შიო ხიდაშელი არის რადიო თავისუფლების ოპერატორი 2017 წლიდან.
„დინამო არენაზე“ მატჩი საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისსა“ და როტერდამის „ფეიენოორდს შორის. უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქართველი ფეხბურთელები უეფასვე გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ატარებენ.
ტრეფიკინგის დაუსაბუთებელი ბრალდების შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლებული უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი დასასვენებლად იმყოფება.ის საქართველოში აპრილში დააკავეს და საპატიმრო 19 ივლისს დატოვა.
სამშენებლო სექტორში წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები იშვიათობაა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. მისი თქმით, ამ გზით, ერთის მხრივ, დამსაქმებლები მალავენ გადასახადებს და თავს არიდებენ შრომის კანონმდებლობის შესრულებას.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჩვეულ რეჟიმში მაუწყებლობს. ეთერში დილის პროგრამა „დილამშვიდობისა საქართველო“ ჩვეული განრიგით გავიდა.
20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას, რვა დემონსტრანტმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო. მათგან ორმა თვალი დაკარგა. ექვს პაციენტს კი ოფთალმოლოგებმა თვალი შეუნარჩუნეს. ორი პაციენტის მდგომარეობა ამჟამადაც რთულია, თუმცა, ექიმებს იმედი აქვს, რომ მათ მხედველობა აღუდგება.
კადრებში, რომლებიც 20 ივნისს, დარბევის ღამეს, რადიო თავისუფლებამ გადაიღო, ჩანს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომელიც სპეცრაზმს შორის მოძრაობს და აკონტროლებს ვითარებას.
20 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეებმა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელით გამოიყვანეს შეტაკების ადგილიდან.
16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს “თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმა გააცნო. მან მოუწოდა მოხალისეებს გაერთიანდნენ სახალხო ლეგიონში და არ მისცენ პრაიდის მონაწილეებს 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების საშუალება.
15 ივნისს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გზავნილით - „ერთად დავიცვათ დავით გარეჯი“. აქციის რამდენიმე ასეულმა მონაწილემ, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან, თეთრი მიკროავტობუსებით იყვნენ ჩამოსულები, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორი მთავარი გზავნილი მოისმინეს.
მაღაროელები ჭიათურაში, უკვე მე-10 დღეა, შიმშილობენ.მოშიმშილეთა რიცხვი 15-ს შეადგენს. მათგან სამმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჭიათურაში მაღაროელთა მასშტაბური საპროტესტო აქცია, უკვე ორი კვირაა, მიმდინარეობს. აქციაში ჩართულია 3000-ზე მეტი მაღაროელი.
ქართველი მწერალი (ავტორი, როგორც ის თავის თავს უწოდებს) ბექა ადამაშვილი ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელია. გამარჯვებული წიგნია „ამ რომანში ყველა კვდება“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“). ჯილდო 5000 ევროა. ბექას ტექსტები ინგლისურად და ფრანგულად ითარგმნება.
მე-9 დღეა ჭიათურაში მაღაროელები არიან გაფიცული. მე-7 დღეა 14 მაღაროელი შიმშილობს. მაღაროელთა პროტესტის გამო გაჩერებულია „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი 11-ვე მაღარო. 500 მაღაროელი მუშაობის განახლებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებს. გადაკეტილია ქალაქიდან გასასვლელები.
სამშენებლო ობიექტზე მუშა გარდაიცვალა. ის თბილისში, კოსტავას 75 ნომერთან მდებარე ახლად აშენებული კორპუსიდან გადმოვარდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის განცხადებით, წინასწარი მოკვლევით, სიკვდილი მიზეზი ხარაჩოების დემონტაჟის დროს დარღვეული უსაფრთხოების პირობები იყო.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის 13 მაისს რუსთაველის გამზირზე ათასობით ახალგაზრდა მოითხოვდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას. აპროტესტებდა პოლიციისგან ძალადობას და მოითხოვდა თავისუფლებას, თანასწორობას და სოლიდარობას. მათ შორის იყვნენ ბექა ქიკარიშვილი, ანა სუბელიანი და რეზო ჩარკვიანიც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამ სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად ფიქსირდება ეზოების, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვის შემთხვევები.
კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიზე“ განხორციელებული რეიდიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, შს მინისტრი გიორგი გახარია, ისევ ბოდიშს იხდის. გიორგი გახარიას ბიუსტი პარლამენტის წინ, სავარაუდოდ, სამ დღეს დარჩება.
12 მაისს, ლისის ტბაზე ქვიარ დების გარბენი გაიმართა. წელს, გარბენის მთავარი მიზანი იყო ერთმანეთისთვის დაეკავშირებინა ქვიარ და მწვანე პოლიტიკის საკითხები. გარბენის მონაწილეებს სჯერათ, რომ ქვიარ და მწვანე მოძრაობებს ბევრი საერთო ამოცანა აქვთ.
ახალი ღვინის ფესტივალი წელს მეათედ ჩატარდა. ღვინის 250-მა მწარმოებელმა მთაწმინდის პარკში თავისი პროდუქცია მოყვარულებს და სომელიეებს გაასინჯა.
ალექსანდრე მამუკაშვილი პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერია. კალიგრაფიით რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. 2012 წელს კი პირველი კალიგრამა შექმნა - კალიგრაფიისა და ნახატის სინთეზი. ალექსანდრე პირველი კალიგრაფია, რომელმაც საქართველში კალიგრამის ტექნიკა გააცოცხლა.
ჩამოტვირთე მეტი