25 იანვარს „თავისუფლები დილის“ სტუმარი იყო ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია, რომელმაც ილაპარაკა, თუ რატომ გახდა ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის განცხადება საზოგადოების ნაწილისთვის უკმაყოფილების მიზეზი; რატომ უნდა იყოს ოპერის თეატრი ღია ყველასთვის და არის თუ არა საზოგადოების „კასტებად“ დაყოფის მცდელობა განცხადება, რომლის თანახმადაც, „ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნას დაესწრება მხოლოდ ის, ვინც ღირსია“.