გიორგი მენაბდის დაკავების კვალდაკვალ, დავით სარალიძის მკვლელობის საქმე შესაძლოა ხელახლა გამოსაძიებელიც გახდეს. ადვოკატ ზურაბ თოდუას სჯერა, რომ მენაბდის საქმის ობიექტურ განხილვას შეუძლია უტყუარად დაამტკიცოს, რომ დავით სარალიძე არ მოუკლავს მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას.
დავით სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველი, ნესტან ლონდარიძე ეხმაურება გიორგი მენაბდის დაკავებას და თვლის, რომ მას მოუწევს გარკვეულ კითხვებზე პასუხების გაცემა, მათ შორის მის მიერ ჭრილობის მიღების გარემოებებზეც. იურისტი კვლავაც ხაზს უსვამს სამოხელეო დანაშაულის გამოძიების მნიშვნელობას.
მიხეილ კალანდიას საქმე თანდათან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსკენ - სტრასბურგის სასამართლოსკენ მიიწევს.
მიხეილ კალანდიას ადვოკატს, ზურაბ თოდუას წუთებისა და წამების სიზუსტით აქვს გამოთვლილი და აღნუსხული ყველა ის ეპიზოდი, როდესაც მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი სასამართლო სხდომებზე მობილური ტელეფონით სარგებლობდა.
150 მოწმის ჩვენებებისა და ფაქტების გაანალიზების შედეგად ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ კალანდია აბსოლუტურად უდანაშაულოა და ის პოლიტიკურ ინტერესებს ეწირება.
ჩამოტვირთე მეტი