გიორგი გახარიას „ბოდიში“ ერთი წლის შემდეგ
კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიზე“ განხორციელებული რეიდიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, შს მინისტრი გიორგი გახარია, ისევ ბოდიშს იხდის. გიორგი გახარიას ბიუსტი პარლამენტის წინ, სავარაუდოდ, სამ დღეს დარჩება. ბიუსტზე დამონტაჟებულ წითელ ღილაკზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხელის დაჭერა, რის შემდეგადაც ისინი მოისმენენ გიორგი გახარიას ხმოვან ფრაზას: „მოდით, დავიწყოთ ბოდიშით“. ინსტალაციის ავტორების თქმით, გიორგი გახარიას ბოდიშმა, რომელსაც რეალური შედეგები უნდა მოჰყოლოდა, მაგალითად ნარკოპოლიტიკის ცვლილების მიმართულებით, არაფერი შეცვალა და ის კვლავ სადამსჯელო იარაღად რჩება ძალოვანი სტრუქტურების ხელში. 2018 წლის 12 მაისს, სპეცრაზმმა თბილისის ცნობილ ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ რეიდი ჩაატარა. შსს-ს ცნობით, რეიდის მიზანი ნარკოდანაშაულის გამოვლენა იყო. რეიდის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, თბილისში საპროტესტო "რეივ აქციები" იმართებოდა. აქციები 14 მაისს, მას შემდეგ შეწყდა, რაც გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და დიალოგზე მიიწვია.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან