შიო ხიდაშელი არის რადიო თავისუფლების ოპერატორი 2017 წლიდან.
„მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტმა, ლადო აფხაზავამ საჯარო ლექცია თბილისში, „მწერალთა სახლში“ ჩაატარა. მან სულ თამაშ-თამაშით ახსნა, რომ მთავარია საერთო მიზანი, წარმატებაზე ფიქრი და ძალების გაერთიანება... აქტივობებში ჩართულ ახალგაზრდებს ზოგი რამ იოლად გამოუვიდათ,ზოგიც - გაუჭირდათ.
ზუგდიდში მცხოვრები ნანი უზარაშვილი 7 წლის უნახავი ბიძაშვილის დასაფლავებას თვალს საოკუპაციო ხაზიდან ადევნებდა.70 წლის მამაკაცი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში გარდაიცვალა და 9 აპრილს ამავე სოფელში დაკრძალეს.
როდესაც ქეთი სართანიამ ამ დღის აღწერა სცადა, აღმოაჩინა, რომ ამ საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაცია ერთად თავმოყრილი არსად იყო.
Tbilisi Open Air 2019-ის მონაწილეები იქნებიან: Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, მწვანე ოთახი... 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, ლისის ტბის ტერიტორიაზე, 3 დღის განმავლობაში, 4 სცენაზე, 60-ზე მეტი არტისტი წარდგება.
20 წელზე მეტია, საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატის ხელოვნების მუზეუმიდან ეკლესიაში დაბრუნებას ითხოვს. მუზეუმის შესასვლელში 1999 წლიდან მოწყობილია სამლოცველო, სადაც წლებია აღევლინება ლოცვები „ხელთუქმნელი ხატის თავის კანონიერ საბრძანებელში“ დასაბრუნებლად.
მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ ორგანიზებით საქართველოში უკვე მეოთხედ ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური „მათემატიკის ფესტივალი“ იმართება.
ამ ტიპის ცენტრები მსოფლიოს არაერთ წამყვან უნივერსიტეტში ფუნქციონირებს და მათი არსებობა იმ პრობლემებით არის გამოწვეული, რომლებიც სტუდენტებს აქვთ და რომელთან გამკლავებაც მარტო, სპეციალისტების დახმარების გარეშე რთულია.
20-ზე მეტი სტუდენტი მართავს შიმშილობის აქციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Fკორპუსში, რექტორის კაბინეტის წინ. მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ რექტორის, გიგა ზედანიას, გადადგომაა.
31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის სახით საქართველოს 1 500-მდე მოქალაქისათვის 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
„ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ხელოვნებათმცოდნე, ცირა ელისაშვილი და ნატა ფერაძე, აქტივისტი და პარტიზანი მებაღე რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობენ ურბანული პროტესტის გამარჯვებებსა და მათი სიტყვებით, „გულდასაწყვეტ მარცხზე“, რომელსაც „პანორამა თბილისი“ ჰქვია.
სააფთიაქო ქსელებსა და მედიცინის ცენტრებს ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ ახალი მარაგი დაურიგდათ. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, „ტამიფლუს“ 13 000 დოზა ამ ეტაპზე, სრულიად საკმარისია ქვეყნისთვის.
რამდენიმე ახირებული ქართველი მეცნიერი და ინოვატორი ერთი იდეით გაერთიანდა - ქართულ ღვინოს მარსზეც გაუსინჯონ გემო.
23 დეკემბერს, „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ კლუბ „რა? სად? როდის?“ სპორტული ვერსიის სუპერლიგის 57-ე ჩემპიონატი ჩატარდა. კ
პრეზიდენტის ახალი სასახლის და მისი შემოგარენის ისტორია.
2024 წლიდან პარლამენტს პროპორციული წესით აირჩევს საქართველო. პოლიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური ფორმა იქნება საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უფრო ადრეც უნდა მოხდეს, რათა პარლამენტი გახდეს უფრო მრავალფეროვანი.
მღვიმე, რომელიც შესაძლოა, 30-50 ათასი წლის წინანდელი იყოს, ქუთაისში, სამი კვირის წინ, შემთხვევით აღმოაჩინა ვახტანგ სიხარულიძემ. 6 დეკემბერს ვახტანგ სიხარულიძის აღმოჩენილი მღვიმე სპელეოლოგებმა დაათვალიერეს. როგორც ისინი ამბობენ, პირველადი დათვალიერებით, მღვიმე უნიკალურია.
ირაკლი თერიკა ქოჩიაშვილი ერთ-ერთი იშვიათი ქართველ რეპერთაგანია, რომელიც ხშირად ეხება სოციალურ თემატიკას. რამდენიმე დღის წინ „იუტუბზე“ მისი ახალი ტრეკი, „სამშობლო“, გამოჩნდა.
რა არის ტოლერანტობა, როგორ ჩნდება ის ან პირიქით, ვერ ჩნდება. რა იწვევს მიუღებლობას და სიძულვილს განსხვავებულის მიმართ და რა გვხდის ტოლერანტულს? როგორ ეცვლებათ ადამიანებს შეხედულებები დროთა განმავლობაში და როდის აღმოაჩენენ ხოლმე, რომ მათთვის ერთ დროს მიუღებელი - დღეს მისაღებია?
ჩამოტვირთე მეტი