83 წლის თინა ჩუბუნიძე თბილისში მარტო ცხოვრობს. ახალმა კორონა ვირუსმა მისი ყოველდღიურობა შეცვალა.ცდილობს მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გავიდეს გარეთ და ახლა კიდევ უფრო მეტი დრო აქვს კითხვისა და ფიქრისთვის. თინა ქართული და რუსული ენების მასწავლებელია.
25 მარტს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო მუსიკოსი სანდრო თედიაშვილი - “TedART“. კონსერვატორიის სტუდენტი უკვე რამდენიმე წელია ელექტრონულ მუსიკას ქმნის და არასდროს ერიდება ექსპერიმენტებს.
24 მარტს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო აქტივისტი ტატო გეთია, რომელმაც ილაპარაკა „თეთრი ხმაურის მოძრაობასა“ და მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგებზე.
„ყველა სტუდენტი თანასწორია“ - ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ სტუდენტები 7 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან.
როგორ შეიძლება გამოუსადეგარი ფურცლების გარემოს სასიკეთოდ გამოყენება, რატომ აბარებენ ან იბარებენ მაკულატურას და რისი მიღება შეიძლება მისი გადამუშავებით?
„ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს“ - ასე ჰქვია სტუდია „ტელევეზირის“ პროექტს, რომლის პრეზენტაცია 17 თებერვალს გაიმართა საქართველოს მწერალთა სახლში.
19 თებერვალს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო მუსიკოსი სოფი ვილი, რომელიც, საქართველოს გარდა,უკრაინასა და ამერიკაშიც მოღვაწეობს. სოფი არის ორია ლბომის, სინგლისა და რამდენიმე ფილმის საუნდტრეკი
18 თებერვალს „თავისუფლების დილის“ სტუმარი იყო ფსიქოლოგი შორენა შიუკაშვილი, რომელმაც ისაუბრა „ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის“ შესახებ.
რატომ უწოდებს მოსახლეობა ადგილს, სადაც თავად ცხოვრობს, „მეცამეტე რაიონს“, ისე როგორც ერთ ცნობილ ფილმშია? რას ითხოვენ ვაზიანელები და ვინ არის პასუხისმგებელი მათი პრობლემების მოგვარებაზე?
თბილისში, „იარმორკაზე“, ძველი სომხური ეკლესიის წინ, ერთი პატარა სახელოსნოა. კედელზე გამოკრული ცნობა იუწყება, რომ მე-19 საუკუნეში ვერცხლის ქუჩაზე ცხოვრობდა და მუშაობდა ხელოსანი ტიგრან ავეტისიანი.
„თბილისის სოლიდარობის ქსელის“ ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებული ადამიანების 70 პროცენტამდე მომსახურების სფეროში მუშაობს. მძიმე სამუშაო პირობების ფონზე, მათი უფლებები ხშირად ირღვევა.
26 იანვარს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო პედაგოგი მარიამ ასლანიშვილი. უკვე მესამე წელია, მარიამი საგარეჯოს სამხატვრო სკოლაში მუშაობს. კვირაში ორჯერ ჩადის და ბავშვებს ხატვასა და ხელოვნების ისტორიას ასწავლის.
25 იანვარს „თავისუფლები დილის“ სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია, რომელმაც ილაპარაკა, თუ რატომ გახდა ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის განცხადება საზოგადოების ნაწილისთვის უკმაყოფილების მიზეზი.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ მეტროს სადგურში სიცივისგან უსახლკარო მამაკაცი გაიყინა.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში სამოცდაათამდე მოხუცი ცხოვრობს. სანამ აქ მოხვდებოდნენ, ყველამ ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო გზა გაიარა. ზოგი პროფესიით ფიზიკოსია, ზოგი - ომის ვეტერანი ან მომღერალი.
რამდენიმე დღის წინ Frontline Georgia-ს კლუბში შედგა ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმის ჩვენება. „მადონა“ - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის ერთადერთი მძღოლი ქალის ამბავს გვიამბობს.
თბილისში დაუსრულებელ მშენებლობებს ბევრი ხე და სკვერი ეწირება. ტროტუარებიც ძირითადად მანქანებისგან არის ოკუპირებული და ადამიანებისთვის ადგილი მხოლოდ ბეტონის კედლებს მიღმა რჩება.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს საქართველო სტუმარი ქვეყანა იქნება. ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი ლაპარაკობს საქართველოსთვის ამ მოვლენის მნიშვნელობაზე.
15 ნოემბერს „სტუდიო კამპუსთან“ მცხოვრებმა ახალგაზრდამ ცივი იარაღით დაჭრა „კამპუსის“ დირექტორი მიხეილ ხუნდაძე. რა მოხდა „სტუდიო კამპუსში“ და რის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება?
ჩამოტვირთე მეტი