თვეების მანძილზე ვიკავებდი თავს იმის დაწერისგან, რაზეც ახლა ვწერ, მაგრამ ვეღარ გავუძელი. მეგონა გადამივლიდა, ან იმათ გადაუვლიდათ, ან გამოსწორდებოდნენ, მაგრამ რადგან ტენდენციამ სულ უფრო კარიკატურული და აბსურდული სახე მიიღო, ვერ შევიკავე თავი.
ბოლო დროს იაფფასიანმა ყვითელმა ჟურნალებმა ნამდვილი საგამომცემლო წარღვნა მოაწყვეს, რომელიც ახლაც გრძელდება. დღემდე, მთელი კვირის მანძილზე იმდენი წიგნი მოჰყვება ქართულ ჟურნალებს, რომ მკითხველი (თუ მყიდველი) ძალიან დაიბნა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ მხრივ პირველები გამომცემლობა პალიტრა L და ამავე გამომცემლობის ჟურნალი "გზა" იყვნენ. ზუსტად ერთი წლის წინ, თებერვალში მათ მთელს საქართველოს აუწყეს, რომ ახალ პროექტს დაიწყებდნენ, სახელწოდებით - "ქართული პროზის საგანძური", რომ ყოველ ხუთშაბათს, ჟურნალ "გზასთან" ერთად ერთი ქართველი მწერლის წიგნი გამოვიდოდა, რომ თითოეული ტომის სიმბოლური ღირებულება ხელმისაწვდომი იქნებოდა წიგნის მოყვარულთათვის და წიგნთან დამეგობრების მსურველთათვის. და წავიდა, დაიწყო... წიგნთან დამეგობრების სრულიად უმართავი პროცესი დაიწყო. უმართავი იმიტომ, რომ ერთ-ორ თვეში თითქმის ყველა ჟურნალ-გაზეთმა მხარი აუბა ამ წამოწყებას და ეს ყველაფერი წარღვნაში გადაიზარდა, ნაღდ ბიბლიო-წარღვნაში, რომელიც ჩვენი უწიგნურობით განრისხებულმა ღმერთმა მოუვლინა საქართველოს.
ბევრ კარგ წიგნს და უზარმაზარ არჩევანს რა სჯობია, მაგრამ ეს ბიბლიო-წარღვნა ნამდვილი სასჯელი აღმოჩნდა ყველასთვის. პირველ რიგში მშობლებისთვის, რომლებმაც ვეღარ გაიგეს, რომელ გამოცემაზე შეეჩერებინათ არჩევანი, მიყოლებით შეეძინათ ყველა წიგნი, თუ ამორჩევით? არადა ყველას როცა ყიდულობ და თაროზე ჩაამწკრივებ, ეს ფერად-ფერადი წიგნები უფრო ლამაზად გამოიყურება, შეგიძლია ტომებიც აურიო და ფერთა გრადაციის მიხედვით დაალაგო წიგნები. თან ჟურნალთან ერთად წიგნი 3 ლარი ღირს, ან 5, მაღაზიაში კი შეიძლება 12-ც დაადონ. ჯიხურებთან ხშირად გაიგონებთ: "სამი მუშკეტერის" მე-4ა ტომი მაკლია, სად ვიშოვო?, "ფორსაიტების საგის" მე-7გ ტომი იქნება საწყობში? აბა "ბინდი" იაფში! "ბინდი 2" ნაკურთხი სანთლით. მურაკამი ტუალეტის ქაღალდზე! 200 გვერდზე დატეული "ბუდენბროკები" ვის უნდა?... როგორია? მთელი დღე კითხულობ ერთ გვერდს, სამაგიეროდ ნაკლები ქაღალდია დახარჯული და წიგნი სულ რაღაც ლარნახევარი ღირს.
მეორე მხრივ, ეს წარღვნა სასჯელია ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგისტებისთვის, რომლებსაც ასეთი დატვირთვა არც დასიზმრებიათ. ძნელია რამდენიმე თვის მანძილზე მთელი ქართული და უცხოური ლიტერატურის ხელახალი დალაგება-დაბარათება-შეყრა-რუბრიკაცია?
