შაბათს „რეზონანსი“ კვლავ უბრუნდება ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ბედს, კომახიძისა, რომელიც ახლა შვეიცარიში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ამ პრობლემაზე „რეზონანსი“ სოზარ სუბარს ესაუბრება: ”მე შევხვდი შვეიცარიის ელჩს საქართველოში, რომელსაც ვუამბე მთელი ისტორია, რაც ხდება და როგორი შავი პიარი მიდის ხელისუფლების მიერ ვახო კომახიძეზე, რა მუქარებს ჰქონდა ადგილი და აღმოჩნდა, რომ მან კარგად იცოდა ყველაფერი”, - უთხრა გაზეთს სოზარ სუბარმა.