Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტიცია რუსეთის წინააღმდეგ

პარასკევი, 22 ნოემბერი 2024

კალენდარი
ნოემბერი, 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
საქართველოს ხალხის მემორანდუმი 1907
საქართველოს ხალხის მემორანდუმი 1907
  • სპეციალისტებმა დიდი ხანია, იცოდნენ ამ პეტიციის არსებობის შესახებ, თუმცა დოკუმენტის ხელმომწერთა ვინაობა საჯაროდ ხელმისაწვდომი არ იყო, სანამ გასულ კვირაში ისტორიკოსმა ბექა კობახიძემ მას ოქსფორდის ბიბლიოთეკაში არ მიაგნო. შესაბამისად არ ჩატარებულა მასალის სამეცნიერო ანალიზი.
  • როგორც ბექა კობახიძე ამბობს, 3 000 ხელმომწერი იმ დროისთვის იმდენად დიდი რიცხვია, რომ დღეს, ფაქტობრივად, ყოველ მეორე ქართველს შეუძლია ხელმომწერთა შორის თავისი გვარის ამოკითხვა.
  • შეგიძლიათ, თქვენი გვარი ამ სტატიაზე თანდართულ სიაში მოძებნოთ. სია ჯერჯერობით არასრულია, თუმცა ჩვენი გუნდი დოკუმენტზე მუშაობს და მოკლე დროში მას კიდევ დაემატება ხელმომწერთა სახელები.

ეს პეტიცია არის „ეროვნული მობილიზაციის პირველი და წარმატებული მცდელობა დახურულ რუსეთში“

1907 წელს გამართულ ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გლობალური გეოპოლიტიკური საკითხები განიხილებოდა, თუმცა განხილვის მაგიდაზე ასევე აღმოჩნდა პეტიცია, რომელსაც საქართველოს 3 000-მდე მოსახლე აწერს ხელს.

მემორანდუმში აღწერილია რუსეთის მიერ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ხისტი ჩარევის მაგალითები. რიგ შემთხვევაში საქმე ეხება მოსახლეობისადმი სასტიკ მოპყრობას, გადასახლებას, დახვრეტას და ქალაქებისა და სოფლების ფიზიკურ განადგურებას.

ბექა კობახიძე
ბექა კობახიძე

ყველა ხელმომწერი არის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. როგორც ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, „ავტორებმა იზრუნეს, რომ ეს არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი და [ხელმომწერთა რაოდენობის გათვალისწინებით] ეს სახელი, „საქართველოს ხალხის მემორანდუმი“ ნამდვილად არ არის გადაჭარბებული“.

მემორანდუმის მთავარი მოთხოვნა საქართველოს ავტონომია იყო

„საქართველოს ხალხის მემორანდუმის“ მიხედვით, რუსეთმა დაარღვია 1783 წლის „გეორგიევსკის ტრაქტატის“ შეთანხმება. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველო შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუმცა უნდა შეენარჩუნებინა სრული პოლიტიკური ავტონომია.

„...რუსეთის საიმპერატორო მთავრობის მოქმედება შეიქმნა საქართველოს უფლებათა განუწყვეტლივ დარღვევად. ჩვენი, საკუთარი უმაღლესი მთავრობა მოსპეს და მისი ადგილი დაიჭირა რუსულმა ბიუროკრატიულმა და სამხედრო წეს-წყობილებამ. მთავარ-მმართებლის უმაღლეს მმართველობაში ეხლა იმყოფება მხოლოდ ერთი ქართველი შტატის მოხელე-თარჯიმანი.“
ამონარიდი მემორანდუმის ტექსტიდან

მოსახლეობა ჩიოდა რუსეთის მიერ საქართველოს მოსახლეობის ქონების მითვისებასა და მათი ეკონომიკურად შევიწროების შესახებ.

რუსეთის ჯარებმა დაარბიეს ქართული სოფლები და ქალაქები. დახოცეს 1905 წლის გურიის აჯანყების მონაწილეები, გადაწვეს ქალაქი ოზურგეთი და აკრძალეს იქ ჰუმანიტარული დახმარების შესვლა.