სასჯელია მკითხველებისთვის, რომლებიც წიგნს წასაკითხად ყიდულობენ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ან საშინელ ქაღალდზეა დაბეჭდილი, ან კორექტურებითაა სავსე, ან ძალიან ცუდი თარგმანია, ან რედაქტორი არა ჰყავს, ან გვერდები აკლია, ან სათაურის მხოლოდ ნახევარია თარგმნილი, ან კუპიურებითაა თარგმნილი. მაგალითად, ზოგიერთი ჟურნალი ყველა უხამს სიტყვას იღებს წიგნებიდან, ზოგი კი პირიქით, საერთოდ არც კითხულობს რას გამოსცემს.
და მთავარი სასჯელი: მომავალი. პირველ რიგში ჩვენი მომავალი, შემდეგ კი წიგნების. ყველაზე მეტად სწორედ ამ წიგნების მომავალი შეიძლება დაზარალდეს, რადგან ამ კონკრეტული გამოცემებიდან ახლო მომავალში ძალიან ცოტას თუ გაიხსენებენ და დაუბრუნდებიან, ამ გამოცემების უმრავლესობა თავიდანვე განწირულია დავიწყებისთვის იმ უზუსტობების, უგემოვნობისა თუ უყურადღებობის გამო, რომლებიც ზემოთაც ვახსენე.
ჩამოვთვალოთ მთავარი გმირები, რამდენიმე მაინც, რადგან ყველას მაინც ვერ გავწვდებით! "გზა" და მისი "ქართული პროზის საგანძური" უკვე ვახსენეთ, მაგრამ სათქმელი მასზე კიდევ დარჩა, იმიტომ, რომ ის ზერელობა და ნაჩქარევობა, რომელიც დღევანდელ ამ წიგნების წარღვნას წყევლასავით გასდევს, პირველად სწორედ "ქართული პროზის საგანძურს" შევატყვე. თავად განიკურნენ, მაგრამ სხვებს კი დაუტოვეს მემკვიდრეობად. მართალია დღესდღეობით ეს სერია მეტ-ნაკლებად ყველაზე გამორჩეული და კვალიფიციურია სხვებთან შედარებით, მაგრამ უხეშ, კურიოზულ შეცდომებში და ზერელობაში ისინი პიონერები იყვნენ. ბუნებრივია - პირველი რისკავ, შეცდომასაც პირველი დაუშვებ. მაგრამ შეცდომა, რომელზეც ახლა გეტყვით, დღემდე ვერ ავხსენი. საქმე ისაა, რომ დავით კლდიაშვილის ტომს, რომელიც გასული წლის გაზაფხულზე თუ ზაფხულის დასაწყისში გამოიცა, კლდიაშვილის ფოტოს ნაცვლად მიგელ დე უნამუნოს ფოტო ამშვენებდა. წიგნი ჯერ უნამუნოს ტომი მეგონა, შემდეგ კი, როცა ვნახე, რომ ყდაზე კლდიაშვილი ეწერა, ვიფიქრე, რაიმე ლიტერატურულ მისტიფიკაციასთან მქონდა საქმე და ისიც გავივლე გულში, მალე ალბათ აკაკის ტომსაც გამოსცემენ უოლტ უიტმენის ფოტოთი მეთქი. შემდეგ ფეისბუკზეც გვქონდა ამაზე სჯა და გახუმრებები. ცოტა ხანში რედაქციამ შეცდომა გამოასწორა, და მე, როგორც "ყურადღებიანი მკითხველი", ყურადღებისა და აქტიურობისთვის, ”ქართული პროზის საგანძურის” აქამდე გამოსული ყველა ტომით დამასაჩუქრა. სამწუხაროდ ეს მრავალტომეული საჩუქარი დღემდე არ წამომიღია გამომცემლობიდან, ხან მანქანიანი მეგობარი ვერ დავიყოლიე, უმანქანოდ კი გამიჭირდებოდა, ხან წიგნებისთვის ვათავისუფლებდი სახლში ადგილს, ხან რა მიზეზი მქონდა, ხან რა. მოკლედ, დღესაც საჩუქრის გარეშე ვარ.
