Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საით წავა ვანო მერაბიშვილი? - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 თებერვალს


ვანო მერაბიშვილი - პოლიტიკური სარგებელი თუ ტვირთი?

ის, რომ ვანო მერაბიშვილმა მშვიდი ცხოვრება მატროსოვის ციხის სამარტოვო საკანში დატოვა, მისი თავისუფლების პირველი წუთიდან ნათელი გახდა, როდესაც ყოფილი შს მინისტრი მედიისა და მხარდამჭერების ალყაში აღმოჩნდა. მთავარი კითხვა მის მიმართ კი იყო ის, თუ რას აპირებს პატიმრობის 6 წლისა და 9 თვის შემდეგ.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება... წლის ბოლომდე, ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი… აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად“, - განაცხადა მან თავის პირველ კომენტარში, თუმცა რომელ გუნდს შეუერთდება, ამაზე ვანო მერაბიშვილს არ უპასუხია.

ლელა კუნჭულია დაინტერესდა, ვის ძლევს ხელს წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურის გვერდში დგომა დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, სად არ ელიან მას და რას ფიქრობენ ხელისუფლებაში. სტატია ამ თემაზე, წაიკითხე აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

მერაბიშვილი თქმით, არ გახდება პრემიერი, მინისტრი და არც უფრო დაბალი თანამდებობის პირი

გამოძიების დასკვნა - ეს იყო რუსეთის კიბერშეტევა საქართველოზე

ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევის საერთაშორისო გამოძიების დასკვნით, 2019 წლის 28 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მედიისა და სახელმწიფო უწყებების ვერგვერდებსა და სერვერებზე მომხდარი კიბერშეტევა დაიგეგმა და შესრულდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

გრუ-ს კიბერშეტევა საქართველოზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა დომინიკ რააბსმა, ასევე ავსტრალიისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადებებით დაგმეს

დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გიორგი გახარიამ, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ კიბერშეტევა საქართველოს სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრის მცდელობა იყო.

წაიკითხე მეტი

ამ თემაზე:

ვიდეო: თინა ხიდაშელი "დილის საუბრებში"

საქართველოს პრეზიდენტი „გრუ"-ს კიბერშეტევას ჰიბრიდული ომის მაგალითს უწოდებს

პენტაგონი საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას დებს

რუსეთი კიბერშეტევას ეხმაურება

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საბოლოო სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც საბოლოო განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი.

მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, კალანდიას სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

მამაკაცს, რომელმაც გერმანიის ქალაქ ჰანაუში ხალხი დახოცა, ქსენოფობია ამოძრავებდა

43 წლის გერმანიის მოქალაქე, რომელმაც 19 თებერვალს ღამით ქალაქ ჰანაუში ცეცხლი გაუხსნა ხალხს, ულტრამემარჯვენე შეხედულებების იყო და, როგორც ჩანს, ქსენოფობიური იდეებით ხელმძღვანელობდა. ასეთია პოლიციის წინასწარი დასკვნა.

თავდამსხმელმა ჰანაუს ცენტრში ორ ჩილიმ-ბარში გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპა 9 ადამიანი - მიგრანტები და გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც წარმოშობით უცხოელები იყვნენ.

რასიზმი არის „შხამი“, რომელიც ჭამს გერმანიის საზოგადოებას, - ასე შეაფასა გერმანიის კანცლერმა მომხდარი ფაქტი და მის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა დააანონსა.

წაიკითხე მეტი

გაიცანით ჭიაყელა - გრუ-ს ქვედანაყოფი 74455

პარტნიორებთან ერთად საქართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, გასული წლის ოქტომბერში საქართველო ფართომასშტაბიანი შემაფერხებელი კიბერშეტევის სამიზნედ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის („გრუს“) სპეციალურმა ქვედანაყოფმა აირჩია.

აშშ-ის სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის „ქვედანაყოფი 74455“ აერთიანებს რამდენიმე სპეციალურ დანაყოფს, რომლიც კიბეროპერაციებითაა დაკავებული. ეს ქვედანაყოფი კიდევ რამდენიმე მეტსახელითაა ცნობილი, და ერთ-ერთია - ჭიაყელა.

ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტების ალყაში

ვანო მერაბიშვილი ჟურნალისტების „ალყაში“ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

არჩევნები ირანში

XS
SM
MD
LG