„ევროპამ უკვე იცის, თუ რა აუარებელი ხალხი გაჟლიტა რუსეთის მთავრობამ მოძრაობის დასამშვიდებლად. რიცხვი დახოცილთა რუსეთში უდრის 40,000-ს. მაგრამ ჟლეტას, გადასახლებასა და დატყვევებას ისეთი მძვინვარება არსად გამოუჩენია, როგორც საქართველოში.“ - ვკითხულობთ მემორანდუმში.

რატომ ავტონომია და არა დამოუკიდებლობა?

როგორც ბექა კობახიძე განმარტავს, მეოცე საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება არ აძლევდა საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს უფრო დიდი პროტექტორის გარეშე არსებობის საშუალებას. დიდი სახელმწიფოების მიერ პატარების დაპყრობა საერთაშორისო სამართლებრივად ჩვეულებრივი ამბავი იყო.

„ახლა რომ წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს იმ დროს გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა; ერთი მხრიდან წამოვიდოდა ოსმალეთი, მეორე მხრიდან რუსეთი და საქართველო ყოველგვარი დაცვის გარეშე დარჩებოდაო“, - ამბობს ბექა კობახიძე.

„როდესაც ქალთა საზოგადოებამ შეჰკრიბა ცოტაოდენი ფული რუსის ჯარისგან აოხრებულ გურიის დასახმარებლად, მთავარ-მმართებელმა გრაფ ვორონცოვ-დაშკოვმა უნამუსოდ განაცხადა: - „მთავრობა ნებას არ მისცემს დახმარება აღმოუჩინონ იმათ, ვინაც მთავრობის მიერვე დასჯილ არიან.“
ამონარიდი მემორანდუმის ტექსტიდან

ავტონომიის მოთხოვნა არ იყო უსაფუძვლო, რადგან „გეორგიევსკის ტრაქტატით“ რუსეთი საქართველოს ამ გარანტიას აძლევდა, თუმცა მოგვიანებით შეთანხმების პირობები დაარღვია.

„100 წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა“

ჰააგის კონფერენციაზე „საქართველოს ხალხის მემორანდუმი“ არ განხილულა და ამას არც მისი ავტორები ელოდნენ. თუმცა მთავარი მიზანი მიღწეული იყო: საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო რუსეთის აგრესიის შესახებ საქართველოში.

კონფერენციაში რუსეთიც მონაწილეობდა. პეტიციის ერთ-ერთი ავტორი, ვარლამ ჩერქეზიშვილი აღნიშნავდა, რომ მონაწილეებს შორის გაჩნდა ერთგვარი უხერხულობის განცდა, რადგან ამ პეტიციაში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოსადმი სასტიკ მოპყრობაზე იყო ყურადღება გამახვილებული.

"ფაქტობრივად ერთადერთი ისტორიული დოკუმენტი, რომელიც აღწერს საქართველოში საზოგადოების და არა ელიტების მდგომარეობას".

ბექა კობახიძის შეფასება:

"ეს არის ფაქტობრივად პირველი დოკუმენტი, რომელიც არა ელიტების, არამედ ქართველი ერის, მისი ყველა კუთხისა და სოციალური ფენების სახელით აყალიბებს ქართულ ეროვნულ ისტორიულ ნარატივს და აფასებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიას.

ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად არის შესწავლილი სოციალური ისტორია. ყველაზე დიდი ისტორიული დოკუმენტი, „ქართლის ცხოვრებაც“ კი სამეფო კარის ისტორიას აღწერს.

შესაბამისად, „საქართველოს ხალხის მემორანდუმი“ შეგვძლია, კარგად გამოვიყენოთ სოციალური ისტორიის შესასწავლად და გასაანალიზებლად.

დოკუმენტი ნაწილობრივ გვაჩვენებს რა დამოკიდებულება არსებობდა 1907 წელს ეროვნული საკითხისადმი ქართულ თღავადაზნაურობაში, გლეხებში, ვაჭარ-მრეწველებში, მუშებში, კულტურული სფეროსა და სამღვდელოების ნაწილის წარმომადგენლებში, საშუალო ფენაში, რომელსაც მასწავლებლები და საჯარო მოხელეები წარმოადგენდნენ."

