ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
წინასაარჩევნო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის რეგიონებში, სადაც ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციები უკვე შეუდგნენ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 8 სექტემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების პროპორციული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა.
ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტებს შეხვდა. ეს იყო რიგით მესამე გადაცემა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემათა ციკლიდან, რომელიც წინასაარჩევნო პროექტია და ქვეყნის ათივე რეგიონში მმართველი პარტიის საარჩევნო აგიტაციას ემსახურება.
საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.
როგორ ხვდებიან ახალ აკადემიურ წელს საქართველოს რეგიონების სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები?
„რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში წარადგინეს დოკუმენტი, რომელმაც, მათი ვარაუდით, მთლიანად უნდა შეცვალოს საქმის მსვლელობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელზე.
წინასაარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრეს, სად შეიძლება განთავსდეს საარჩევნო პლაკატები მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.
ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში 16 აგვისტოს საქართველომ პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა - ოლიმპიური ჩემპიონი 22 წლის ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა.
დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ სოფლის მეურნეობის შესახებ ვისაუბრებთ. ყურადღებას გავამახვილებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აგრარული პროდუქციის ხარისხი და მისი რეალიზების პრობლემები.
გასულ კვირაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემებს აქტუალობა ძირითადად შესძინა აგვისტოს ომის მერვე წლისთავის აღსანიშნავმა ღონისძიებებმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოს 11 მოქალაქის სახელით.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება და დღითი დღე უფრო და უფრო ინტენსიური და დატვირთული ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ღონისძიებათა გრაფიკი.
ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღსაკვეთად, სპეციალური ცვლილებების ძალაში შესვლის დღიდან, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ.
1 აგვისტოდან საქართველოში მიწის რეგისტრაციის წესი გამარტივდა - სიახლე, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მიწის რეგისტრაციის მხრივ არსებულმა ვითარებამ განაპირობა.
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დაგროვილი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილებოდა კონფერენციაზე, რომელიც 5 აგვისტოს გამართა ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევა ნორმების გვერდის ავლით მოხდა.
საია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში ჩართულიყო.
რა კავშირშია გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა საგზაო შემთხვევების რიცხვის მატებასთან და როგორ მიმდინარეობს გზებისა და ხიდების კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონებში.
მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის თაობაზე სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე, თუმცა თავი იჩინა მოსამართლეთა ორ ბანაკად გაყოფის ფაქტმაც.
ჩამოტვირთე მეტი