წინასაარჩევნო კამპანიის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ქვეყნის მასშტაბით განსაზღვრეს, სად შეიძლება განთავსდეს საარჩევნო პლაკატები მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.
სააგიტაციო პლაკატების განსათავსებელი ობიექტების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცა და იგი ხელმისაწვდომია დაინტერესებული საარჩევნო სუბიექტებისთვის. რა წესების გათვალისწინება მოუწევთ მათ? თემაზე ნონა მჭედლიშვილი „სამართლიანი არჩევნების“ იურისტს, ნინო რიჟამაძეს, ესაუბრა.