„როგორც ვხედავთ, 111 წლის წინ ვსაუბრობდით რუსეთის მხრიდან ჩაგვრაზე ისევე, როგორც დღეს. ჩვენ კონკრეტულ ბოროტმოქმედებაზე შევჩიოდით მსოფლიოს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას და საკომუნიკაციო საშუალებებს, მაშინდელისგან განსხვავებით დღეს საერთაშორისო საზოგადოების დახმარების მეტი შანსი გვაქვს.“

საქართველოს ხალხის მემორანდუმის ხელმომწერები
საქართველოს ხალხის მემორანდუმის ხელმომწერები
  • თითქმის 3000 ადამიანი აწერს ხელს „ქართველი ხალხის მემორანდუმს“, რომელიც 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონგრესს ატყობინებდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ჩაგვრაზე და ითხოვდა ავტონომიას.
  • როგორც ისტორიკოსი, ბექა კობახიძე ამბობს, 3000 ხელმომწერი იმ დროისთვის იმდენად დიდი რიცხვია, რომ დღეს, ფაქტობრივად, ყოველ მეორე ქართველს შეუძლია ხელმომწერთა შორის თავისი გვარის ამოკითხვა.
  • შეგიძლიათ, თქვენი გვარი ამ სტატიაზე თანდართულ სიაში მოძებნოთ. სია ჯერჯერობით არასრულია, თუმცა ჩვენი გუნდი დოკუმენტზე მუშაობს და მოკლე დროში მას კიდევ დაემატება ხელმომწერთა სახელები. დააჭირეთ შესაბამის ასოს.​

დ ე ვ ზ თ ი კ ლ ნ ო პ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ

  • აბაშიძე ვასილ
  • აბაშიძე თეკლა
  • აბაშიძე ნიკოლოზ ილიას ძე
  • აბაშიძე სოფიო
  • აგლაძე ედიშერ დიმიტრის ძე
  • ადამაშვილი გაბრიელ
  • ავალიანი სიმონ ნიკოს ძე
  • ალექსი ნიკოლოზის ძე დავითაშვილი
  • ალხანიშვილი მიხაკო გიორგის ძე
  • ამირეჯიბი შალვა გიორგის ძე
  • ანთაძე ელისაბედ იოსების ასული
  • ანთაძე თეოფილაქტე
  • არევაძე ალექსა
  • არევაძე გოლა
  • არევაძე დათა
  • არევაძე ილიკო
  • არევაძე სანდრო
  • არევაძე სვიმონ
  • არევაძე სოლო
  • არჩვაძე თომა
  • არჩვაძე კოლა
  • ასათიანი ეთერი
  • ასათიანი ნიკოლოზ გაბრიელის ძე
  • ასათიანი ევგენია
  • ასრათაშვილი ჩაჩოფო
  • ახვლედიანი გოლა
  • ბალახანაშვილი გიორგი
  • ბარაბიძე ალექსანდრე
  • ბარამიძე რომანოზ
  • ბარნაბიშვილი ლავრენტი
  • ბაქელიშვილი ივანე
  • ბაქრაძე დავით
  • ბაქრაძე დიმიტრი
  • ბაქრაძე ერმილე
  • ბაქრაძე მიხეილ
  • ბებურიშვილი ვასო საბას ძე
  • ბენდელიანი დავით გიორგის ძე
  • ბერბიჭაშვილი ალექსა
  • ბერბიჭაშვილი გიგა
  • ბერბიჭაშვილი დიმიტრი
  • ბერბიჭაშვილი ვანო
  • ბერბიჭაშვილი ზურა
  • ბერბიჭაშვილი კესო
  • ბერბიჭაშვილი ლალა
  • ბერბიჭაშვილი მიტა
  • ბერბიჭაშვილი სანდრო
  • ბერბიჭაშვილი ქიტესა
  • ბერეკაშვილი ანდრია
  • ბერიაშვილი ვანო, სვიმონის ძე
  • ბერიტაშვილი იოსებ
  • ბერიძე გიორგი
  • ბერიძე ვუკკოლე მიხეილის ძე
  • ბერუაშვილი ალექსი
  • ბერძენიშვილი ივანე
  • ბერძენიშვილი სვიმონ
  • ბილანიშვილი დ.
  • ბილანიშვილი მიხეილ
  • ბურდიაშვილი მარიამ

