Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თამაზ დოლაბერიძე


რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე. მან ჭიათურასა და ზესტაფონში ჩატარებულ გამაფრთხილებელ გაფიცვაზე ილაპარაკა და ამ სფეროს მუშაკთა პრობლემები აღწერა. თამაზ დოლაბერიძემ თქვა, რომ პროფკავშირები უფრო ფართომასშტაბიანი აქციისთვისაც ემზადება. მანვე დაამატა, რომ გაფიცული მუშაკების ახლით შეცვლა კომპანიის
ხელმძღვანელობას არ გამოუვა, რადგან, კანონი კრძალავს გაფიცვის გამო თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას. ამასთან, ამ სფეროში მუშაკს ქუჩიდან ვერ მიიყვან, საწარმოში მუშაობას განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG