლებიც გაივლის აფხაზეთის ტერიტორიაზე, სატრანზიტო ხაზზე, სახელმწიფო ორგანოები განახორციელებენ ყველა აუცილებელ მოქმედებას მათი უსაფრთხოების, დაცულობის, თანხლების და ყველაფერი დანარჩენის თვალსაზრისით. ქართველებმა უნდა გაიგონ, უკანასკნელ ხანებში ვაკვირდები მათ კომენტარებს აფხაზეთის გავლით ტრანზიტის თაობაზე - ისინი ძალიან ნერვიულობენ. მაგრამ ამას ხელი მოაწერა არა ამ ხელისუფლებამ, არამედ ხელი მოეწერა მიხეილ სააკაშვილის დროს. ცდილობენ, ამჟამინდელი ხელისუფლება [სახელმწიფოს] ინტერესების ღალატში დაადანაშაულონ. 25 წელი იბრძვით, ბატონო ქართველებო, ჩვენო მეზობლებო, ებრძვით აფხაზეთის დამოუკიდებლობას. თქვენ შეგიძლიათ რაღაც ცოტა დაამუხრუჭოთ, მაგრამ შეჩერება არ შეგიძლიათ. აფხაზეთი მკაფიოდ მიემართება წინ საერთაშორისო აღიარების გზით. დიახ, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. მაგრამ აფხაზეთი არასოდეს, არავითარი ფულის საფასურად, არასოდეს იტყვის უარს საკუთარ დამოუკიდებლობაზე! აფხაზეთის საკითხი დღემდე ხურდა ფულის როლს თამაშობს საქართველოში პოლიტიკურ კლანებს შორის, სააკაშვილსა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის ბრძოლაში. აქედან არაფერი კარგი არ გამოვა, ეს უნდა შეიგნონ. ერთმანეთს შორის რაზეც უნდათ, იმაზე შეუძლიათ ქიშპობა. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და არ გვინდა ვხედავდეთ. მათთვის არაფერი კარგი არ მოხდება, თუკი არ შეწყვეტენ აფხაზეთის საკითხით სპეკულირებას. აფხაზეთის საკითხი დასრულდა და საბოლოოდ დაიხურა 1993 წლის 30 სექტემბერს.
ჩვენი ტერიტორიის გავლით ტრანზიტი არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს გავლით ტრანზიტი. ნებისმიერ ტვირთგადამზიდს, გნებავთ ამერიკიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან, საქართველოდან, სომხეთიდან - მოუწევს აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებთან საქმის დაჭერა. საქართველო განუწყვეტლივ განიცდის, რომ ჩვენ ვამყარებთ ჩვენს დამოუკიდებლობას. და მთელი 25 წლის განმავლობაში ებრძვიან ამას, მაგრამ შედეგი არ არის. შეიძლება სადმე სპორტსმენები დააბრკოლო, მოცეკვავეები დააბრკოლო, სადმე რომელიღაც დელეგაციის მოგზაურობა დააბრკოლო, მაგრამ ეს ხომ არ არის საკითხის გადაჭრა.
ა. გ.: რა მოგება, რა პლუსები ექნება აფხაზეთს ტრანზიტის გახსნით?
ა. კ.: რა არის ტვირთების ტრანზიტული გადაზიდვა ეკონომიკური თვალსაზრისით? ეს არის ეკონომიკური მოგება, ბიუჯეტის შევსება, ეს არის აფხაზეთის ტერიტორიის აღიარება, როგორც ტერიტორიისა, რომელზეც შეიძლება ამ ღონისძიებების გატარება.
ა.გ.: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ტრანზიტის საკითხი მნიშვნელოვანია აფხაზეთის საზოგადოებისა და აფხაზური პოლიტიკისთვის?
ა. კ.: არა, არ მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მთელი ჩვენი პრობლემა ისაა, რომ აფხაზეთში შეიძლება ყველაფრის კეთება, მაგრამ აფხაზეთში არ შეიძლება ერთი რამ - არაა საჭირო რამის ჩუმად კეთება,
ჩვენ საკმარისი რაოდენობის ტვირთები გვაქვს, რომლებიც რუსეთიდან შემოდის და აფხაზეთის პორტების მეშვეობით გადის, მათ შორის აფხაზეთის პორტებშიც შედის. საქართველოში გავა - რა პრობლემაა?
საჭიროა საჯაროდ კეთება. ნავთობი იქნება ეს, წყალი თუ ტრანზიტი. დღეს აფხაზეთი აღიარებული სახელმწიფოა. არსებობს გარკვეული საშინაო და საგარეო რისკები, რომლებზეც ღიად უნდა ვიმსჯელოთ. მაშინ მხარდაჭერაც გექნებათ. მაგრამ ნათლად უნდა ვაჩვენოთ, როცა საქართველო და რუსეთი დაასრულებენ მოლაპარაკებების პროცესს, როცა იტყვიან: „ჩვენ მზად ვართ“. ჩვენ ვეტყვით: „ყოჩაღ, მივესალმებით, რომ ხელი მოაწერეთ ამას, ახლა გამოგვიგზავნეთ ტვირთგადამზიდი ჩვენს ტერიტორიაზე.“ მას მოუწევს აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოებთან ხელი მოაწეროს დოკუმენტს თავისი საქონლის გადაზიდვის შესახებ. ამას ეწოდება საბაჟო დეკლარაცია. და ამ საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე მან უნდა გაიაროს ყველა საბაჟო პროცედურა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აფხაზეთის რესპუბლიკის კანონების მიხედვით.
ა. გ.: ეს თემა მნიშვნელოვანი იქნება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში?
ა. კ.: არა მგონია, რომ ის სტრატეგიული მომენტი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებზე. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რამდენად საინტერესო იქნება ეს არჩევნებზე. ეს არაა ჩვენი საკითხი. ესაა საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ საკმარისი რაოდენობის ტვირთები გვაქვს, რომლებიც რუსეთიდან შემოდის და აფხაზეთის პორტების მეშვეობით გადის, მათ შორის აფხაზეთის პორტებშიც შედის. საქართველოში გავა - რა პრობლემაა? გავიდეს. ეს არის გადასახადები და ა.შ. მაგრამ ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე არასოდეს არ დავუშვებთ არცერთი სახელმწიფოს არავითარ მაკონტროლებელ ორგანოს, არავითარ შემთხვევაში.