დაბრუნდით სიის სათავეში

,
  • გაბუნია ლეონიდ
  • გაგნიძე ნინა დიმიტრის ასული
  • გაგუნაშვილი ვანო
  • გამყრელიძე ვ.მ
  • გარაუნიძე კოტე
  • გახელაძე მათე
  • გედევანიშვილი ანასტასია კონსტანტინეს ასული
  • გელდიაშვილი არჩილ ნიკოლოზის ძე
  • გიგიჩევი ნადეჟდა
  • გიორგობიანი იოსების ძე
  • გიორგობიანი ნინა
  • გოგია იასონ იასეს ძე
  • გოგნიევი (გოგნიაშვილი) ლიზა პეტრეს ასული
  • გოგოებაშვილი შალვა ზაქარიას ძე
  • გოგოელიძე მიხეილ გრიგოლის ძე
  • გოგოჭური ლევან
  • გოცირიძე გერასიმ
  • გოცირიძე დავით გერასიმეს ძე
  • გოცირიძე ვერა
  • გოცირიძე მარიამ
  • გოცირიძე ნინა გერასიმეს ასული
  • გრუზინსკი თამარ
  • გუგუშვილი კონსტანტინე
  • გულისაშვილი ვასილ
  • გულისაშვილი ზაქარია
  • გულისაშვილი ივანე
  • გულისაშვილი ნიკოლოზ
  • გულისაშვილი რუსუდან
  • გულისაშვილი ქეთო
  • გუნიევი სამსონ
  • დაბრუნდაშვილი მიხა
  • დავიდოვი იოსებ
  • დავიდოვი მარიამ
  • დავითიძე ვალოდია
  • დემონდოვოლო მარიამ
  • დიასამიძე იოსებ
  • დიასამიძე ლევან
  • ებიტაშვილი ანტონ
  • ელიავა ბ.
  • ელიავა გ.
  • ელიავა უშანგი
  • ელიავა ჭიჭიკო
  • ეპიტოვი ოლგა ლუარსაბის ასული
  • ერაძე ლევან
  • ერისთავი ანასტასია
  • ერისთავი თ.ნ.დ
  • ერისთავი-შერვაშიძე ნიკო

დაბრუნდით სიის სათავეში

, ,
  • ვარდიევი ეკატერინე
  • ვარდიევი ნანა
  • ვაშაკიძე კონსტანტინე
  • ვაჩნაძე დარია რევაზის ასული
  • ვაჩნაძე ელენე ვახტანგის ასული
  • ვაჩნაძე ელისაბედ რევაზის ასული
  • ვაჩნაძე ზაქარია
  • ვაჩნაძე თამარა
  • ვაჩნაძე თამარა ვლადიმერის ასული
  • ვახვახიშვილი ალექსანდრე რევაზის ძე
  • ვახვახიშვილი ანასტასია რევაზის ასული
  • ვახვახიშვილი ლევან რევაზის ძე
  • ვახვახიშვილი სვიმონ რევაზის ძე
  • ვიცვაძე ლუარსაბ
  • ზალდასტანიშვილი პელაგია
  • ზანდუკელი ზ.
  • ზანდუკელიძე მ.
  • ზედგინიძე ლევან
  • ზვიადაძე მარიამ
  • ზირაქიშვილი ნიკოლოზ, გიორგის ძე
  • ზურაბიშვილი ივანე გიორგის ძე
  • თაბაგარი ვალერიან ანტოინს ძე
  • თავართქილაძე ტარასი
  • თათარაშვილი ზინა დავითის ასული
  • თარხნიშვილი ელენე
  • თარხნიშვილი ელენე ივანეს ასული
  • თოფჩიშვილი მიხაკა
  • თოხაძე რაისა
  • თულაშვილი ელისაბედ
  • თულაშვილი ვახტანგ დიმიტრისძე

  • იაშვილი მაია ფარსადანის ასული
  • იერემიშვილი აბრამა
  • ივაჩხიაშვილი ივანე
  • ივაჩხიაშვილი გიგა
  • ივაჩხიაშვილი კაკოლა
  • იმნაიშვილი ნიკოია
  • ინასარიძე სამსონ
  • ინაშვილი დავით
  • ინაშვილი გიორგი
  • იობაძე ტეფანე ივანეს ძე

