შიო ხიდაშელი არის რადიო თავისუფლების ოპერატორი 2017 წლიდან.
უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის - ასე ჰქვია სენაკელი გოგონების გამოგონებას, რომელიც სამეცნიერო კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის“, წლევანდელი გამარჯვებული გახდა. ეს არის ხელსაწყო, რომელიც ხმოვან ბრძანებაზე რეაგირებს, ირჩევს მედიკამენტს და ამის შესახებ უსინათლოს ატყობინებს.
იანვრიდან ამოქმედდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა. საპენსიო შენატანების ადმინისტრირება საპენსიო სააგენტოს ევალება. აი რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ?
სანამ ნიუ-იორკში, გაეროს არტკოლექციაში, დაიდებს ბინას, მანამდე უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის ჭედურ ყდაზეც გუჯი ამაშუკელი მუშაობდა, ცოტა ხნით თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში დარჩება.
როგორ მოქმედებს რუსეთი ჰიბრიდულ ომში? რას ხმარდება კრემლიდად წამოსული რუსული რუბლი? საქართველოში დაფინანსებული ფონდები და როგორ მოქმედებს ხელისუფლება რუსეთის რბილი ძალის წინააღმდეგ?
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ახალ გათამაშებაში ჩაება. ერთა ლიგა - ასე ჰქვია ტურნირს, რომელზეც დაბალრეიტინგიანი ნაკრებები მხოლოდ ერთმანეთთან კონკურენციაში გაითამაშებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს.
30 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ახალგაზრდებს მშობლები და მეგობრები ერგნეთის საგუშაგოსთან ელოდებოდნენ. თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული ახალგაზრდები, 28 აგვისტოს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს რუსმა და ოსმა სამხედროებმა.
1937 წლის 2 ივნისს დაპატიმრეს და ერთ თვეში დახვრიტეს, დედა - თამარ ბაგრატიონი კი 8 წლით გადაასახლეს რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში, კომის მხარეში.
პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლინას ლინკევიჩიუსი და ედგარს რინკევიჩსი და უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან ერთად იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში.
შვიდს საათს გაგრძელდა გლდანის საგამოძიებო იზოლატორში ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანისა და თენგის კალანდიას გამოკითხვა. შეხვედრიდან გამოსული საპარლამენტო საგამოძებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ მათ ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე, თავს იკავებენ.
რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში დატბორა სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოციალია ფრინველი. ძლიერმა წვიმამ 15-მდე ოჯახი დააზარალა მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანსა და თენგის კალანდიას გამოკითხავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. კომისიის წევრები გლდანის საგამოძიებო იზოლატორში მივიდნენ. მირზა სუბელიანი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სახმელეთო სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი ბოლოსკენ მიდის. მშენებლობის პირველი ფაზა 2020 წელს უნდა დასრულდეს და პორტი ამუშავდეს. პორტის მშენებლობა სულ ცხრა ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა უნდა იყოს.
მოქალაქეები იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს წერილებს უგზავნიან და გადადგომისკენ მოუწოდებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საქართველოს სტუმრობდა ამერიკული ავტორბოლის, NASCAR-ის, ერთადერთი, ყველაზე ტიტულოვანი, მრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი. კამპანიის „ქალებს ყველაფერი შეუძლიათ" ფარგლებში, მან საქართველოს სხვადასხვა ქალაქი მოიარა და შეხვდა ავტომრბოლელ ქალებს.
მეტროს მემანქანეების გაფიცვა მთავრობას უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ე. წ. „ციანიდის საქმის“ მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ, პროკურატურასა და საპატრიარქოს სამი კითხვით მიმართა.
საქართველოში სპორტის წარმატებულ სახეობებზე საუბარს ხშირად ძიუდოთი იწყებენ. საერთაშორისო არენაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით ძიუდო ჭიდაობასთან ერთად სტაბილურად სამაგალითოა სხვა სახეობებისთვის, მაგრამ საქმე ისე მიდის, მუდმივად უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ სახეობაში შეიძლება დიდი ჩავარდნა დაიწყოს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღემდე ორი დღე დარჩა - გამოფენენ თუ არა რუსთაველები დროშებს?
„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ - ეს არის მთავარი კონცეფცია ქართული პავილიონისა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში სამხედრო კომპონენტი ძლიერდება.
ჩამოტვირთე მეტი