რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაცს, რომელმაც აღიარა, რომ რუსეთის გასამხედროებულ ჯგუფში, „ვაგნერში“ იბრძოდა და რომელიც აშშ-ში მექსიკიდან უკანონოდ გადასვლის მცდელობისას დააპატიმრეს, რამდენიმე კვირის წინ რუსეთში საგანგებო სიგელი მიენიჭა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დაარსებული ორგანიზაციის მხრიდან.
რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა შეისწავლა კადრები, რომლებიც თავიდან ბევრს შეუმჩნეველი დარჩა. საქმე ეხება საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიას, რომელიც ცნობილია თავისი როლით საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში. ცენტრი მნიშვნელოვნად გაფართოვდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცრები განიხილავენ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური უთანხმოების დათესვის მცდელობებს. მიმოწერაში, რომელიც გასაჯაროვდა ფსბ-ს თანამშრომლები, ასევე განიხილავენ მთავრობის კრიტიკოსებს, დამოუკიდებელ მედიას და რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში.
უკრაინის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ კავშირი აქვთ მალიში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერზე“ მოწყობილ ტუარეგ მეამბოხეთა თავდასხმასთან, რასაც ათობით დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა.
15 იანვარს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 14 იანვარს საღამოს ჩაატარა სამხედრო სპეცოპერაცია და აზოვის ზღვის თავზე, ბერდიანსკის მახლობლად, გაანადგურა სტრატეგიული მნიშვნელობის ორი რუსული თვითმფრინავი.
რუსეთში გრძელდება კამპანია „შიშვლების წვეულების“ მონაწილეების წინააღმდეგ. წვეულება ნასტია ივლეევამ მოაწყო და მასზე თავი ათობით პოპვარსკვლავმა მოიყარა. „Z-პატრიოტებმა“ მიიჩნიეს, რომ უკრაინაში ომის ფონზე წვეულება უადგილო იყო.
რუსეთის თავდაცვითი ინდუსტრია არის "კოლოსი თიხის ფეხებზე", რომელიც ჩაფლულია კორუფციაში, განიცდის სპეცსამსახურების უმკაცრეს კონტროლს და, ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებების საპირისპიროდ, ვერ ახერხებს არმიისათვის ჭეშმარიტად თანამედროვე იარაღის შეთავაზებას.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ არშემდგარი სამხედრო „პუტჩიდან“ სამი დღის შემდეგ კვლავაც უცნობია, თუ ვინ დათანხმდება რუსეთის ხელისუფლების წინადადებას: დარჩება რუსეთში და ხელს მოაწერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს და ვინ გაჰყვება ბელარუსში დაჯგუფების დამაარსებელს, ევგენი პრიგოჟინს.
რუსი ჯარისკაცები თავიანთი პოზიციების ფოტოებს ინტერნეტში აქვეყნებენ. ეს ხდება ზაპოროჟიეს ოლქში და სხვა იმ ადგილებში, სადაც ისინი მალე შეიძლება უკრაინელი სამხედროების წინაშე აღმოჩნდნენ. აი, როგორ გამოიყურება თავად რუსი ჯარისკაცების თვალით დანახული სახელგანთქმული თავდაცვის ხაზი ზაპოროჟიეში.
აშშ-ის საჰაერო ძალების გადამდგარი მაიორი ჰიზერ პენი 2001 წლის 11 სექტემბერის შემდეგ გახდა ცნობილი. პილოტი ავიაგამანადგურებელ F-16-ით აფრინდა ცაში, რომ „ალ-ყაიდის“ მიერ გატაცებულ თვითმფრინავს დატაკებოდა, რათა არ დაეშვა მისი ვაშინგტონის თავზე ჩამოვარდნა. ამის გაკეთება არ მოუწია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ისტორიული მომენტი" უწოდა აშშ-ის თანხმობას უკრაინისთვის F-16-ის გადაცემასთან დაკავშირებით. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა - "კოლოსალური რისკი", მაგრამ არა უკრაინისთვის, როგორც ეს მოსკოვში მიაჩნიათ, არამედ თავად რუსეთისთვის.
ევგენი პრიგოჟინი, რუსეთის ყველაზე ცნობილი კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“, ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი დამფუძნებელი, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ „დენაციფიკაციამ“ უკრაინა მთელ მსოფლიოს გააცნო, „დემილიტარიზაციას“ კი შედეგად უკრაინის არმიის გაძლიერება მოჰყვა.
2023 წლის თებერვალში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი მოლდოვაში არეულობას გეგმავდა. ეს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს იმ საიდუმლო დოკუმენტიდან ირკვევა, რომელიც ინტერნეტში მოხვდა.
მაშინ, როდესაც უკრაინელი ტანკისტები თანამედროვე დასავლურ ტანკებს და სხვა შეიარაღებას ითვისებენ, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში განცდილი დიდი დანაკარგის შესავსებად, იძულებული ხდება საცავებიდან გამოიტანოს დასაწყობებული ტანკები, რომლებსაც რუსეთში „ბაბუის კონსერვებს“ უწოდებენ.
რა უპირატესობები აქვთ დასავლეთის შეიარაღებაში არსებულ ტანკებს „ლეოპარდებსა“ და „აბრამსებს“ საბჭოთა და რუსულ ტანკებთან შედარებით? როგორ და რისთვის გამოიყენებს უკრაინის არმია ახალ შენაძენს?
ტელეგრამის ერთერთ არხზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში მოსაუბრე აღიარებს, რომ ბრძოლის სურვილი მას და მის ამხანაგებს მას შემდეგ დაეკარგათ, რაც ფრონტის ხაზზე გაგზავნილ მობილიზებულთა ჯგუფიდან უკან მხოლოდ ერთი კაცი დაბრუნდა - ისიც დაჭრილი იყო და სასწრაფოდ სამხედრო საავადმყოფოში გაამგზავრეს.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ნაწილობრივი მობილიზაციის მანკიერი ორგანიზაციული მხარე იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდება ცენზურის ქვეშ მყოფი რუსეთის ელექტრონული მედიის ყურადღების ცენტრში.
ჩამოტვირთე მეტი