საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, პირველი აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა.
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის სხდომაზე „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გამოთქვა ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებს.
დიდ ვალებში გახვეულ საბერძნეთს ასევე დიდ დახმარებას ჰპირდებიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც, საბერძნეთთან ერთად, ევროზონაში არიან გაწევრიანებული, ანუ საერთო ფულადი ერთეულით, ევროთი სარგებლობენ. დახმარებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც.
თბილისის მერის პოსტზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატმა გია ჭანტურიამ საკუთარი პროგრამის პრეზენტაციაზე გამოაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი 5 თეთრამდე, ხოლო გაზის ტარიფი 10 თეთრამდე უნდა შემცირდეს. რამდენად რეალურია ენერგეტიკული ტარიფების მსგავსი ცვლილება?
თბილისში უკვე მეცხრედ, ”საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია” გაიხსნა. მიუხედავად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრით გამოწვეული ახალი რეალობისა, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს აქტუალობა არ დაუკარგავს.
”რეალურად დღეს შესაძლებელია, რომ გაზის ტარიფი იყოს 10 თეთრი, ელექტროენერგიის - 5 თეთრი, ხოლო წყალი - უფასო. ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის ხელშეკრულებების მიხედვით, ჩვენ გვაქვს უფასო გაზი და ფიქსირებული ფასით შესაძენი გაზი”, - გია ჭანტურიას წინასაარჩევნო განცხადება.
ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში 13 მარტს გასულმა ეგრეთ წოდებულმა მოდელირებულმა ”ქრონიკამ” მოსახლეობის პანიკა და შეშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე. მომხდარის ამგვარ შეფასებას იზიარებს ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა.
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში სატრანზიტო დროებითი სანომრე ნიშნით სარგებლობენ, 1 მაისიდან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 1 200 ევროს, ხოლო ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 600 ევროს გადახდა მოუწევთ.
თურქეთი იყო ბოლო სატრანზიტო ქვეყანა, ავსტრიის, ბულგარეთის, უნგრეთისა და რუმინეთის შემდეგ, რომელმაც 3300 კილომეტრიანი მაგისტრალის შეთანხმებას მოაწერა ხელი. „ნაბუკოს“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თურქეთის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
თურქეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის გადასახადი 2010 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. გადასახადი შეეხება დროებითი ან უცხოური სანომრე ნიშნების, დახურული ძარის მქონე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ტვირთის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
17 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი. ერთი თვის წინ ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
ევროპის იმ ქვეყნების მინისტრებმა, რომლებიც საერთო ვალუტას - ევროს - მოიხმარენ, თავიანთი, ასე ვთქვათ, გაერთიანების წევრი ქვეყნის - საბერძნეთის - დახმარების გეგმა გამოაქვეყნეს. ათენს მხარდაჭერა დასჭირდა იმის გამო, რომ საფრთხე შეექმნა, ვალების გადახნის უუნარო გამხდარიყო.
ჩამოტვირთე მეტი