ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
გასული სამუშაო კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება იყო.
ვილნიუსში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პარაფირების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის.
საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დღეს უმრავლესობის სხდომაზე დაიწყო. სხდომაზე გადაწყდა, რომ პროექტს დამუშავება და დახვეწა სჭირდება.
თბილისის 2013 წლის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველი პირების მიკროავტობუსებში შეღავათიანი მგზავრობისთვის 300 000 ლარი გამოიყო.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ქუთაისის მერის მორიგ საკადრო ცვლილებაზე, ნაციონალების თელავის ოფისის ფართის შესახებ არსებულ სასამართლო დავაზე, სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის განვითარების ერთ-ერთ ხელის შემშლელ პრობლემასა და ახალქალაქში შეშის გაძვირებაზე ვისაუბრებთ.
კომპანია “RMG ”-ის - ყოფილი სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ -თანამშრომელთა თორმეტდღიანი გაფიცვა დასრულდა. გაფიცულებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მიღწეულია შეთანხმება.
გაზეთ „რეზონანსის“ ერთ-ერთ მთავარ სტატიაში სახელწოდებით“ პანკისელი „მამლუქი“-ყოფილი ქართველი სერჟანტი სირიაში უსასტიკესი დაჯგუფების მეთაურია“ ნათქვამია, რომ თარხან ბათირაშვილი მართლაც ყველაზე ძლიერი დაჯგუფების ხელმძღვანელია.
21 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.
პარლამენტში ძალთა გადანაწილება დაიწყო-სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურები გართულდა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მმართველ კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვების პრობლემა აქამდეც ჰქონდა.
19 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია.
15 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო განათლების ექსპერტი, გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის პედაგოგი ნია ჭაჭიაშვილი.
„აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში უმცირესობის წარმომადგენელი არ ჰყავთ“-სტატიაში, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, გაზეთის მთავარი რედაქტორი და პრესის ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში აპროტესტებს საკითხის თაობაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ დუმილს და ასევე ამჟამინდელი ოპოზიციის მიდგომას - ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ იმის ნაცვლად, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და პასუხი მოითხოვონო, წუხს ლაშა ტუღუში.
13 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ზამთრის სეზონის მთავარ საზრუნავზე - გათბობასა და მისი ხემისაწვდომობის საკითხებზე - ვისაუბრებთ. შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ახალციხიდან, გორიდან და ზუგდიდიდან.
11 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი.
ალექსანდრე ჭიკაიძე პოლიციის თბილისის სამმართველოს უფროსია. ამ პოსტზე იგი 2013 წლის მარტიდან მუშაობს.
არასაპარლამენტო ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს იწყებს და ხელისუფლებას კანონმდებლობის დროულად მიღებას სთხოვს.
თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში უახლოეს მომავალში განსახორციელებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტია.
ქვეყნის მასშტაბით პირველი ეტაპის სამუშაოების დამთავრება 2014 წლის აპრილისთვის იგეგმება. თავად აღწერის საველე სამუშაოები 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ახალ პოლიტიკურ რეალობაზე, კერძოდ, პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების თანამდებობიდან გადადგომასა და ამავე თანამდებობაზე დასანიშნ სავარაუდო კანდიდატებზე ვისაუბრებთ.
ჩამოტვირთე მეტი