ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დღეს სამუშაო პროცესი განახლდა. სამდღიანი გაფიცვის შემდეგ მუშებმა საპროტესტო აქცია დროებით შეწყვიტეს და საამქროებში დაბრუნდნენ. მეტალურგები სოციალური პირობების გაუმჯობესებას კვლავ ითხოვენ.
26 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" გენერალური დირექტორის მოადგილე. 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება.
მეტალურგები საამქროებში დილიდან არ გამოცხადდნენ. ისინი პირდაპირ საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელმძღვანელობას ათი მოთხოვნის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა თხოვნით, გადაურიცხოს მილიარდობით დოლარი, რათა ქვეყანა გაკოტრებას გადაურჩეს. ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა თვითონ დაუძვრებოდა კრიზისს, მაგრამ
22 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ ინიციატივაზე.
რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ახალი გარიგებით დასრულდა. რუსეთის ლიდერმა პირობა მისცა ვიქტორ იანუკოვიჩს, რომ 30 პროცენტით შეამცირებს უკრაინელი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის საფასურს. სამაგიეროდ უკარინა დათანხმდა, რუსეთის ფლოტს ყირიმთან დისლოცირების ვადა გაუგრძელოს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოაცხადა, რომ ახლა მისი უწყების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა ”ლარიზაციაა”. მისი აზრით, ”ლარიზაცია” ეროვნული ვალუტის ფულადი ბაზრის განვითარებას და ”დოლარიზაციის” შემცირებას ნიშნავს.
რადიო თავისუფლებაში სტუმრად იყო საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე. მან ჭიათურასა და ზესტაფონში ჩატარებულ გამაფრთხილებელ გაფიცვაზე ილაპარაკა.
ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცე კომერციული ფრენისთვის თანდათან იხსნება, ვინაიდან ზოგიერთ ადგილას ვულკანური ფერფლის ღრუბელი საშიშროებას აღარ წარმოადგენს. თუმცა ღრუბელი ახლა ისლანდიიდან ბრიტანეთს უახლოვდება. მსოფლიოს აეროპორტებში ფრენის აღდგენას კვლავ ელოდება ათი ათასობით მგზავრი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ბიუჯეტის გარეშეა. კოკოითის მთავრობა შიდა დაპირისპირების გამო ბიუჯეტს ვერ იღებს. საბიუჯეტო წლის პირველი კვარტალი დასრულდა, შესაბამის უწყებებს კი ჯერ გასული წლის ბიუჯეტის ანგარიშიც არ წარუდგენიათ.
ავტორიტეტულმა საერთაშორისო სააგენტომ საქართველოს რეიტინგი "B"-დან "B+"-მდე გაზარდა. თუმცა არიან სკეპტიკოსებიც, რომელთა აზრითაც, საქართველოში არც ისეთი კარგი ბიზნესგარემოა, როგორც ეს Standard & Poor's-ის რეიტინგშია.
დაკისრებული და გადაუხდელი ჯარიმებისა და საურავების ამნისტია 2009 წლის 15 ივნისამდე ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გავრცელდება. ამნისტია არ შეეხება რთული დარღვევებისთვის დაჯარიმებულ მოქალაქეებს.
ჩამოტვირთე მეტი