დაბრუნდით სიის სათავეში

კ, ლ
  • კაკაბაძე ისააკ სვიმონის ძე
  • კალაძე ილია
  • კანდელაკი მელქისედეკ სამსონის ძე
  • კაპანაძე სერგო
  • კარბელაშვილი გიორგი
  • კარბელაშილი დავით
  • კარიჭაშვილი დავით
  • კევლიშვილი გიორგი
  • კემულარია ნინო ანდრიას ასული
  • კვანტრიშვილი ბართლომე პავლეს ძე
  • კვინიხიძე ბესარიონ
  • კიკნაძე გიორგი
  • კირვალიძე ვასილ
  • კირვალიძე სერგი
  • კლიმიაშვილი გიორგი
  • კობალაძე თელო
  • კობახიძე ილია
  • კობახიძე ნადია დავითის ასული
  • კორინთელი ივანე მიხეილის ძე
  • კორინთელი კონსტანტინე
  • კორინთელი პელაგია
  • კორინთელი რაფიელის ძე
  • კურტანიძე სასიტონ ბასილის ძე
  • კულიპაროვ გიროგი ნიკალააევიჩ
  • ლასაბერიძე სპირიდონ
  • ლეკიშვილი გიგლა
  • ლეკიშვილი გიგა
  • ლეკიშვილი დათიკა
  • ლეკიშვილი დიმიტრი
  • ლეკიშვილი ვანო
  • ლეკიშვილი ზალიკა
  • ლეკიშვილი ზაქარია
  • ლეკიშვილი ილიკო
  • ლეჟავა ივანე
  • ლობჟანიძე ნონა
  • ლომიაშვილი სოლო

  • მალაქაშვილი სოლომან
  • მალაჩინა პავლე
  • მამალაშვილი იოსებ ისაკის ძე
  • მამალაშილი ისაკა სოლომონის ძე
  • მამალაშვილი ელისაბედ გიორგის ასული
  • მამასახლისი ბ.
  • მანაგაძე ფილიპე გიორგის ძე
  • მარტონიძე ვახო
  • მარჯანიშვილი ევგენი საჩინოს ძე
  • მახარაშვილი ლიზა ოქროს ასული
  • მარჯანიძე გიორგი
  • მარჯანიძე გოლა
  • მარჯანიძე ილიკო
  • მარჯანიძე მიხა
  • მარჯანიძე სოსიკო
  • მარჯანიძე შაქრო
  • მაღალაშვილი ბარბარე გრიგოლის ასული
  • მაღალაშვილი გრიგოლ გრიგოლის ძე
  • მაღალაშვილი ივანე
  • მაღალყელაშვილი ტრიფონ ანეპოდის ძე
  • მაღრაძე მელქისედეგ
  • მაღრაძე ოლღა
  • მაყაშვილი ალექსანდრე
  • მაყაშვლი კონსტანტინე ზაქარიას ძე
  • მაჭავარიანი იორემი ივანეს ძე
  • მაჭავარიანი გიორგი
  • მაჭავარიანი კონსტანტინე დავითის ძე
  • მაჭავარიანი ნინო
  • მაჭავარიანი ვასო
  • მაჭარაშვილი სვიმონ სვიმონის ძე
  • მახარაძე გიორგი
  • მგალობლიშვილი მაქსიმე გიორგის ძე
  • მედულაშვილი გიორგი
  • მერებაშვილი იაკოფ
  • მერებაშვილი ილიკო
  • მერებაშვილი მიხა
  • მერებაშვილი შაქრო
  • მესხი ეკატერინე
  • მეტრეველი მარიამ ივანეს ასული
  • მირზოევი გიორგი
  • მიქაძე დავით
  • მიქაუტაძე გიორგი
  • მუსხელიშვილი ნინო
  • მუხგულაშვილი გაბო
  • მჭედლიშვილი კოტე
  • მჭედლიშვილი სოსიკა
  • მჭედლიძე ვარლამ
  • მჭედლიძე ილო
  • მჭედლიძე სანდრო

