Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათლისღება საქართველოში


ნათლისღება საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:14:41 0:00

ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები გრძელ რიგში დგანან ნაკურთხი წყლის ასაღებად, შედიან ზღვაში განსაბანად და ამავე მიზნით ჩადიან გაყინულ მდინარეშიც. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე სრულდება მდინარეში მონათვლის უძველესი რიტუალიც. საქართველოს მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა იმართება, წირვის შემდეგ კი ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი წყალი მორწმუნე მრევლს ურიგდება. ეს დღე 19 იანვარია - მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დღესასწაული - ნათლისღება. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. იორდანეში შესვლით (წყალში სამგზის შთაფვლით) იესო ქრისტემ „წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა“ და დააწესა ქრისტიანული ნათლობა. მორწმუნე ქრისტიანებს სჯერათ, რომ ნაკურთხი წყალი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და შველის ავადმყოფებს. სჯერათ, რომ ნაკურთხ წყალში განბანვით ისინი ცოდვებისგან გათავისუფლდებიან. ტრადიციაა ისიც, რომ საქართველოშიამ დღესასწაულს ნათლულები ულოცავენ ნათლიებს. ამ დღეს განსაკუთრებული მზადებაა ხოლმე თბილისის სამების საკათედრო ტაძარში, სადაც წყალს თავად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე, აკურთხებს. ბათუმში ნათლისღების საზეიმო აღნიშვნა ღამითვე იწყება მსვლელობით ზღვის სანაპიროსკენ, სადაც კოცონებს ანთებენ და ნაკურთხ წყალში განიბანებიან. ხოლო ჯავახეთში, კერძოდ, სოფელ ხოსპიოში, სადაც ზამთარში მდინარე იყინება, საყოველთაო ნათლობა 1988 წლის შემდეგ იმართება. ყინულს წინადღით ჭრიან, 19 იანვარს კი მთელი სოფელი იკრიბება და წყალკურთხევის შემდეგ მდინარეში შედის...

XS
SM
MD
LG