შიო ხიდაშელი არის რადიო თავისუფლების ოპერატორი 2017 წლიდან.
მეთორმეტეკლასელები საუბრობენ თავიანთ მიზნებზე, როგორ გეგმავდნენ სკოლის დამთავრების აღნიშვნას პანდემიამდე, დისტანციური სწავლების სირთულეებზე და რამდენად მზად არიან მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.
მადონას არ უნდა თავის მოკვლა. მაგრამ მან მაინც იშოვა ბენზინი, თბილისის მერიასთან მივიდა, გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მადონა კი საავადმყოფოში მოხვდა მძიმე ხარისხის დამწვრობით, სადაც 17 გრძელი დღე გაატარა. და ამ 17 დღის შემდეგ ის რადიო თავისუფლებას უყვება იმაზე, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი.
ბოლო 24 საათზე მეტია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად წვიმს. სტიქიამ ათეულობით სოფელი დააზარალა, ყველაზე მეტად კი კაბალი. მოსახლეობა ამბობს, რომ განადგურებულია ბოსტნეულის ნარგავები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სოფლის გზები, ამიტომ დახმარებას საჭიროებენ.
კაკო პაპას ბაღში ტიტები ზუსტად მაშინ აყვავდა, როდესაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ვაჭრობაზე აკრძალვები დაწესდა. 63 წლის ფერმერი კახეთიდან შეეგუა იმ აზრს, რომ ტიტების ბაღი დაუკრეფავად დაჭკნებოდა, ის კი წელს შემოსავლის გარეშე დარჩებოდა.
ენათმეცნიერების ინსტიტუტის შენობა, რომელიც თბილისში ინგოროყვას N8-ში მდებარეობს, ავარიულ მდგომარეობაშია. იატაკი რომ არ ჩავარდეს, მეცნიერები სამსახურში მორიგეობით დადიან. შენობას ბზარები და ნაპრალები ყოველდღიურად ემატება.
ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები გრძელ რიგში დგანან ნაკურთხი წყლის ასაღებად, შედიან ზღვაში განსაბანად და ამავე მიზნით ჩადიან გაყინულ მდინარეშიც. ეს დღე 19 იანვარია - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაული - ნათლისღება.
თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან საქართველოს დროშები გადმოფინეს და ასე აღნიშნეს სახელმწიფო დროშის დღე - 14 იანვარი. საქართველოში ეს დღე 2012 წლიდან აღინიშნება. დროშის სახლებიდან გადმოფენის ტრადიცია ნელ-ნელა იკიდებს ფეხს საქართველოში.
22 დეკემბერს, ე.წ. „თბილისის ომის“ დაწყების დღეს, პარლამენტის წინ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს და 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების გამოძიება მოითხოვეს.
უფლებადამცველებს ვთხოვეთ, გაეხსენებინათ ბოლო წლების ყველაზე მძიმე ამბები, სადაც პოლიციასთან მოხვედრილი ადამიანები ცემეს და აწამეს. საია, EMC და ადამიანის უფლებათა ცენტრი ათობით ასეთ საქმეს სწავლობს. პოლიციის მხრიდან ძალადობის ამბები ერთმანეთს ჰგავს
სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მდებარეობს. ის ახლახანს განაახლეს და შეავსეს. მუზეუმში 8 ათასი ნიმუში ინახება.
27 ნოემბრის დილის 5 საათისთვის, დემონსტრანტები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებს ბლოკავდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით აიძულა პარლამენტის წინ გადასულიყვნენ. აქციის დაშლის დროს 3 ადამიანი დაშავდა, 28 დაკავებულია.
“თავისუფლების ინსტიტუტი”, რომელიც 1996 წელს შეიქმნა და რომელიც აქტიურად მუშაობდა სამოქალაქო სექტორში 90-იანების მიწურულსა და 2000-იან წლებში, ბრუნდება. ორაგნიზაციის დირექტორი სალომე ხვადაგიანი იქნება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ ჩატარდება. 113 მხარდამჭერი დეპუტატი არ მოიძებნა და 14 ნოემბერს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. კანონპროექტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები აშშ-ის საელჩოს წინ შეიკრიბნენ და ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას მადლობა გადაუხადეს. 29 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, ხმათა უმრავლესობით, დაუჭირა მხარი რეზოლუციას.
„მე ვარ ჰამიდი“, „ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ“ - ვიდეო ამ გზავნილებით სოციალურ ქსელ ფეისბუკში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა
ამ მასშტაბის გამოფენა პირველად ჩატარდა და მის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ „მესაქონლეობის ექსპო“ ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, კერძოდ კი,მეცხოველეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, გამოცდილების გაზიარებას და რაც მთავარია, ფერმერების კონკურენტუნარიონობის გაზრდას.
13 ოქტომბერს ნანა ალექსანდრიას 70 წელი შეუსრულდა. ნანა ალექსანდრია არის ოცზე მეტი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ჭადრაკში, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი. ის 20 წლის ასაკში სამჯერ გახდა სსრკ-ის ჩემპიონი.
როცა ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე იკლებს, XII საუკუნის ქალაქის ნაკვალევი შესამჩნევი ხდება. ამ დროს თავს ამოყოფენ ხოლმე წყლით დაფარული ტაძრის ნანგრევები და საფლავის ქვები. ჟინვალჰესის მშენებლობის გამო ფოტოგრაფმა ოთარ ჭონქაძემ, როგორც ყველა სხვა ჟინვალელმა, თავისი ხელით დაშალა საკუთარი სახლი.
29 სექტემბერს, ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრები და მეგობრები მისი სიკვდილის წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. 25 წლის უფლებადამცველი 2018 წლის 30 სექტემბერს, დიუმას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს. მოწმეების ჩვენებით მკვლელობას ეთნიკური მოტივი ჰქონდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება.
ჩამოტვირთე მეტი