"მესაქონლეობის ექსპო" თბილისში
თბილისში პირველად ჩატარდა „მესაქონლეობის“ ექსპო“ - გამოფენა, რომელშიც ქვეყნის 19 ფერმის 50-მდე ფური, დეკეული და ხბო მონაწილეობდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეთა ასოციაცია“. გამოფენისთვის ფერმებმა თბილისში ჩამოიყვანეს როგორც ჰოლანდიური და ესტონური ჯიშის, ასევე, ადგილობრივი ქართული ჯიშის მსხვირფეხა საქონელი. ამ მასშტაბის გამოფენა პირველად ჩატარდა და მის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ „მესაქონლეობის ექსპო“ ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, კერძოდ კი,მეცხოველეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, გამოცდილების გაზიარებას და რაც მთავარია, ფერმერების კონკურენტუნარიონობის გაზრდას.
ეპიზოდები
-
იანვარი 16, 2025
ანრი კვარაცხელიას დაკავების ოპერაცია
-
იანვარი 15, 2025
„დე, ჩემთვის იყავი ძლიერი“ - ინტერვიუ ზვიად ცეცხლაძის დედასთან