თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში უახლოეს მომავალში განსახორციელებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტია. მთავრობამ უკვე დაამტკიცა „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ კანონპროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეცა. თვითმმართველობის რეფორმის უპირველესი ამოცანა ადგილობრივი პრობლემების ადგილზევე გადაწყვეტა, ანუ დეცენტრალიზაციაა. უზრუნველყოფს თუ არა მოსალოდნელი ცვლილებები რეალური თვითმმართველობის განხორციელებას და მზადაა თუ არა მოსახლეობა სიახლეების მისაღებად? -ამ საკითხებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე დავით ლოსაბერიძე. იგი საუბარს კანონპროექტის საკვანძო საკითხების განმარტებით იწყებს.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1