ნატოს მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსკოვს, გააუქმოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების შესახებ.
ევროკავშირის ახალ საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს დღეს არც თუ იოლ შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.
მასმედიის ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა გრანდიოზული სამენციერო პროექტი LHC.
რადიოჟურნალის თემებია: როგორ იყენებენ რუსეთში ინტერნეტს, როდესაც ამათუ იმ მიზეზით პროტესტის გამოთქმა სურთ; გიამბობთ რამდენიმე ახალ წიგნზე; ვისაუბრებთ ფონიჭალაში უსინათლოთა დასახლების შესახებ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი განვლილი, დაახლოებით, 15 წლის მანძილზე პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც ბელორუსიას ესტუმრება.
რადიოჟურნალის თემებია: ბავშვთა საერთაშორისო დღეს საქართველო გატაცებული ბავშვებით ხვდება; სასამართლომ ოპოზიციის მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლება დაიწყო.
აზიაში აშშ-ის პრეზიდენტის ტურნე იაპონიაში ვიზიტით დაიწყო. ის, იაპონიის გარდა, ეწვევა ჩინეთს, სინგაპურსა და სამხრეთ კორეას იმ პერიოდში, როცა აშშ-ის ეკონომიკა მძიმე რეცესიისთვის თავის დაღწევას ცდილობს.
აზერბაიჯანში პატიმრობა მიუსაჯეს ორ ოპოზიციონერ ბლოგერს, რაც, ბევრის შეფასებით, ასახავს შიშსა და უნდობლობას, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებაში იწვევს ახალი მედია.
რუსეთში მილიციის დღეს, ჩვეულებრივ, საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ ხოლმე, მაგრამ ამჯერად საზეიმო განწყობას ხელისშემშლელი გამოუჩნდა: ალექსეი დიმოვსკი.
ანგელა მერკელი გერმანიის პირველი კანცლერია, რომელიც სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე.
სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭებას არა მარტო "მემორიალის" წამყვანი წევრების, არამედ ზოგადად, რუსი უფლებადამცველების საქმიანობის აღიარებად მიიჩნევენ.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ამოცანაა პოლონეთის, რუმინეთისა და ჩეხეთის ლიდერები დაარწმუნოს, რომ მოსკოვთან ურთიერთობის „გადატვირთვის“ მცდელობა არ დააზარალებს ვაშინგტონის მოკავშირეთა ინტერესებს.
ამ კვირაში თურქეთმა თავის ტერიტორიაზე, ნატოს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა ერთ-ერთ ტრადიციულ მოკავშირეს, ისრაელს.
ჰილარი კლინტონმა დღესაც მიუთითა ვაშინგტონისა და მოსკოვის უთანხმოებაზე საქართველოს საკითხში. “ეს არის სფერო, რომელშიც უთანხმოება გვაქვს”, განაცხადა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შეხვდა. სახელმწიფო მდივანი გუშინ ჩავიდა მოსკოვში და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა.
მეათე სტუდიაში მოისმენთ ინტერვიუს გავლენიან ამერიკელ პოლიტოლოგთან რონ ასმუსთან. ის შარშანდელი ომის გარემოებათა შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშსს ეხება.
სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ როლებს ასრულებენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსის განვითარებასა და განხორციელებაში.
კინოფილმების “როუზმერის შვილი”, “ჩაინატაუნი”, “პიანისტი” რეჟისორი, მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი რომან პოლანსკი კვლავინდებურად დაკავებულია. აშშ-ში პოლანსკი “ძებნილად” ითვლება.
დასავლეთის პრესაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა აშშ-ის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ანტისარაკეტო თავდაცვის ელემენტების პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში განთავსების გეგმაზე.
გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, “მორალურად მიუტევებელი” იქნება, თუ წლის ბოლოს ვერ მოხერხდა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის შესახებ ახალი შეთანხმების მიღწევა.
ჩამოტვირთე მეტი