დაბრუნდით სიის სათავეში

, , , , , ,
  • ნადირაძე პეტრე დიმიტრის ძე
  • ნათაძე იოსებ
  • ნათაძე ოლია
  • ნასიძე კონსტანტინე დიმიტრის ძე
  • ნაცვლიშვილი ივანე
  • ნესტორ სპირიდონის ძე ღონღაძე
  • ნიკოლაშვილი ნიკო
  • ნუცუბიძე გიორგი ლუკას ძე
  • ომაროვი გიორგი ელიას ძე
  • ორბელიანი ელისაბედ
  • ორბელიანი თამარ
  • ორბელიანი მამუკა
  • ორბელიანი მარიამ
  • ორქუაშვილი გრიგორი
  • ოქიტაშვილი
  • ოქრუაშვილი სონა
  • ოცხელი სვიმონ ივანეს ძე
  • პავლიაშვილი ალექსანდრე
  • პეტრიაშვილი ნიკოლოზ
  • რაქვიაშვილი ივანე
  • რაქვიაშვილი კატო
  • რევაზიშვილი ნინო
  • როსტომაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე
  • როსტომაშვილი დავით ივანეს ძე
  • როსტომოვი არმაკ
  • რუსაშვილი კატო
  • რუსიევი
  • რუსიტაშვილი ნიკო
  • რუსიშვილი ელენე
  • რუსიშვილი ილარიონ გიორგის ძე
  • საგინაშვილი მიხეილ
  • სარაჯიშვილი პ.
  • საყვარელიძე ილარიონ
  • საყვარელიძე ტიტიკო
  • სვანიძე. გ
  • სილიბისტრო ოქროპირის ძე კუჭაიძე
  • სულხანიშვილი დიმიტრი
  • სხირტლაძე ვლადიმირ
  • სხირტლაძე მელიტონ
  • ტატიშვილი გიორგი
  • ტატიშვილი დიმიტრი
  • ტატიშვილი ლექსო
  • ტატიშვილი მინადორა
  • ტატიშვილი რ.
  • ტატიშვილი ტატო
  • ტატიშვილი შალვა
  • ტატიშვილი ხვთისო
  • ტყემალაძე ბესარიონ ზაქარიას ძე
  • ტყემალაძე ტარასი
  • ტყეშელაშვილი ნანა
  • უსტიაშვილი მაგდანა იოსების ასული
  • უსტიაშილი ნიკოლოზ ალექსის ძე
  • ფალავანდიშვილი თამარა
  • ფანოზიშვილი გიორგი რამაზის ძე
  • ფანოზიშვილი შუშანიკა
  • ფხალაძე იოსებ

დაბრუნდით სიის სათავეში

, , , , ,
  • ქაჯაია ივლიანე
  • ქერქაძე მიძა
  • ქეშელაშვილი ვანო
  • ქეშელაშვილი იაკოფ
  • ქეშელაშვილი ილიკო
  • ქეშელაშვილი ილო
  • ქეშელაშვილი მათე
  • ქეშელაშვილი მარიამ
  • ქეშელაშვილი პავლე
  • ქეშელაშვილი სოლა
  • ქეშელაშვილი სტეფანე
  • ქეშელაშვილი ტატა
  • ქვარიანი თედო
  • ქვარიანი ნინო
  • ქვლივიძე რეზიკო
  • ქოქაშვილი გ.
  • ქურდოვანიძე კოტე
  • ღონღაძე ნესტორ სპირიდონის ძე
  • ღრეული მიხა იოსების ძე
  • ღრეული ანდრია
  • ყაზახაშვილი გიორგი
  • ყანდარელი ნიკოლოზ
  • ყანჩაველი მელიტონ
  • ყარყარაშვილი სოლომონ
  • ყიფიანი ანასტასია ზაალის ასული
  • ყიფიანი პელაგია
  • ყიფიანი სამსონ გიორგის ძე
  • ყიფშიძე გრ.
  • შაიშმელაშვილი ეკატერინა გიორგის ასული
  • შანავა იაკობ
  • შარაბიძე ნიკო
  • შარაშიძე სოფია
  • შარმანაშვილი ილიკო
  • შარმანაშვილი იოსებ
  • შარმანაშვილი სოლიკა
  • შარმანშვილი ქიტო
  • შარმნაშვილი ალექსი
  • შველიძე ეზეკიელ თეიმურაზის ძე
  • შუღლიაშვილი გ.
  • შიუკაშვილი ანასტასია
  • ჩიქოვანი გიორგი ლევანის ძე
  • ჩიქოვანი დავით გიორგის ძე
  • ჩიქოვანი ნინო
  • ჩიჯავაძე ალ.
  • ჩიჯავაძე ვერა
  • ჩიჯავაძე თამარა
  • ჩიჯავაძე სოფო
  • ცაგარელი მიხეილ
  • ცაგარელი კ.
  • ცაგურია ბ.
  • ცინცაძე ვარლამ
  • ციციშვილი თამარა
  • ციციშვილი ნ.
  • ძამაშვილი დავით