ვინ არიან დანარჩენი ჟურნალები? ანუ მიმბაძველები? პირველ რიგში ესაა ჟურნალი "თბილისელები", რომელმაც თვეების მანძილზე ძალიან ცუდ ქაღალდზე, ძალიან ბევრი კორექტურით, უხარისხოდ, უგემოვნოდ გამოსცა მარკესი, მურაკამი, გოლდინგი, ფრიში და ა.შ. თუ არ ვცდები, იგივე ჟურნალი გამოსცემს საბავშვო ლიტერატურის სერიასაც. "რეიტინგმა" დეტექტივები აარჩია თავის მსხვერპლად: ჰედლი ჩეიზი, კონან დოილი, აგატა კრისტი, ბორის აკუნინი. ჟურნალმა „სარკემ“ - პოეზია: შოთა-ილია-აკაკი-ვაჟა-და-გალაკტიონი... და, რაც მთავარია, ასევე "სარკესთან" ერთად გამოდის (თუმცა ამას წინათ ჟურნალ "გუმბათთან" ერთადაც ვნახე ცელოფანში გამოკეტილი) სერია "ახალი ქართული პროზა". ეს ბოლო აუცილებლად უნდა ნახოთ, ნამდვილად დაუვიწყარი შთაბეჭდილება გელით. ასეთი დიზაინის, ფორმატის, შრიფტის და ა.შ. წიგნი მე აქამდე არ მინახავს. და თან იცით ვინ გახსნა ახალი ქართული პროზის სერია? არც მეტი არც ნაკლები, ოტია იოსელიანის წიგნმა "ქალი მაინც ქალია". შემდეგ გურამ მეგრელიშვილის წიგნი გამოვიდა, "ორი მილიონი უფასოდ", გასაოცარი ყდით. არანაკლები იყო ირაკლი ლომოურის წიგნის ყდაც, ფოტოშოპის ყველაზე ცუდ ფილტრში დამუშავებული ნახატით. და ბაჩო კვირტიას წიგნის გარეკანი, რომელიც არაფრით განსხვავდება 90-იან წლებში გამოცემული საგადასახადო კოდექსის გარეკანისგან.
მეტი რაღა ვთქვა, მე მგონი ისედაც ყველაფერი ნათელია, ამიტომ, ჯობია დასკვნებისკენ წავიდე და დავაზუსტო: ის, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, ნამდვილი საგამომცემლო პარაზიტიზმია. ზერელობის ზეიმი. რატომ? იმიტომ, რომ ამ ჟურნალების უმრავლესობა წიგნების გამოცემით უწიგნურობას და უკულტურობას ნერგავს, გამოსცემს მხოლოდ უკვე გამოცემულ წიგნებს და ძირითადად გადამღერებით არის დაკავებული. თავის ჭკუაში ჟურნალსაც ყიდიან, წიგნის გამოცემაშიც აკეთებენ ფულს და მკითხველსაც ანათლებენ. ყველაზე გამაღიზიანებელი სწორედ ეს არის, საგანმანათლებლო და დემოკრატიულობის, ანუ ხელმისაწვდომობის ნიღაბი რომ მოარგეს ამ ზერელობას. იაფი წიგნი არ ნიშნავს უხარისხო წიგნს. იაფმა წიგნმა წიგნი არ უნდა შეგაძულოს. იაფმა წიგნმა პირიქით, მეტი მკითხველი უნდა მოუპოვოს ლიტერატურას. რა უნდა იყოს ამაზე ტრაგიკული? ქალაქიდან დევნიან იაფ ბუკინისტურ წიგნებს, სამაგიეროდ ქალაქს აპყრობინებენ იაფ უსულო და უგემოვნო წიგნებს. ნახეთ ბრიტანული, ამერიკული, ფრანგული, გერმანული, რუსული იაფიანი ახალი გამოცემები. შეადარეთ ჩვენს წიგნებს...
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე სხვები ჩემზე უფრო კონკრეტულ და კვალიფიცირებულ წერილებს დაწერენ ამ წარღვნაზე, რადგან დღეს მხოლოდ დეტალური მიმოხილვა და მწვავე კრიტიკა თუ გაანელებს ამ ბაკქანალიას და ცოტათი მაინც დააოკებს და დააგდებს ამ გიჟურ ტემპს. თუმცა ტემპი მე მგონი ისედაც დაეცემა. გამოსაცემი ხომ თითქმის აღარაფერი დარჩა.
ასე რომ, ძვირფასო ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებო, სანამ მეორე წრეზე წახვიდოდეთ, გადახედეთ თქვენს ნამოქმედარს.
თვეების მანძილზე ვიკავებდი თავს იმის დაწერისგან, რაზეც ახლა ვწერ, მეგონა გადამივლიდა, ან იმათ გადაუვლიდათ...