ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
გასული კვირის ბოლოს, 10 მარტს, თანამდებობა დატოვეს მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორებმა. ოფიციალური განმარტებით, გადაწყვეტილება გუბერნატორებმა საკუთარი სურვილით მიიღეს.
ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოაქვეყნა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში, რომელიც 2015 წლის ძირითად ტენდენციებს ასახავს.
პანკისის ხეობაში არ აქვთ ინფორმაცია ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრის, ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, 30 წლის ომარ ალ-შიშანის, იმავე თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციურ ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, კოალიციის შემადგენლობაში რესპუბლიკური პარტიაც იქნება.
„პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო განცხადებაში, რომელიც 3 მარტს გამოქვეყნდა.
ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა კახეთში, სახელფასო დავალიანება ზუგდიდში და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასწარმოქმნა ქუთაისსა და რუსთავში.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
თბილისში დასრულდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელთა სამდღიანი ვიზიტი.
კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, შესაძლოა, სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდეს - ამას ითვალისწინებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი „საჯარო რეესტრის შესახებ კანონში“ ცვლილებების შესახებ.
გასული სამუშაო კვირა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით იყო დატვირთული. ეს განსაკუთრებით შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის ასპექტებს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის კანდიდატთა შერჩევის პროცესი განახლდა.30 ვაკანტურ ადგილზე22 მოსამართლე შეირჩა, 8 ადგილი კი შემდგომ ეტაპზე შეივსება.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი საკადასტრო და უფლებრივი მონაცემების შექმნის მიზნით, სახელმწიფო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.
ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონალური განვითარების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონებში სხვა საქართველო, სხვა რეალობაა და მოსახლეობას არ აქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის განცდა.
ტელეკომპანია „მაესტრო“ მაუწყებლობას განაგრძობს და მასთან ერთად, ტესტურ რეჟიმში, "ტვ 11"-ის სიხშირეზე მუშაობს „მაესტრო-24“.
ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბაჩო კიკაბიძის, თანახმად, პარალელურ რეჟიმში TV 11-ის არხზე ამოქმედდა ახალი არხი - „მაესტრო-24“, რომელზეც ტესტურ რეჟიმში რადიოა გაშვებული.
საარჩევნო წელი საქართველოში რეიტინგული სატელევიზიო არხის, „მაესტროს“, მესაკუთრეთა წილების გადანაწილებით დაიწყო.
2016 წლის იანვარში საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ გასული ათი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, იუწყება „ინტერფაქსი“, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
როგორ მუშაობს უფასო სასადილოების ქსელი საქართველოს რეგიონებში და რამდენად კმაყოფილები არიან ბენეფიციარები მომსახურებით?
საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების საკითხზე საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის რეაგირებას ელოდება.
გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს და, პროკურორის თანახმად, ის კონფიდენციალური იქნება.
ჩამოტვირთე მეტი