მარიზი კობახიძე დღეს ყველა აქციაზე დგას, თავისი შვილის და სხვა დემონსტრანტების პატიმრობას აპროტესტებს და ამბობს, რომ სულ იამაყებს. რადიო თავისუფლებასთან ამ ინტერვიუში ის გვიყვება თორნიკეზე, მის დაკავებასა და პროტესტზე, სასამართლო სხდომებზე და ბრძოლაზე, რომელიც წინაა.
ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც სახლში, 4 დეკემბერს დააკავეს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან - მისი დედა, ლიკა გუნცაძე კი, სხვა დედებთან ერთად, ბოლომდე ბრძოლას აპირებს. ამ ინტერვიუში ამბობს კიდეც, მარტო ანდრო რომ გაათავისუფლონ, ამით ბედნიერი არ ვიქნები, რადგან ყველა დაკავებული უდანაშაულოაო.
ნინო ტყეშელაშვილი, საჯარო მოხელე 15-წლიანი გამოცდილებით, რომელიც 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს, მისი სხვა არაერთი კოლეგის მსგავსად წინასაახალწლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
შობის ღამეს და უწყვეტი პროევროპული აქციების მე-40 დღეს, ხალხი ისევ რუსთაველზე შეხვდა საღამოს რვა საათზე, თბილისის ხუთი ეკლესიიდან ხალხის რამდენიმე ნაკადი ერთდროულად დაიძრა ანთებული სანთლებით ხელში და ერთმანეთს ქაშვეთის წინ შეხვდა, სადაც ერთად იზეიმეს შობის დღესასწაული.
29 ნოემბერს აქციის დაშლის დროს ჟურნალისტ გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა და გამიზნულად თავში ჩაარტყა. კლინიკაში უამრავი რამ გადააფასა, ახალი მეგობრები შეიძინა, არაერთი ძველი მეგობარი და კოლეგა დაკარგა. „შვილის“ ამ ეპიზოდში ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი გმირი ისევ ერთი ადამიანია - დედა
პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ვიყავით, მაგრამ მაინც დიდ ეკრანზე ვუყურეთ - რა ხდებოდა კულისებს მიღმა?
პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეთა ცოცხალი ჯაჭვი თბილისში. „ერთობის ჯაჭვს“ ორი მოთხოვნა აქვს: დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.
"ერთობის ჯაჭვი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, ყვარელი... - პროევროპული აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს. დემონსტრანტებმა აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები მოითხოვეს
როგორ გაიყო სალომე ზურაბიშვილის და “ოცნების” გზები და რა განცხადებებს აკეთებდა მეხუთე პრეზიდენტი ბოლო ორი წლის განმავლობაში?
ჩამოტვირთე მეტი