დაბრუნდით სიის სათავეში

  • წამალაიძე გიორგი დემეტრეს ძე
  • წერეთელი ვალოდია
  • წერეთელი მარიამ
  • წერეთელი მიხეილ გიორგის ძე
  • წერეთელი ქეთო
  • წიკლაური გიორგი
  • ჭავჭანიძე დარისპან
  • ჭავჭანიძე იასე იასეს ძე
  • ჭავჭავაძე სულხან გიორგის ძე
  • ჭავჭანიძე კონსტანტინე
  • ჭინჭარაული დიმიტრი
  • ჭინჭარაული ვანო
  • ჭინჭარაული სვიმონა
  • ჭიღაური ზურაბ ილიას ძე

დაბრუნდით სიის სათავეში

  • ხაბაზიშვილი სოფიო ქაიხოსროს ასული
  • ხაბაზიშვილი დავით იოსების ძე
  • ხაბაზიშვილი იოსება
  • ხაბაზიშვილი სოფიო მიხაილის ასული
  • ხარატიშვილი ილიკო
  • ხატიშვილი ზაქარია დავითის ძე
  • ხარიტოვი ბაგრატი
  • ხატისკაცი ალექსანდრე სამსონის ძე
  • ხაჭაპურიძე ივანე
  • ხიზანიშვილი პავლე
  • ხმალაძე გაბო
  • ხმალაძე იაკოფ
  • ხმალაძე ივანე
  • ხმალაძე იოსებ
  • ხმალაძე ლექსა
  • ხმალაძე მოსე
  • ხმალაძე სვიმონა
  • ხონგულოვი მიხეილ თეოფანეს ძე
  • ხუნდაძე ს. თომას ძე
  • ხუციევი ნინო
  • ხუციშვილი გ.
  • ხუციშვილი გრიგოლ მელქისედეკსი ძე
  • ხუციშვილი პავლე
  • ჯავახოვი დარია
  • ჯანდიერი ზაალ ივანეს ძე
  • ჯანდიერი ილიკო
  • ჯანდიერი ნინა
  • ჯაფარიძე ნატალია ზაალის ასული
  • ჯაჯანაშვილი ე.
  • ჯობინოვი დავით
  • ჯორჯაძე ელენე
  • ჯორჯაძე ნიკოლოზ

დაბრუნდით სიის სათავეში

ეროვნული მობილიზაციის წარმატებული მცდელობა

  • 1907 წელს გამართულ ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გლობალური გეოპოლიტიკური საკითხები განიხილებოდა, თუმცა განხილვის მაგიდაზე ასევე აღმოჩნდა პეტიცია, რომელსაც საქართველოს 3000-მდე მოსახლე აწერს ხელს.
  • მემორანდუმში აღწერილია რუსეთის მიერ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებში ხისტი ჩარევის მაგალითები. რიგ შემთხვევაში საქმე ეხება მოსახლეობისადმი სასტიკ მოპყრობას, გადასახლებას, დახვრეტას და ქალაქებისა და სოფლების ფიზიკურ განადგურებას.
  • ყველა ხელმომწერი არის სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. როგორც ისტორიკოსი ბექა კობახიძე ამბობს, „ავტორებმა იზრუნეს, რომ ეს არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი და [ხელმომწერთა რაოდენობის გათვალისწინებით] ეს სახელი, „საქართველოს ხალხის მემორანდუმი“ ნამდვილად არ არის გადაჭარბებული“.

XS
SM
MD
LG